მთავარი » ჯანმრთელობა

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე

სტატიის ავტორი: | თარიღი: 21.03.2012 2 კომენტარი | 9,374 ნახვა

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში 600-800 ახალშობილიდან ერთი დაუნის სინდრომით იბადება. დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე ამ დაავადების მქონე ბავშვი შესაძლებელია ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს. ის არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები. სინდრომი გოგონებსა და ბიჭებში ერთნაირი სიხშირით ვლინდება.

დაუნის სინდრომი არის ყველაზე გავრცელებული ქრომოსომული დაავადება, რომლის დროსაც ნაცვლად 46 ქრომოსომისა, გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება.

დაავადება პირველად აღწერა ინგლისელმა ექიმმა ჯონ ლენგდონ დაუნმა. მან 1866 წელს ინგლისში გამოაქვეყნა ესსე, სადაც აღწერა იმ ბავშვების ჯგუფი, რომლებიც საერთო ნიშნით გამოირჩეოდნენ დანარჩენებისაგან.

2006 წლის 21 მარტს პირველად აღინიშნა დაუნის სინდრომის მქონე პირთა საერთაშორისო დღე. დღე და თვე შემთხვევით არ აურჩევიათ, 21-ე ქრომოსომას აღნიშნავს თარიღი, ხოლო მარტი როგორც წელიწადის მესამე თვე ტრისომიულ მოვლენას.
21 მარტს ეს დღე საქართველოშიც აღნიშნება, ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

დაუნის სინდრომი 15:00 საათზე კუს ტბაზე გაიმართება ახალგაზრდული მსვლელობა, რომელშიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და თბილისის ამერიკული აკადემიის 200-ზე მეტი სტუდენტი და მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიებას დაესწრებიან უნივერსიტეტების რექტორები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

17:00 საათზე, “ღია გალერეაში” ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” მხარდაჭერით, ფოტოგრაფ ლევან ხერხეულიძის ნამუშევრების გამოფენა, თემით “პორტრეტები და შემოქმედებითი სიტუაციები” მოეწყობა. ნამუშევრები ასახავს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების აქტიურ ჩართულობას ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. ფოტოექსპოზიციის პარალალურად წარმოდგენილი იქნება თერაპიის სახლის ახალგაზრდების მიერ მომზადებული ხელნაკეთი ნივთებიც.

18:00 საათზე კი არტ-ცენტრ “ტიფლის-ავენიუში” აქცია-გამოფენა “21 მარტი” გაიმართება.

შეგახსენებთ, დაუნის სინდრომისათვის დამახასიათებელი ფიზიკური ნიშნებია: სახის ბრტყელი პროფილი; სახის სპეციფიკური გამომეტყველება; კანის ფენები კისერზე ახალდაბადებულებში; მოკლე კისერი, პატარა ცხვირი; სწორი კეფა; პატარა კიდურები; მოკლე თითები; ეპიკანტი – თვალების შიდა კუთხეში კანის პატარა ნაოჭი; თვალის დამახასიათებელი არასწორი ირიბი ჭრილი; გაღებული პირი; კიდურების ტონუსი დაქვეითებული; ტანისა და კიდურების დისპროპორცია…

დაუნის სინდრომი დაუნის სინდრომის დროს თანდართულ დაავადებებს მიეკუთვნება: გულის თანდაყოლილი მანკი; ბავშვობის პერიოდის ლეიკემია; მხედველობის და სმენის პრობლემები; საჭმლის გადამუშავების პრობლემები.

დაუნის სინდრომისთვის დამახასიათებელია სხვადასხვა ხარისხის გონებრივი ჩამორჩენილობა რაც დაკავშირებულია, როგორც ბიოლოგიურ ფაქტორებთან ასევე ბავშვის რეაბილიტაციასთან. ისინი უფრო გვიან სწავლობენ ჯდომას, სიარულს, ლაპარაკს,თამაშს… ყველა ზემოთხენებული უნარის განვითარება ინდივიდზეა დამოკიდებული.

მიუხედავად იმისა, რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების გონებრივი შესაძლებლობები გარკვეულწილად, შეზღუდულია, ისინი ცხოვრებაში წარმატების მიღწევას მაინც ახერხებენ.

საქართველოში გაეროს ხელმძღვანელის, ჯეიმი მაკგოლდრიკის თქმით, დაუნის საერთაშორის დღის მიზანია, საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია დაავადების შესახებ, მოხდეს დაავადებულთა უფლებების დაცვა და უზრუნველყოფილ იქნას მათი მონაწილეობა აქტიურ ცხოვრებაში.

“დღეს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები დადიან ჩვეულებრივ ბაღებსა და სკოლებში, ჩართულნი არიან შემოქმედებასა და სპორტში. დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები მუშაობენ და ღირსეულად ატარებენ დროს ახლობლების წრეში”, – აღნიშნავს ჯეიმი მაკგოლდრიკი.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი