მთავარი » ვიდეო

დავით გარეჯელი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 07.12.2009 6 კომენტარი | 3,849 ნახვა

დავით გარეჯელიღირსი მამა დავით გარეჯელი ასურეთიდან იყო. იგი ყრმობის ასაკშივე დაემოწაფა ღირს იოანე ზედაზნელს და თან წამოჰყვა საქართველოში.

მამა დავითმა იერუსალიმში სიწმინდეების მოლოცვა მოიწადინა. იერუსალიმის მხილველმა მამა დავითმა მადლობა შესწირა უფალს, შემდეგ კი ქვითინით მიწაზე დავარდა. ბერმა თავი წმინდა ქალაქში შესვლის ღირსად არ ჩათვალა, მხოლოდ მისი შორიდან ხილვით დაკმაყოფილდა, კარიბჭესთან დადგა და მხურვალედ ლოცულობდა.

მამა დავითის თანმხლებმა ბერებმა ქალაქის სიწმინდეები მოილოცეს. უკან დაბრუნებისას წმინდა ბერმა მადლის ქედიდან სამი ქვა წამოიღო. იმ ღამეს იერუსალიმის პატრიარქს ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა, რომ მამა დავით გარეჯელს მთელი მადლი მიჰქონდა იერუსალიმიდან. პატრიარქმა მალემსრბოლელი დაადევნა წმინდანს და სტუმრობა სთხოვა. მამა დავითმა თავი არ ჩათვალა ასეთი პატივის ღირსად, ორი ქვა დააბრუნა, მესამე ქვა კი გარეჯის უდაბნოში ჩამოიტანა.

ეს ქვა დღესაც აღასრულებს სასწაულებს.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

6 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი