მთავარი » ქრისტიანობა

“ბოლოდროინდელმა განსაცდელებმა ნათლად დაგვანახა, თუ რაოდენ უსუსური, დაუცველი და სულიერად მიუსაფარია დღევანდელი ადამიანი”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 17.03.2020 | 1,087 ნახვა

გვესაუბრება წმ. ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი, იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი – სქემმღვდელმონაზონი საბა (ნატროშვილი):

სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის უნარი დაკარგა თანამედროვე ადამიანმა. ამის ნათელი გამოვლინებაა, როცა კრიზისულ პერიოდებში მხოლოდ ინსტიქტების დონეზე, ქაოტურად ვმოქმედებთ ხოლმე და ხშირად გვავიწყდება, რომ ყოველ დამდგარ მძიმე შედეგს, თავისი მიზეზები აქვს… ბოლოდროინდელმა განსაცდელებმა ნათლად დაგვანახა, თუ რაოდენ უსუსური, დაუცველი და სულიერად მიუსაფარია დღევანდელი ადამიანი…

სიტყვა ,,კრიზისი” ეტიმოლოგიურად ბერძნულია და ქართულ ენაზე სასჯელს ნიშნავს… წმინდა წერილიდან ვიცით, რომ როდესაც ნინეველებმა ნინევიის დაქცევის შესახებ ღვთის მსჯავრი შეიტყვეს, მთელი შეგნებით მოინანიეს. ნაცარდაყრილებმა შეინანეს შემოქმედისგან განდგომა. მწუხარების ნიშნად, საკუთარი პირუტყვიც კი ამარხულეს და ამით კვლავ მოიგეს ღვთის გული. შესაბამისად, ასცდნენ მართლმსაჯული ღმერთის რისხვას.

ჩვენ კი, ცოდვის ჭაობში ყელამდე ჩაფლულებს, გვავიწყდება, რომ დედამიწა მუდმივად იმყოფება ზეციდან დაკვირვების (მონიტორინგის) ქვეშ და არ დაუშვებს უფალი, რომელმაც საკუთარი ძე არ დაიშურა კაცობრიობის გამოსახსნელად, რათა მისი საყვარელი ქმნილება- ადამიანი ეშმაკს დაემსგავსოს. გულგაქვავებულებს, ზიზღითა და სიძულვილით აღვსილებს, ხშირად განსაცდელებით გვკურნავს და როგორც კი ჩვენს შემობრუნებას დაინახავს მისკენ, უმალ წყალობის თვალით მოგვხედავს და ჩვენი მწუხარებაც სიხარულად გარდაიქცევა!




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი