მთავარი » საზოგადოება

დავით უსუფაშვილის მიმართვა პოლიციის ორგანოებსა და მოქალაქეებს

სტატიის ავტორი: | თარიღი: 17.05.2013 | 1,120 ნახვა

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მოქალაქეებსა და პოლიციის ორგანოებს მოუწოდებს კონსტიტუციის ფარგლებში გამოხატონ მოსაზრებები.

“ჩვენ, საქართველოს პარლამენტი, ვართ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, ვქმნით კანონებს, კონსტიტუციას იმისთვის, უსუფაშვილი რომ ერთი მხრივ, საქართველოში ყველა მოქალაქის უფლება და თავისუფლება იყოს გარანტირებული და მეორე მხრივ, დაცული იყოს წესრიგი. ამიტომ პარლამენტის სახელით კიდევ ერთხელ მივმართავ ყველას – სახელმწიფო დაწესებულებებს, პოლიციის ორგანოებს, მოქალაქეებს, ყველამ შევძლოთ კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში გამოვხატოთ ჩვენი მოსაზრებები, განსხვავებული მოსაზრებებიც, განსხვავებულისგან განსხვავებული მოსაზრებებიც, მაგრამ იმედია, ამ აქციის არც ერთი მონაწილე გამოხატვის თავისუფლების იქეთ არ გადავა და ყველაფერი კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში დასრულდება. დღეს, ჩვენ ცოტა შორს ვიმყოფებით ამ ადგილისგან, მაგრამ ცხადია, დაინტერესებული ვართ იმით, რომ ქვეყანაში იყოს წესრიგი და ადამიანის კონსტიტუციური უფლებები იყოს დაცული – ყველა ადამიანის, რა მოსაზრებასაც უნდა გამოთქვამდეს დღეს, ხვალ თუ ზეგ. ქუჩაში მსვლელობა, აქცია რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით, სადაც მკაფიოდ არის განსაზღვრული ორგანიზატორების, სამართალდამცავი ორგანობის პასუხისმგებლობა”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარული სხდომის დაწყებისას.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი