მთავარი » ქრისტიანობა

დეკანოზი დავითი (დათუაშვილი) იუბილარია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 25.12.2012 11 კომენტარი | 7,358 ნახვა

ინტერნეტჟურნალ “ამბიონის” ხელმძღვანელს, მამა დავითს “ამბიონის” გუნდი ულოცავს დაბადების დღეს. ვუსურვებთ დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, დეკანოზი დავით დათუაშვილი სულიერ სიძლიერეს, სიკეთით, სიყვარულით, ბედნიერებით სავსე, გაერთიანებულ, სამართლიან და მშვიდ საქართველოში ცხოვრებას. მადლობას ვუხდით ყოველგვარი თანადგომისა და მხარდაჭერისთვის.

გვიერთდებიან და ჩვენთან ერთად მამა დავითს დაბადების დღეს ულოცავენ:

დეკანოზი გიორგი თიკანაშვილი (წმიდათა მთავარანგელოზთა ტაძრის მღვდელმსახური): “მამა დავითს დაბადების დღეს ვულოცავ. ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და უფალმა ხელი მოუმართოს იმ კეთილი საქმეების აღსრულებაში, რაც ჩაფიქრებული აქვს. დიდ კომპლექსს აშენებს და საინტერესო მიზნები გააჩნია ჩვენი ტაძრის აშენებისა და გაძლიერების მხრივ. აღსანიშნავია, რომ ჩვენს ეკლესიაში პირველი წირვა სწორედ 25 დეკემბერს ჩატარდა, რაც ნიშანდობლივია. ერთად ვულოცავ ტაძარში ჩატარებული პირველი წირვიდან ერთი წლისთავს, დაბადებისა და ანგელოზის დღეს. ღმერთმა დალოცოს თავისი ოჯახით, სულიერი შვილებით, უფლის, მთავარანგელოზისა და წმიდა დავით გარეჯელის მადლი შეეწიოს”.

ბექა ჩხაიძე (სტიქაროსანი): “მამა დავითს ვულოცავ დაბადების დღეს. ვუსურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და სიხარულს “ორთავ სოფელსა შინა.””

ეკა მირუაშვილი (წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის მშენებარე ეკლესიის მაღაზიის გამგე): “მამა დავითს, პირველ რიგში, ჯანმრთელობას ვუსურვებ, ასევე ღვთის წყალობას, ენერგიას, რადგან ძალიან დიდი ენერგია სჭირდება იმ საქმესა და დიდ მშენებლობას, რაც ჩაიფიქრა და რასაც მამა დავითი შეეჭიდა. კიდევ ვუსურვებ ძალიან მოწესრიგებულ და კარგ მრევლსა და დიდ მოთმინებას”.

ანსამბლი “მადლი”: “მამა დავითს ვულოცავთ დაბადების დღეს. არ შეგვიძლია არ გამოვხატოთ ჩვენი დიდი მადლიერება მის მიმართ. ვუსურვებთ დღეგრძელობას, ჯანმრთელობას, სიკეთეს და იმ წამოწყებული საქმის წარმატებით დასრულებას, რისთვისაც ძალასა და ენერგიას არ იშურებს.”

ნიკოლოზი (მრევლი): “მამა დავითს ვუსურვებ ჯანმრთელობას, კარგად ყოფნას, დიდი ხნის სიცოცხლესა და მრევლთან ერთად სიხარულს”.

ვიტალი (მრევლი): “ვულოცავ მამა დავითს დაბადების დღეს. ღმერთმა უმრავლოს მრევლი, განგვამტკიცოს ჩვენ რწმენაში, გაგვაძლიეროს სულიერად. მაცხოვარმა დიდი ხნის სიცოცხლე მიანიჭოს სადიდებლად უფლისა და მართლმადიდებელი ეკლესიის განსამტკიცებლად”.

შეგახსენებთ, დეკანოზი დავით დათუაშვილი გლდანის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის წინამძღვარია. მშენებარე ტაძარმა ფუნქციონირება შარშან, 25 დეკემბერს დაიწყო. მამა დავითის ხელმძღვანელობით პირველ ეტაპზე მცირე ერთნავიანი ბაზილიკა აიგო.

პროექტის მიხედვით, ამ ტერიტორიაზე დიდი ჯვარგუმბათოვანი ეკლესიის აშენება იგეგმება. ამასთანავე, ტაძრის ტერიტორიაზე იფუნქციონირებს საეკლესიო ხელოვნების სკოლა და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც ახალგაზრდები სულიერებას აიმაღლებენ და თან კონკრეტულ პროფესიას დაეუფლებიან.

მამა დავითს დასახული მიზნების განხორციელებას ვუსურვებთ…

თათია ნავროზაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

11 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი