წმ. დავით წინასწარმეტყველის ბიუსტი

ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ეზოში ბაგრატოვანთა ხეივანს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა დავით მეფსალმუნის ბიუსტი შეემატა.
ღონისძიება ფონდ „ქართული გალობისა“ და ისრაელის საელჩოს ერთობლივი ინიციატივით განხორციელდა. ბიუსტის ავტორია მოქანდაკე გიორგი კიკვაძე. (17.01.2022).
ყოვლადწმინდა სამების ტაძრის ეზოში ბიუსტის დადგმა ქართველი და ებრაელი ერის 26-საუკუნოვანი ისტორიული მეგობრობის კიდევ ერთი სიმბოლური გამოხატულებაა.
ცერემონიას ესწრებოდნენ სასულიერო პირები, მთავრობის, პარლამენტის, მერიისა და ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენლები, საქართველოში ისრაელის ელჩი რან გიდორი და „სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნათია ჩხარტიშვილი.
ბიუსტის გახსნის ცერემონიაზე გალობდა ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის საპატრიარქო გუნდი.
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.