მთავარი » საეკლესიო ხელოვნება

დეკანოზ ლევან ფიროსმანაშვილის ხატწერა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 17.09.2012 3 კომენტარი | 6,877 ნახვა

ხატწერა – ღვთისადმი მიძღვნილი ცხოვრების გზა

წყნეთის წმიდა ნინოს სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი სამხატვრო აკადემიაში სწავლისას ხატწერის შესწავლით დაინტერესდა… დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი უფლისგან მინიჭებული უნარი ღვთის სადიდებლად წარმართა და დღეს მის მიერ დაწერილი ხატები საქართველოს სხვადასხვა ეკლესია-მონასტერსა და ევროპის ქალაქების ქართულ სამრევლოებშიცაა დაბრძანებული.

როგორ შეისწავლა ხატწერა და რა უნდა გაითვალისწინონ ახალგაზრდა ხატმწერებმა? ამ თემაზე “ამბიონს” მამა ლევანი თავად ესაუბრა:

“თავდაპირველად ტექნიკურ უნივერსიტეტში ვსწავლობდი, მაგრამ სწავლა სამხატვრო აკადემიაში განვაგრძე, სადაც იკონოგრაფია შევისწავლე. პირველი ხატის დაწერის დროს ერისკაცი ვიყავი, სტიქაროსნად ვმსახურობდი ტაძარში. სამწუხაროდ, იმ დროს ხატის არაფერი გამეგებოდა. ხატწერას მხატვრობად მივიჩნევდი, მაგრამ მივხვდი, რომ ხატზე გამოსახული პიროვნება არა მხოლოდ პორტრეტულ, არამედ საღვთისმეტყველო სახეს წარმოადგენდა. ხატი თავისი სიღრმით სულ სხვა მოვლენაა. პირველი ხატის დაწერა მარტივი არ აღმოჩნდა. იკონოგრაფიის სახეობათა მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ვერ გავიაზრე, როგორ გამოისახებოდა ხატი.

შესაბამისად, პირველი ნამუშევრები არც თუ მოსაწონი იყო. შემდეგ გამოცდილი ძველი ოსტატების ნამუშევართა ასლებსა და ეტაპ-მიმდინარეობებს გავეცანი. შევითვისე სხვადასხვა ამოცანის ტექნიკურად გადაწყვეტის მეთოდები. დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი დამატებით ვეძებდი მასალას ხატწერის ღვთისმეტყველების შესახებ. მოგვიანებით, სასულიერო აკადემიაში სწავლისას, დოგმატური ღვთისმეტყველების შესწავლა დამეხმარა გამეაზრებინა, თუ რას წარმოადგენს ხატი. გავეცანი იკონოგრაფიის ღვთისმეტყველებასა და ისტორიას. ყოველივე ამის ცოდნით ვცდილობ, გადმოვცე ესა თუ ის თხრობა, რათა ხატზე თითოეული დეტალი მიზანმიმართულად გამოვიყენო. მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით 16 წელია ხატებს ვწერ და ხატწერის გარკვეული ხელწერა გამოვიმუშავე, მუდმივ ძიებაში ვარ. ვცდილობ, საღვთო სიტყვა მლოცველამდე უფრო მეტი სიმსუბუქით, სიახლით მივიტანო.

ხატის შექმნა დიდი პასუხისმგებლობაა. დავუკვირდეთ, ჩვენ მიერ დახატული ჩვეულებრივი ნახატი ადამიანმა შეიძლება არ მიიღოს. მნიშვნელოვანი ფიგურის – მთავრის, მეფისა თუ პრეზიდენტის პორტრეტის დახატვას ხელს არ მოვკიდებთ, თუ ხატვა საფუძვლიანად არ გვეცოდინება და რაღა ვთქვათ უფლის, ღვთისმშობლის ან რომელიმე წმიდანის გამოსახვაზე. უმჯობესია, სანამ ხატწერას შევუდგებით, ჯერ სათანადო ცოდნა შევიძინოთ.”

მამაო, როგორია ხატწერის თქვენეული ხელწერა?

ქართულ ფრესკებსა თუ დაზგურ შემოქმედებაში ინდივიდუალურობა ხშირად ფიგურირებს, ანუ ხატმწერი ფერსა და ფუნჯის მოსმას მისდევს. შინაგანად თავისუფალი მუშაობისას ნამუშევარიც ბუნებრივი გამოდის. თუმცა ხატწერაში, მიუხედავად მისი მრავალი მიმდინარეობისა, მაინც არსებობს არეალი, ფორმა, რომელ ზღვარსაც არ უნდა გადავიდეთ. მლოცველისთვის მკაფიო უნდა იყოს ის, რასაც უყურებს. ის გარკვეული ნიშან-სიმბოლოები თუ ფერთა მეტყველება, ერთობა, რომელშიც ხატმწერი მოქმედებს, ხატწერის კანონიკას უნდა ექვემდებარებოდეს. მაცხოვარი ჩემეული ხატწერის ხელწერა ცვალებადია მუდამ სიახლისა და მეტი გამოცდილების შესწავლის გამო. ვცდილობ, თითოეულმა ხატმა მლოცველში სულიერი განწყობა აღძრას, რაც ხატის დანიშნულების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.

წყნეთის წმიდა ნინოს სახელობის ეკლესიაში დაბრძანებულ მაცხოვრის ხატზე ცხოვრების მომცემელი უფლის სახე აპრილის ყვავილების ფონითა და ქარვა-ჩალისფერი ტონებით გადმოვეცი. ერთი შეხედვით, ეს თითქოს უცხო სიახლეა. „მე ვარ აღდგომა და ცხოვრება,“- ამბობს მაცხოვარი იოანეს სახარებაში. ხატზე გადმოვეცი საღვთისმეტყველო შინაარსი, აპრილის ყვავილები სიცოცხლის ნაყოფის საწყისია. ქრისტემ აღდგომა და სიცოცხლე მოგვიტანა. თითოეული შერჩეული ფერი ახლოს დგას ოქროს ტონთან, რომელიც მეუფებას გადმოსცემს. ოქროსფერი ზეციური მეუფების სიმბოლოა იკონოგრაფიაში. აქედან გამომდინარე, მივუთითე, რომ მეუფე მაცხოვარი არის ჩვენი ცხოვრება და აღდგომა. დიადემა დასრულებულია მოწითალო ტონით, რაც ქრისტეს სისხლისმიერ გამოსყიდვას ნიშნავს. ეს გახლავთ ამ ხატის თხრობა.

მამა ლევან, სასულიერო პირის ცხოვრებიდან გამომდინარე, რამდენად ახერხებთ აქტიურად ხატების წერას?

ხატწერას ერისკაცობაში უფრო დიდ დროს ვუთმობდი. დღესაც, შეძლებისდაგვარად, სისტემატურად ვმუშაობ. რამდენადაც ჩემი მდგომარეობა საშუალებას მაძლევს და სულიერ განწყობას მოვიპოვებ, განუწყვეტლივ მივდევ ამ საქმეს. დღეს საჭიროება და მოთხოვნილება დიდია.

რაში ეხმარება ადამიანს ხატწერა?

საერთოდ, თითოეულმა ხატმწერმა უნდა იცოდეს, რომ ხატწერა ღვთისადმი მიძღვნილი მისი ცხოვრების გზაა. მამა ლევან ფიროსმანაშვილი როდესაც სიწმინდის გამოსახვაზეა საუბარი, თავადაც უნდა ეცადოს, სიწმინდით განიმსჭვალოს. ვინც ამ საკითხს პასუხისმგებლობით ეკიდება, თავად გრძნობს, რამდენად მდიდრდება შინაგანად, როგორ სიხარულს განიცდის, როცა ამა თუ იმ წმიდანს ან დღესასწაულს გამოსახავს და თავად ხდება ამ მოვლენის თანაზიარი. პირადად მე, ხატწერა სულიერ ცხოვრებაში ძალიან მეხმარება.

ხატმწერს, როგორც თითოეულ ქრისტიანს, მრავალი განსაცდელი ევლინება. მაგრამ სულიერი ცხოვრების მოწესრიგებით მათი დაძლევაც შეიძლება. ჩემს შემთხვევაში ეს დისონანსი სხვადასხვა მიზეზითაა გამოწვეული. სულიერი კონცენტრაციისაკენ ჩემი 5 შვილიც მიბიძგებს. ერთი კალთაში მიზის, მეორე საღებავს მაცლის, მესამე ცდილობს, დამეხმაროს. ამ დროს დიდი მობილიზება მჭირდება, რომ არც მრისხანებაში ჩავვარდე, არც ნამუშევარი დამიზიანდეს და შინაგანი სულიერი განწყობაც შევინარჩუნო. ეს დიდ ძალისხმევას საჭიროებს.

რა რჩევებს მისცემთ დამწყებ ხატმწერებს?

პირველ რიგში, ხატმწერმა სულიერი ცხოვრება უნდა მოიწესრიგოს, ამბიციისგან თავი დაიცხროს და თვითკმაყოფილება არ დაეუფლოს, რაც დამახასიათებელია, როცა ადამიანი თავისი უნარის რეალიზებას ახდენს. საჭიროა ხატმწერი სამხატვრო საფუძვლებს ფლობდეს. იცოდეს ფერის, ფორმის გადმოცემა, ფერის შექმნა-მიღება, შუქ-ჩრდილის განაწილება, ტანსაცმლის ნაკეცის შექმნა-დრაპირება, ფერთა ურთიერთგამჭირვალობა-ლისირება, გრადაცია – ღია და მუქი ტონების ერთმანეთში ნაზად გადასვლა, კონტრასტი… მოციქულები მან უნდა მიიღოს საღვთისმეტყველო ცოდნა, იკონოგრაფიის არსი, ისტორია შეისწავლოს და მხოლოდ ამ საფუძვლების შემდეგ, მცოდნე ოსტატის ზედამხედველობის ქვეშ, დაიწყოს ხატის გამოსახვა.

ჩვენს სინამდვილეში საკმაოდ ბევრ ძველ ფრესკას ეტყობა, რომ ის თვითნასწავლი ოსტატის შემოქმედებაა და საკმაოდ კარგადაცაა შესრულებული, მაგრამ საკუთარ ნიჭიერებაზე ამბიცია არ უნდა გვქონდეს. კრიტიკის შემთხვევაში კომპეტენტური ადამიანის რჩევა თავმდაბლად უნდა მივიღოთ და ზემოთ აღნიშნული გავითვალისწინოთ.

შესაძლოა ხატმწერმა უამრავი ნამუშევარი შეასრულოს საკმაოდ კარგადაც, მაგრამ შინაგანად ღვთისგან შორს იყოს. ერთ ისტორიას გავიხსენებ: საბერძნეთის ერთ ცნობილ ხატმწერს სულიერი ცხოვრება მოუწესრიგებელი ჰქონდა მიუხედავად იმისა, რომ თავის საქმეს ყოველთვის თვალსაჩინოდ აკეთებდა. არსებობს ნათქვამი: ხატის წერის პროცესი ტოლფასია ლოცვაზე დასწრებისა, ანუ ლიტურგიის წინამდებარე მსახურებისა. ამ ხატმწერმაც მიიჩნია, რომ ისეთ საქმეს ემსახურებოდა, სხვა დანარჩენი მისთვის აუცილებლობას არ წარმოადგენდა და ამით ცხონდებოდა. ერთ დღეს ჰქონდა გამოცხადება და ეუწყა, რომ მის მიერ შესრულებული ყველა ხატი სანაგვეზე ეყარა. უთხრეს, თუ სულიერ ცხოვრებას არ მოიწესრიგებდა, მისგან გაღებული მსხვერპლი ღვთისთვის არაფერი იქნებოდა. ამიტომ ხატმწერს გააზრებული უნდა ჰქონდეს, რას აკეთებს, რათა თავისი საქმიანობით სულიერად ამაღლდეს და ღმერთთან თანაზიარი იყოს. ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს.

თეონა ნოზაძე

“ამბიონის” მკითხველს ხატმწერ დეკანოზ ლევან ფიროსმანაშვილის ნამუშევრებიდან მცირე ნაწილს გთავაზობთ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.