მთავარი » კულტურა

დავით აღმაშენებლის ანდერძი და შუა საუკუნეების საგანძურის განახლებული ექსპოზიცია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.02.2017 | 2,386 ნახვა

აღმაშენებლის ანდერძი სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში დამთვალიერებელს საშუალება აქვს, შუა საუკუნეების საგანძურის განახლებულ გამოფენაზე იხილოს დავით აღმაშენებლის ანდერძის ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი ორიგინალის ფრაგმენტი, დაწერილი შარვანში გალაშქრების წინ და ანდერძის ალექსანდრე როინაშვილის მიერ 1895 წელს გადაღებული მინის ნეგატივის ასლი. გამოფენაზე, ასევე, პირველად გახლავთ წარმოდგენილი დავით აღმაშენებლის ხელრთვების პალეოგრაფიული პირები დამზადებული სარგის კაკაბაძის მიერ 1911 წელს.

დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს იხილოს ,,საზეიმო” მდიდრულად შემკული ვარძიის ოთხთავი (XII-XIII სს.), რომელიც სავარაუდოდ თამარ მეფეს ეკუთვნოდა; ქართული მედიცინის ისტორიის კლასიკური პერიოდის ერთ-ერთი უადრესი ძეგლი, ენციკლოპედიური ნაშრომი „უსწორო კარაბადინი” (XIII-XIV სს.); სამცხის ათაბაგთაკარის სკრიპტორიუმში გადაწერილი, კოდექსის ტიპის ნუსხა – ვალეს ოთხთავი (1514 წ.); ქართლის მეფე როსტომის მეუღლის, მარიამ დადიანის დაკვეთით გადაწერილი ქართლის ცხოვრება (მარიამისეული ნუსხა, 1633-1646 წწ.) და სხვა.

ქართული ქრისტიანული ხელოვნება ეფუძნება წინარექრისტიანულ ტრადიციებს, რის შედეგადაც საბოლოოდ ჩამოყალიბდა ქართველი ერის სახე. აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან მომავალ კულტურულ მიმდინარეობათა გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო მზად იყო მაშინდელი მოწინავე მიმდინარეობების მისაღებად. საქართველო იმ სახელმწიფოთა რიგს ეკუთვნის, რომლებმაც ერთ-ერთმა პირველებმა მიიღეს ქრისტიანობა და აღიარეს ის სახელმწიფო რელიგიად, რითაც ქვეყანამ საბოლოოდ განამტკიცა კავშირი ევროპასა და ევროპულ კულტურასთან.

შუა საუკუნეების საგანძურის ახალი საგამოფენო სივრცე, აღჭურვილი საერთაშორისო სამუზეუმო სტანდარტის შესაბამისად, გაიხსნა 2016 წლის ივნისში.

გამოფენა 2016 წლის 26 დეკემრიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის, საქართველოს ეროვნული არქივისა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მოწვევით გაიხსნა.

მისამართი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზ. 3.

წყარო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი