მთავარი » ახალი თაობის აღზრდა

დედაშვილობა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 14.07.2011 6 კომენტარი | 16,199 ნახვა

ბავშვების აღზრდის საკითხი აქტუალურია ყველა დროში

დედა შვილიმოქმედებს თუ არა დედის გუნება–განწყობილება ბავშვზე მუცლად ყოფნის პერიოდში და როგორ უნდა აღზარდოს დედამ შვილი, ამ და სხვა თემებზე სასაუბროდ “ამბიონმა” თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორს (ფსიქოლოგიის მიმართულებით) მაია კალანდარიშვილს მიმართა:

როგორ ვლინდება დედის განწყობის ზეგავლენა ბავშვზე ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის პერიოდში?

ამასთან დაკავშირებით ბევრი მოსაზრება არსებობს. ფაქტია, რომ დედის განწყობა ბავშვის გუნება–განწყობილებაზე ზემოქმედებს. თუმცა როდიდან, ეს ჯერ კიდევ დაუდგენელია.

ჩანასახის ნერვულ სისტემაზე, ბუნებრივია ,დედის დეპრესიული განწყობა მოქმედებს, რადგან დედა და შვილი არიან ერთ სხეულში და დედის ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები ჩანასახზეც თავს იჩენს.

ბიოლოგიურ დონეზე არის უამრავი გამოკვლევა. მათ შორის – ფსიქოლოგიაში, რომელიც იკვლევს ადამიანის ქვეცნობიერს, “დავიწყებულ შთაბეჭდილებებს”.

ადამიანს არ ახსოვს ადრეული ბავშვობა, არც განცდები ჩანასახის მდგომარეობაში ყოფნისას. ეს განცდები, რა თქმა უნდა, არსებობს. 5 წლამდე პერიოდი, ფაქტობრივად, ადამიანს ავიწყდება. პირველი მეხსიერებითი შთაბეჭდილება, სავარაუდოდ, დგინდება 5 წლის ასაკიდან. შეიძლება დამიანს გაცნობიერებულად არ ახსოვდეს, მაგრამ ეს მის მეხსიერებაში მაინც ჩაბეჭდილია.
ბავშვი, როდესაც ელაპარაკებიან და ასემენინებენ მუსიკას, რეაგირებს. შემდგომ, როდესაც მას იგივე მუსიკასთან ექნება შეხება, ნაცნობ რეაქციას გამოხატავს. მხედველობითი შთაბეჭდილებები ნაკლებად ფიქსირდება. თუმცა ამბობენ, რომ მუცელთან ძალიან ახლოს თუ მივიტანთ, ღია ყვითელ სინათლეზე შეიძლება სათანადო რეაქციაც გამოვლინდეს.

ბავშვი ასევე გრძნობს, სასურველია თუ არა იგი და ცდილობს, ისე იყოს და ისე წარმოაჩინოს თავი, რომ თუ, დავუშვათ, იგი არასასურველია და მაინც ჩნდება, სასურველი გახდეს. არის განსაკუთრებულად მოსიყვარულე, ცდილობს თავი მოაწონოს მშობლებს. ჩემს პრაქტიკაში ასეთი შემთხვევა მქონდა: მშობლებს სამი თვის ასაკში დაეღუპათ ქალიშვილი, განსაკუთრებულად უყვარდათ ეს ბავშვი. როდესაც ახალი სიცოცხლე ჩაისახა, უნდოდათ, რომ ყოფილიყო გოგონა და ზუსტად იგივე სახელი დაერქმიათ.

დაიბადა ბიჭი და როგორც კი მას სექსუალური მომწიფების პერიოდი დაეწყო, გოგონას თვისებები გამოავლინა. ფაქტია, რომ მათ მუცლადყოფნის პერიოდში პანიკურად უნდოდათ გოგო და ამბობდნენ, რომ თუ გოგო არ იქნებოდა, ბავშვს ჩააბარებდნენ.
როცა დედა აბორტის გაკეთებას აპირებს, ჩანასახი ამას გრძნობს, განიცდის და შემდგომ ბავშვი მთელი ცხოვრების განმავლობაში გაუცნობიერებელ შიშშია, რაც ფობიებში ვლინდება. სიკვდილის შიში ძნელი გადასატანია უფროსი ადამიანისთვისაც კი და წარმოიდგინეთ, რომ ამას განიცდის ნაყოფი, რომელიც უსუსურია. აბორტის დროს ნაყოფი გაურბის დანას. ის მართლაც არის ცოცხალი ორგანიზმი თავისი ნერვული სისტემითა და განცდებით.

რამდენად მნიშვნელოვანია დედის როლი ბავშვის გაზრდის პირველ ეტაპზე, რომელსაც ძუძუმწოვრობის ხანა შეესაბამება?

დედის რძე ბავშვისთვის შეუცვლელი პროდუქტია. ბავშვს სჭირდება დედა და, რა თქმა უნდა, საკვები, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ბავშვს სითბო, უსაფრთხოების შეგრძნება და სიყვარული ესაჭიროება. თუ ნაყოფი სასურველია და დედას უყვარს, ის მყარად და უსაფრთხოდ გრძნობს თავს. დედა არის მთელი ცხოვრების განმავლობაში შეუცვლელი. დედის რძე ბავშვს იცავს ინფექციური დაავადებებისგან.

ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ბავშვისათვის აუცილებელია სითბო, ალერსი, სიყვარული და მოფერება არა მხოლოდ დედისგან, არამედ მამის მხრიდანაც.

რა უნდა გაითვალისწინონ დედებმა ბავშვების გაზრდაში ფეხის ადგმიდან სკოლის პერიოდამდე?

პატარა ფეხს რომ აიდგამს, შეგვიძლია ერთი დღე–ღამითაც დავტოვოთ, თუნდაც ბებიასთან. შვილი დედამ უნდა გაზარდოს, ბებიის გაზრდილი ბავშვი სხვისი შვილია. თუმცა დედასთან ზედმეტი მიჯაჭვულობაც არ ვარგა.

ძიძის აყვანა შეიძლება?

დედას შეუძლია ძიძა დაიხმაროს. ძიძამ ბავშვს საჭმელი უნდა გაუმზადოს და დაურეცხოს, მარტო სახლის საქმეები უნდა გააკეთოს. მან დედა არ უნდა ჩაანაცვლოს. მშობელმა ერთი წელი მაინც არ უნდა იმუშაოს და ბავშვს მიაქციოს ყურადღება.

როდესაც ბავშვი სკოლაში მიდის, დედის როლი ამ დროს მეორე პლანზე ხომ არ იწევს?

დედის როლი ყოველთვის პირველ პლანზეა. ბავშვს ამ დროს სხვანაირი ყურადღება და კონტროლი სჭირდება. ის სკოლაში 2 საათამდეა. დედამ აღზრდის ფუნქცია უნდა შეასრულოს.
გარდამავალ ასაკში იქმნება მძიმე პრობლემები, განსაკუთრებით ბიჭებთან.

ბიჭების აღზრდა უფრო რთულია, თუ გოგონების?

ამჟამად ჩვენს საზოგადოებაში ბიჭების აღზრდა შედარებით უფრო რთულია.

რას ურჩევდით მშობლებს?

დედებს, პირველ რიგში, შვილების სიყვარულს ვურჩევ. როდესაც ნამდვილი, უანგარო სიყვარული არსებობს, ყველაფერი ძალიან მარტივია. მეორე რიგში – განათლებულობას. მათ უნდა იცოდნენ ბავშვის ფიზიოლოგიის, ფსიქოლოგიის ელემენტარული ნიუანსები, რომ შვილი სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი აღზარდონ. ვუსურვებდი მართლმადიდებლური წესებისა და ტრადიციების ერთგულებას. ეს აადვილებს შვილებთან ურთიერთობას. სწორ გზაზე აყენებს აღსაზრდელს. მშობელი თვითონ უნდა იყოს აღზრდილი, რათა შვილებისგანაც მოითხოვოს კარგი საქციელი. მშობელს შვილის თვალში ავტორიტეტი უნდა ჰქონდეს.

ქართველ დედებს ბევრ დადებით თვისებებთან ერთად ერთი უარყოფითი თვისება აქვთ. ეს არის გადაჭარბებული, პანიკური სიყვარული შვილების მიმართ, ანუ განებივრება. სიყვარული კი არ ნიშნავს განებივრებას.

აღზრდა იწყება სულ პატარა ასაკიდან. განებივრებული ბავშვი იგივეა, რაც საერთოდ ხელიდან წასული.

მშობლებს პანიკური მიჯაჭვულობა აქვთ თავიანთ ბავშვებზე, განსაკუთრებით 18 წლის ასაკის ზემოთ. დედამთილების ჩარევა თავიანთი შვილების პირად ცხოვრებაში – ეს უკულტურობაა. ქართველი დედამთილის ცნება სამარცხვინოა.
შვილებმა დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტონ პრობლემები, განსაკუთრებით 18 წლის ზემოთ.
მშობელი თვითონ უნდა იყოს მაგალითი ბავშვისათვის. შვილს კი მშობლის მიმართ რიდი და პატივისცემა უნდა გააჩნდეს.

თეა სულაბერიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

6 კომენტარი »

  • მანანა says:

    გაიხარეთ,ზალიან კარგი სტატიაა…

  • მაიკო says:

    უცხოეთში აძლევენ დეკრეტულს 1 წელი დედებს. ჩვენთან 4 თვე. როცა უნდა არჩინო, შვილი, მაინც გიწევს გასვლა, რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ სითბო და დედის გვერდში ყოფნაა აუცილებელი.
    მთავარია საღამოს რომ მიხვალ, მაინც მოახერხო შვილთან კონტაქტი. დედაჩემი მთელი ცხოვრება მუშაობდა, მარტო მზრდიდა და შემიძლია, ვთქვა რომ დედა სულ ჩემ გვერდით იყო. მაინც ახერხებდა ყველაფერს და თან ძალიან კარგად :) ამიტომ ჯობია, იმ დედებს მისცეთ რჩევა, ვისაც უნდა არ უნდა 4 თვის ბავშვი უნდა დატოვოს ბებიასთან ან ძიძასთან და იმუშაოს :)

  • მაი says:

    ეს სტატია ჩვენს მთავრობას წააკითხეთ რაა??? იმ რუსეთშიც კი, რომელსაც ეგენი აძაგებენ წელიწადნახევარი ანაზღაურებადი დეკრეტული აქვთ დედებს. მაგრამ ამატ რაში აწყობთ რომ ჩვენ გონებრივად და სულიერად ჯანსაღი ბავშვები აღვზარდოთ?! ამათ უნდათ “მონები”…

  • nino says:

    namdvilad ar minda chemi shvili sxvam gazardos, mit umetes dzidzam. dedas veravin shecvlis. aranairi samsaxuri ar girs amad. tumca dgevandel vitarebashi dznelia ar imushao.
    imedia odesme saqartveloshic mogvardeba eg problema. komunistebis drosac ki meti yuradgeba etmoboba, rogorc vici.

  • ანა says:

    არ შეიძლება ამის დაწერა “ქართველი დედამთილის ცნება სამარცხვინოა”. როგორც მინიმუმ, მეტი კორექტულობაა საჭირო. ძალიან ბევრი კარგი ქართველი დედამთილი ვიცი, ჩემი დედამთილის ჩათვლით.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი