მთავარი » კონკურსი

დავით მარიდაშვილი – “ჩემი სკოლა” – ქ. თბილისის მე-8 საჯარო სკოლა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 25.11.2014 3 კომენტარი | 2,234 ნახვა

მე ვარ მარიდაშვილი დავითი, 7 წლის. ვსწავლობ ქალაქ თბილისის მე-8 საჯარო სკოლის II/1 კლასში.

ჩემი სკოლა, თბილისში ცნობილი ბილანიშვილების სკოლის მემკვიდრეა. სკოლა სხვადასხვა დროს იწოდებოდა დაწყებით სკოლად, გიმნაზიად, დავით მარიდაშვილი 32-ე შრომის, 45-ე ქალთა და ბოლოს მე-8 საშუალო სკოლად.

1954 წელს ქალ-ვაჟთა გაერთიანებულ სკოლას ეწოდა მე-8 საშუალო სკოლა. 1973 წელს სკოლის დირექტორად დაინიშნა ბატონი აკაკი კივილაძე. იგი ბრძოლისა და შრომის ვეტერანი გახლავთ. მისი ინიციატივით სკოლას საბრძოლო დიდების მუზეუმი აქვს, სადაც ინახება უნიკალური საბრძოლო ექსპონატები, სამამულო ომის დროინდელი სამკუთხა ბარათები, მრავალი გმირისა და ვეტერანის სურათი. ჩვენი სკოლის ცხოვრების ისტორიული მასალებიც მის მიერ დიდი რუდუნებით არის შეგროვილი და დაცული, რამაც ასახვა ჰპოვა წიგნში: ,,კიდევაც დაიზრდებიან…”

მის შრომას უკვალოდ არ ჩაუვლია და საბრძოლო დიდების მუზეუმი აკაკი კივილაძის სახელს ატარებს.ასევე, იგი გახლდათ იაკობ გოგებაშვილის ღირსების ორდენის კავალერი.

1982 წელს მე-8 სკოლას მიენიჭა დიდი ნიკო ლორთქიფანიძის სახელი, ეს ძალიან საამაყო და საპატიოა ჩემთვის.

2005 წლიდან მე-8 სკოლის ხელმძღვანელობა დაევალა პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, ქალბატონ ნინო ყუფარაძეს. იგი მხოლოდ ხუთი წელი გახლდათ ჩვენი სკოლის დირექტორი და ამ მოკლე ხნის მანძილზე ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთება მოასწრო. ამის შემდეგ სკოლის დირექტორად დაინიშნა ბატონი მერაბ მეზურნიშვილი, რომელმაც დიდი ღვაწლი დასდო ჩემს სკოლას, იგი 4 წელი იდგა სკოლის სათავეში.

დღეს ჩემი სკოლის დირექტორი გახლავთ ქალბატონი თეონა მაისურაძე, პირველივე დღეებიდან შეეტყო სკოლას ახალი დირექტორის ხელი. ქალბატონი თეონა ცდილობს, მოაგვაროს ყველა პრობლემა. იგი ენერგიულად შეუდგა თავის საქმეს და ვფიქრობ, ჩემი სკოლა ერთ-ერთი საუკეთესო სკოლა იქნება საქართველოს მასშტაბით.

“ჩემი სკოლა” ძალიან მიყვარს, ძალიან მომწონს და ბევრი სურვილი მაქვს, უფრო მეტად რომ მიხაროდეს სკოლაში წასვლა. ძალიან მიყვარს ჩემი მასწავლებლები, ძალიან კარგად მასწავლიან ყველა საგანს. მე სკოლაში ბევრი კარგი მეგობარი მყავს.

ჩემს სკოლაში არის ქართულ-ხალხური ცეკვის ანსამბლი “სალხინო”, ცეკვის პედაგოგი, ბატონი ოლეგ ბაღდავაძე ძალიან კარგი მასწავლებელია, იგი დაუღალავად შრომობს, რომ რაც შეიძლება კარგად ვისწავლოთ ქართული ცეკვები. მე სწორედ, ბატონმა ოლეგ ბაღდავაძემ შემაყვარა ქართული ცეკვა.მიხარია, როცა ცეკვა მაქვს, მიუხედავად იმისა რომ ცეკვის დარბაზი არის პატარა და შესალამაზებელი. სურვილი მაქვს რომ ცეკვის დარბაზის კედლებზე სარკეები ეკიდოს, რომ დავინახო როგორ ვცეკვავ.

ყველაზე მეტად სპორტის გაკვეთილი მიყვარს, ხან ფიზ-კულტურის დარბაზში შევყავართ მასწავლებელს, ხან სკოლის ეზოში გავყავართ სტადიონზე. მე სტადიონზე მირჩევნია, რადგან დარბაზი შესაკეთებელია. დიდი სურვილი მაქვს, რომ კარგად გაკეთებული დარბაზი ჰქონდეს ჩემს სკოლას.

ასევე, სკოლაში არის სხვადასხვა მოსამზადებელი წრეები: ხატვა, მხატვრული კითხვა, ხალხურ საკრავებზე დაკვრა, ხალხული სიმღერა, საგალობელი, ფორტეპიანო.

“ჩემი სკოლა” ვფიქრობ, აღზრდის ისეთ მომავალ თაობებს, ჩემს საყვარელ და საამაყო სამშობლოს “საქართველოს” რომ გამოადგება.

მარიდაშვილი დავითი,
7 წლის


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი