მთავარი » ქრისტიანობა

დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი – როცა ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, არასწორია საქართველოს ეკლესიამ უპირობოდ დაუჭიროს მხარი კონსტანტინოპოლის ეკლესიას

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.10.2018 | 1,002 ნახვა

მიქაელ ბოტკოველი წმინდა სინოდის სხდომაზე გადაწყდება, რა პოზიცია ექნება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პატრიარქის მდივანმა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა თუ რატომ არ აფიქსირებს საქართველო ამ დრომდე თავის პოზიციას ამ საკითხზე.

მამა მიქაელის თქმით, იმის გამო, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული, ამიტომ არასწორია საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უპირობოდ მხარი დაუჭიროს კონსტანტინოპოლის ეკლესიას.

მისივე განცხადებით, ქართული ეკლესია პოზიციის დაფიქსირებისგან თავს შეიკავებს, ვიდრე რუსეთისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოების პოზიციები საფუძვლიანად არ იქნება ჩამოყალიბებული და არგუმენტები საეკლესიო სამართლის ნორმებით გამყარებული.

„ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი, საკითხი, რომელიც ძალიან მძიმე შედეგებს შემოიტანს მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ურთიერთობებში, თუ რა თქმა უნდა, ორ დიდ საპატრიარქოს შორის ეს კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება და რთულ ფორმებს მიიღებს. ამ ეტაპზე ჩვენ ვისმენთ ორ ეკლესიას შორის დავას ტერიტორიულ საზღვრებთან დაკავშირებით. კონსტანტინოპოლის ეკლესია ასაბუთებს, რომ მას აქვს უფლება ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილებები უკრაინასთან მიმართებაში და მოსკოვის საპატრიარქო ეწინააღმდეგება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ამ პოზიციას. მათ შორის დავა კანონიკური სამართლის ნორმებით უნდა გადაწყდეს, ეს უცილობელია. იმის გამო, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული, უპირობოდ მხარი დავუჭიროთ კონსტანტინოპოლის ეკლესიას, არასწორია. ვიდრე არგუმენტები საფუძვლიანად არ იქნება ჩამოყალიბებული და საეკლესიო სამართლის ნორმებით არ იქნება ეს პოზიცია გამყარებული, მანამდე ჩვენ, რა თქმა უნდა, პოზიციის დაფიქსირებისგან თავს შევიკავებთ. ამავე დროს, დაველოდებით სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების პოზიციების დაფიქსირებას – როგორ ფიქრობენ ისინი და რა პოზიცია მიაჩნიათ მათ მართებულად. ამ პოზიციებში კარგად გარკვევის და შეჯერების შემდეგ, ამაზე უკვე წმინდა სინოდი იმსჯელებს, თუ რა პოზიცია უნდა დაიკავოს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ. ეს საკითხი აუცილებლად წმინდა სინოდის სხდომაზე უნდა გადაწყდეს, რადგან მღვდელმთავრებმა აუცილებლად უნდა დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია ამ საკითხზე“, – განაცხადა მამა მიქაელმა.

დეკანოზისთვის ამ ეტაპზე უცნობია, თუ როდის გაიმართება წმინდა სინოდის სხდომა. მამა მიქაელი არ გამორიცხავს, რომ თუ აუცილებლობა იქნება, სინოდის სხდომის მოწვევა შეიძლება დაჩქარდეს.

წყარო: www.interpressnews.ge


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი