მთავარი » ეკლესია-მონასტრები

დავით გარეჯი ევროპა ნოსტრას საფრთხეში მყოფი ძეგლების ფინალურ ნუსხაში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.03.2018 | 535 ნახვა

ხელოვნების საერთაშორისო ცენტრში გაიმართა ბრიფინგი, დავით გარეჯის კომპლექსის ევროპა ნოსტრას „განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამის“ საბოლოო, დავით-გარეჯი 7 ფინალისტს შორის მოხვედრასთან დაკავშირებით.

ბრიფინგს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი მაკა დვალიშვილი გაუძღვა. ღონისძიებას დაესწრო საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, ასევე – ადგილობრივი თვითმმართველობის, სამხარეო ადმინისტრაციების, სახელმწიფო უწყებების, საქართველოს პარლამენტისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები.

2018 წლის განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამის ფინალისტები კულტურული მემკვიდრეობის წამყვანმა ევროპულმა ორგანიზაცია ევროპა ნოსტრამ და ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტმა დაასახელა. დავით გარეჯთან ერთად, 7 ფინალისტს შორის მოხვდა პოსტ-ბიზანტიური პერიოდის ტაძარი ვოსკოპოია და ვითკუქში (ალბანეთი) ვენის ისტორიული ცენტრი (ავსტრია) ბუზლუჟას მონუმენტი (ბულგარეთი) კონსტანტას კაზინო, (რუმინეთი) პრინკიპოს ბერძნული ბავშვთა სახლი, პრინცების კუნძულები (თურქეთი) და გრიმსბის ყინულის ქარხანა( გაერთიანებული სამეფო).

ფინალურ ნუსხაში შეტანით, საერთაშორისო საზოგადოებამ დავით გარეჯის კომპლექსის გამორჩეული ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა აღიარა. შეგახსენებთ, რომ ძეგლი, 2017 წლიდან, UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ეროვნულ წინასწარულ ნუსხაში ირიცხება.

„განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამა“ მიზნად ისახავს მოახდინოს ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე ძალთა მობილიზაცია, განსაკუთრებული მნიშვნელობის ძეგლებზე სარეაბილიტაციო ქმედებების დასაჩქარებლად. ევროპა ნოსტრა უზრუნველყოფს შერჩეული 7 ძეგლისთვის, ადგილზე, ვიზიტის საფუძველზე, დეტალური საექსპერტო რეკომენდაციებისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას. ნომინაცია, ასევე იძლევა უნიკალურ საშუალებას ევროპისა და საერთაშორისო მასშტაბით ფონდების მოძიებისათვის, როგორც კერძო, ასევე, საჯარო დაფინანსების წყაროების გამოყენებით.

საბოლოო, განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის ფინალური ნუსხის გამოქვეყნებამდე, ევროპა ნოსტრას ექსპერტთა ჯგუფმა 16 იანვარს, 12 ძეგლის წინასწარი ნუსხა გამოაქვეყნა, სადაც დავით გარეჯთთან ერთად, ჭიათურის საჰაერო საბაგირო გზებიც მოხვდა. ნუსხა, ევროპა ნოსტრას ექსპერტთა ჯგუფმა, ამ ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების გამორჩეული კულტურული ღირებულებისა და მათ წინაშე მდგარი საფრთხის საფუძველზე შეადგინა. მნიშვნელოვან კრიტერიუმად იყო მიჩნეული მათ გადარჩენაში ადგილობრივი თემების, საჯარო და კერძო დაინტერესებული მხარეების ჩართულობა, ასევე, აღნიშნული ძეგლების პოტენციალი – იქცნენ მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კატალიზატორად.
„განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამა“ დაფუძნდა 2013 წლის იანვარში, ევროპული არასამთავრობო ორგანიზაციების ფედერაციის – ევროპა ნოსტრას მიერ, დამფუძნებელ პარტნიორთან – ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტთან და ასოცირებულ პარტნიორთან – ევროპის განვითარების ბანკთან ერთად.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, ისტორიული და კულტურული მნიშვნელობიდან და მის წინაშე არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების მასშტაბურობიდან გამომდინარე, შემდგომი შესწავლის, კონსერვაციისა და ეროვნული და საერთაშორისო პარტნიორების მოზიდვის მიზნით, 2017 წელს, ევროპა ნოსტრას პროგრამაში „განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლი”, ევროპა ნოსტრას საქართველოს წარმომადგენელმა – ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა წარადგინა; ამავე პროგრამაში, ჭიათურის საჰაერო საბაგირო გზების ქსელი კი კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ იქნა წარდგენილი.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.