მთავარი » კონკურსი

დავით ჯინჭარაძე – “ჩემი სკოლა” – “გიმნაზია 21-ე საუკუნე”, ბათუმი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 29.12.2014 | 2,611 ნახვა

ჩემი სკოლა უკვე 15 წელია, რაც არსებობს. მე გიმნაზისტი ვარ. პირველი კლასიდან მოყოლებული დღემდე ძალიან მიყვარს ჩემი გიმნაზია. დავით ჯინჭარაძე სკოლა, ზოგადად, არისდაწესებულება, სადაცმოსწავლეებისწავლობენმასწავლებლებისაგან. აქ ვატარებ ხანგრძლივ პერიოდს. მე ვიტყოდი, რომ ოჯახში გატარებულ დროზე ნაკლებს არ ვატარებ გიმნაზიაში. ვიცი, რომ აქ მელიან და ვუყვარვარ ყველას.

შეიძლება ითქვას, ჩემი სკოლა “გიმნაზია 21-ე საუკუნე” სხვებისგან განსხვავდება. ეს კერძო სკოლაა, მაგრამ რა თქმა უნდა, ის მისი მთავარი განსხვავება არ არის. განსხვავება არის მასწავლებლის დამოკიდებულება მოსწავლეებთან ურთიერთობაში. პედაგოგები ყურადღებით ეკიდებიან თითოეულ მოსწავლეს. ერთი სიტყვით, ჩემი სკოლა მდიდარია საქმის პროფესიონალებით. არაერთ ოლიმპიადასა და სხვა ღონისძიებებში ვართ გამარჯვებულნი.

რა თქმა უნდა, უკონფლიქტო სკოლები არ არსებობს, მაგრამ ჩემს სკოლაში კონფლიქტი წარმატებულად წყდება. ხშირად ეს კლასის ხელმძღვანელის დამსახურებაა, რომელიც ზრუნავს მოსწავლეთა კეთილგანწყობაზე. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ კლასის დამრიგებელი ჩართულია მოსწავლის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენი დამრიგებელი ყოველ დასვენებაზე შემოდის და ამოწმებს, ვინმეს რამე ხომ არ შეემთხვა ან რამე ხომ არ აწუხებს. ჩემი დამრიგებელი ნამდვილი ადამიანია და ყველანაირად ცდილობს მოწაფეებიც ადამიანებად აღზარდოს, ის გვასწავლის: ღვთის სიყვარულსა და შიშს, პატივისცემას, მიტევებასა და სიკეთეს.

ჩემთვის, როგორც მოსწავლისათვის, დიდი ბედნიერებაა ექსკურსიაზე წასვლა. მოგეხსენებათ, ჩვენს პირობებში მატერიალური სახსარი, როგორ ტეხს და აბეჩავებს ადამიანებს. ასეთ დროს ჩვენი სკოლა გვაძლევს შესაძლებლობას: მოვილოცოთ ტაძრები, უშუალოდ ვნახოთ დიდებულ წინაპართა საცხოვრებელი ადგილები, მთები, მწვერვალები, ციხე-სიმაგრეები, კელიები და ჩავიძიროთ ჩვენი სამშობლოს ფლორის წიაღში. გიმნაზია 21-ე საუკუნე ახლოს ვეცნობით სასულიერო პირებს, რომელთა არსებობის გარეშე წარმოუდგენელია საერო ცხოვრების გადარჩენა. ასეთი ბერებია: მამა თეოდოსი და მამა დოროთე, რომლებმაც გამონახეს დრო და ჩვენთან ერთად საუბარში ორი საათი დაყვეს. იმ დღის შემდეგ სხვანაირად ვუყურებ ცხოვრებას და იმას, თუ ვინ ვარ? რისთვის მოვედი აქ? სიმართლე გითხრათ, დღემდე ვფიქრობ…

აქ ბევრი მოსწავლეა სხვადასხვა ქვეყნიდან, მრავალი ეროვნებისა და ტრადიციის წარმომადგენელი. ერთად სწავლა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მომავალში, მსოფლიოში ნაკლები კონფლიქტი იყოს ქვეყნებს შორის. თუკი ახლა, ასეთი მძაფრი და დაძაბული მსოფლიო ვითარების დროს მეგობრულად ვიცხოვრებთ და ყველამ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ ვიშრომებთ მომავალში, მაშინ უამრავ ეროვნებათაშორის პრობლემას ავირიდებთ თავიდან. თუკი ჩვენ, ქართული სკოლა საერთაშორისო მეგობრობისკენ ასეთ ნაბიჯებს ვდგამთ, ეს ბევრზე მიანიშნებს…

ცნობილია, რომ იდეალური სკოლა არ არსებობს და ჩემი სკოლის ასეთად წარმოჩენა ჩემი მხრიდან „არა ჭკვიანური“ იქნებოდა. რა საკვირველია, სკოლაში არის პრობლემები. სასადილოში გემოვნების თვალსაზრისით არჩევანი მწირია. გარდა ამისა, ვისურვებდი, რომ სკოლაში საცურაო აუზი ყოფილიყო. თუმცა, ამ მინუსებს ადამიანური ფაქტორი აბათილებს.

ჩემს სკოლაში კრიმინალი და მავნე ჩვევები ბავშვებს შორის ფაქტიურად არაა. ჩემი თვალით მაქვს ნანახი, თუ რაოდენ ცოტა მოსწავლე ეწევა თამბაქოს, მაგრამ რამდენი არასრულწლოვანი დადის ქუჩაში ამ შხამით. განა ეს არ არის სკოლის წარმატება, როდესაც ჯანსაღ და განვითარებულ პიროვნებებს ზრდის? მე ძალიან კარგად ვიცი, რომ ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია. ყოველთვის მიხარია სკოლაში წასვლა.

ჩემი სკოლა, ჩემი ოჯახია. მე, ვენდობი პედაგოგებს, რომლებიც მასწავლიან და დირექციას, რადგან ისინი მუდამჟამს ზრუნავენ ჩვენს საკეთილდღეოდ.

დიდი პატივისცემითა და სიყვარულით, გიმნაზისტი დავით ჯინჭარაძე.

დავით ჯინჭარაძე, 14 წლის.
“გიმნაზია 21-ე საუკუნე”, ბათუმი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი