მთავარი » კულტურა, საზოგადოება

დავით აღმაშენებლის ანდერძი შიომღვიმის მონასტრისადმი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 04.08.2019 | 105 ნახვა

ფასდაუდებელი საბუთი და უდიდესი ქართველი მეფის ავტოგრაფი – ეროვნულ არქივში შიომღვიმის მონასტრისადმი დავით აღმაშენებლის ანდერძია დაცული(1123/1124).

 საბუთს თავსა და ბოლოში ჰქონდა დართული მეფის ავტოგრაფული წარწერები:

„ქ. თავსდებითა ღმრთისაითა მე, დავითს, მიწყიეს“.
„ქ. სიმტკიცეო ყოველთაო ღმერთო, დაამტკიცე, მტკიცედა უქციე“.

 საბუთს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქართული სამართლისა და დიპლომატიკის ისტორიისათვის და მასში, ბევრ სხვა საინტერესო ინფორმაციასთან ერთად, დაცულია ცნობა ძმების, ძაგან და მოდისტოს აბულეთისძეების მეფესთან მტრობის შესახებ.

 მეოცე საუკუნის დასაწყისამდე სიგელი სრული სახით იყო შემორჩენილი. 1915 წელს, პირველი მსოფლიო ომის დროს, ფრონტის ხაზთან სიახლოვის გამო, ანდერძი, სხვა დანარჩენ საბუთებთან ერთად, ჩრდილოეთ კავკასიაში გახიზნეს. 1919 წელს საბჭოთა ჯარების მიერ ამ ტერიტორიების დაკავების შემდეგ აქ დაცული ქართული სიგელ-გუჯრები ერთიანად განადგურდა. დავით აღმაშენებლის სიგელის ფრაგმენტი გადაარჩინა და 1923 წელს სარგის კაკაბაძეს გადასცა ადგილობრივმა მკვიდრმა აბრამ ევანგულოვმა.

 სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში დამთვალიერებელს პირველად მიეცა შესაძლებლობა, იხილოს დავით აღმაშენებლის ანდერძის ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი ორიგინალის ფრაგმენტი.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.