მთავარი » ეკლესია-მონასტრები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დავითგარეჯის პრობლემის შესახებ

სტატიის ავტორი: | თარიღი: 13.03.2020 | 170 ნახვა

⚠ ყველა ტოპოგრაფიული, ისტორიული და კულტურული მასალა იმაზე მეტყველებს, რომ ეს ტერიტორია საქართველოს ისტორიას უკავშირდება

⚠ თავის დროზე ამ პრობლემის მოსაგვარებლად შექმნილი კომისიის უდიდესი შეცდომა სწორედ ის იყო, რომ არც ერთ მონაკვეთზე არ დაიცვა საქართველოს ინტერესები და აზერბაიჯანის მხარეს ნება მისცა, ესარგებლა გაყალბებული რუკებით;

⚠ არსებობს 1938 წლის რუკა, რომელიც ცხადყოფს, რომ საზღვარი ჩიჩხიტურზე გამავალი ქედიდან აზერბაიჯანის მხარეს 300-400 მეტრის სიღმეში უნდა გადიოდეს. კომისიისა და ქართული მხარის უმოქმედობამ განაპირობა, რომ აზერბაიჯანის მხარეს გაუჩნდა მოლოდინი, თითქოს საზღვარს ჩიჩხიტურის ქედზე უნდა გაევლო. შედეგად, დღეს აზერბაიჯანის მხარე აცხადებს, რომ ეს ტერიტორია მას ეკუთვნის, მათ შორის მოხვდა უდაბნოს კელიებიც. ფაქტობრივად, ქედს იქით ჩაკეტეს მხარე. ამ რუკის მიხედვით კი უდაბნოც და ჩიჩხიტურიც საქართველოს ტერიტორიაა;

⚠ ანალოგიური მდგომარეობაა ბერთუბანთან დაკავშირებით, რომელიც 1921 წელს გავლებული სასაზღვრო ზოლის შემდგომ, დროებით მფლობელობაში გადაცემული ტერიტორიის ფარგლებში, აზერბაიჯანის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა.
ბერთუბანი დიდი ხნის წინ უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ ამისთვის კომპეტენტური ხალხის ჩართულობა და მტკიცე პოლიტიკური ნება იყო საჭირო;

⚠ სამწუხაროა, რომ ასე უყურადღებოდ მიშვებული პროცესი კარგს არაფერს გვიქადის და დროდადრო სხვადასხვა ინციდენტი ხდება;

⚠ აზერბაიჯანის მხარემ ყველანაირი წესის დარღვევით მიისაკუთრა ტერიტორია, ფაქტობრივად, ამას ჰქვია ანექსია;

⚠ სამწუხაროდ, არ ხდება ხალხის ინფორმირება, თუ რა მდგომარეობაა, რა პროცესი მიმდინარეობს დავითგარეჯის პრობლემასთან დაკავშირებით. მართალია, კომისიის თავმჯდომარე შეიცვალა, მაგრამ წლების განმავლობაში ამ კომისიამ რომ ჩვენდა სავალალოდ იმუშავა, ამისთვის პასუხისმგებლობა არავის დაკისრებია;

⚠ საგარეო საქმეთა სამინისტროს უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მართებს. კომისიის სამუშაო შეხვედრებს შორის ძალიან დიდი შუალედია, წარმოუდგენელია ასეთი მუშაობა ეფექტის მომტანი იყოს. ამიტომ არის ბევრი ხარვეზი, ყველაფერი თუ არ გამოსწორდა, შეიძლება უფრო დამძიმდეს სიტუაცია და მეზობელ ქვეყანას მეტის მოლოდინი გაუჩნდეს;

⚠ ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტიურობა, რათა ჩვენმა სახელმწიფომ და მეზობელმა სახელმწიფომ დაინახონ, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი ამბავი, ყოველი გოჯი მიწა არის ჩვენი წინაპრების სისხლითა და ოფლით მოპოვებული და შენარჩუნებული. ამიტომ მოსახლეობა რომ გულგრილი არ არის, ძალიან მნიშვნელოვანია;

⚠ ძალიან დიდი დანაშაულია მოსახლეობის მოტყუება და მათთვის რეალური პრობლემის ნაცვლად არარეალური ფაქტების ჩვენება;

⚠ მავანნი ცდილობენ, ეს მტკივნეული საკითხები პირადი ინტერესებისთვის, პირადი მტრობისთვის, პირადი დივიდენდების მოსაპოვებლად გამოიყენონ. ეს არის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა და მისი ყურადღების რეალური პრობლემიდან საკუთარი მიზნებისკენ გადატანა;

⚠ მნიშვნელოვანია, რომ ვინც არაკომპეტენტურია ამ საკითხში, ჯერ დაეკითხოს კომპეტენტურ ხალხს და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთოს განცხადება;

⚠ აუცილებელია, რომ ვისაც ავალია დავითგარეჯის პრობლემის მოგვარება, კერძოდ, საგარეო საქმეთა სამინისტროს და იქ შექმნილ კომისიას, ხშირად გააკეთონ განცხადებები და განმარტებები, რა გეგმები აქვთ, როგორ მიმდინარეობს პროცესი, როდის ჩაინიშნა ესა თუ ის შეხვედრა. სამწუხაროდ, მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა არ იცის, რომ აგვისტოში დასრულებული კომისიის მუშაობა მაისში განახლდება, ასეთ ინფორმაციას სამინისტრო დროულად უნდა აწვდიდეს ხალხს;

⚠ ეს პრობლემა ყველასია, ამიტომ ყველას აქვს უფლება, ფლობდეს ინფორმაციას, ხოლო თუ ვინმე მალავს ამ ინფორმაციას, პასუხისმგებლობა სწორედ მას ეკისრება.

წყარო: საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი