მთავარი » ხატები და ფრესკები

დაშრიტე მწუხარება ჩემი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 26.01.2011 12 კომენტარი | 13,855 ნახვა

(25.01.)
დაშრიტე მწუხარება ჩემიღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც ცნობილია სახელწოდებით დაშრიტე მწუხარება ჩემი, იმყოფება მოსკოვში, წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ტაძარში, პუპიშჩევოზე. ეს ხატი 1640 წელს მოსკოვში მეფე ალექსი მიხეილის ძის დროს კაზაკების მიერაა ჩამოტანილი. ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ეკლესიაში ინახებოდა ხატის მიერ აღსრულებული სასწაულების წერილობითი აღწერილობა, რომელიც 1771 წელს ხანძრის დროს განადგურდა. გადმოცემამ შემოინახა ხსოვნა ამ ხატის პირველი განდიდების შესახებ, რომელიც XVII საუკუნის შუა წლებში მოხდა.

ხატის ძალა შემდეგი მოვლენით გამოჩნდა: მოსკოვის მოშორებით მცხოვრები ერთი ქალბატონი უკვე დიდი ხანი იყო ორგანიზმის საშინელი დაუძლურებით იუტანჯებოდა. ექიმების მცდელობა ტანჯვას არ უმსუბუქებდა. ძალა ელეოდა და გამუდმებით სიკვდილის პირას იმყოფებოდა. ამ უნუგეშო მდგომარეობაში უგონოდ იწვა და ერთხელ იხილა ღვთისმშობლის ხატი, რომლისგანაც გაიგონა ხმა:,,მოითხოვე, მოსკოვში წაგიყვანონ, იქ პუპიშჩევოზე წმიდა ნიკოლოზის ეკლესიაში არის ღვთისმშობლის ხატი დაშრიტე მწუხარება ჩემი, მის წინაშე ილოცე და განიკურნები,” ხილვა დასრულდა. სნეული, რომელიც უგონოდ იყო, გამოფხიზლდა და საკუთარ თავში ახალი სიცოცხლე შეიგრძნო, შინაურებს ხილვის შესახებ მოუთხრო და მოითხოვა მოსკოვში წაეყვანათ. არც ერთი მათგანი ადრე იქ ნამყოფი არ იყო. როდესაც მოსკოვს მიაღწიეს, პუპიშჩევო მოძებნეს და სნეული ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ტაძარში მიიყვანეს. ავადმყოფმა ყველა ხატი დაათვალიერა, მაგრამ ის, რომელიც ხილვაში გამოეცხადა მას, ვერ იპოვა. მისმა მხლებლებმა მომხდარი უამბეს ღვთისმსახურს, რომელმაც მორჩილებს უბრძანა, სამრეკლოდან ღვთისმშობლის ყველა ხატი ჩამოეტანათ. როდესაც ხატი დაშრიტე მწუხარება ჩემი ჩამოიტანეს, მტვრით ისე იყო დაფარული, რომ ღვთისმშობლის სახე ძნელად თუ გაირჩეოდა, მაგრამ ავადმყოფმა, რომელიც სისუსტის გამო ვეღარ ლაპარაკობდა და ვერც ხელებსა და ფეხებს ფლობდა, მოულოდნელად იყვირა ”ისაა, ისაა” და პირჯვარი გადაიწერა. ხოლო, როდესაც პარაკლისის შემდეგ ხატს მიემთხვია, ძალის ისეთი მოზღვავება იგრძნო, რომ დახმარების გარეშე გამოვიდა ეკლესიიდან და სახლში სრულიად ჯანმრთელი დაბრუნდა. ეს სასწაული 25 იანვარს მოხდა და იმ დროიდან, ამ დღეს აღესრულება ღვთისმშობლის ხატის დაშრიტე მწუხარება ჩემი დღესასწაული.

მოსკოვში არის კიდევ ოთხი ხატი, რომლებიც სასწაულთმოქმედის ზუსტ ასლს წარმოადგენენ. პირველი წმ.იოანე ნათლისმცემლის ტაძარში – პოკროვკაზე, მეორე – წმ. პეტრესა და პავლეს ეკლესიაში, მესამე – წმ. ტიხონ ამაფუნტელის ეკლესიაში არბატის კარიბჭესთან და მეოთხე – ღირსი სერგის ეკლესიაში, როგოჟსკიზე რომ მდებარეობს. მადლისმომნიჭებელი ხატი დაშრიტე მწუხარება ჩემი მოოქროვილი პერანგითა და მრავალი ძვირფასი ქვითაა შემკული. ამ ხატის წინაშე კვირაობით აღესრულება პარაკლისი და მისივე დაუჯდომელი.
სანკტ-პეტერბურგში, მაცხოვრის ამაღლების ტაძრში იმყოფება მისი ნამდვილი ასლი. ეს ძველი ხატი მოსკოვიდან 1765 წლის 25 სექტემბერს ვაჭარმა როგოვიკოვმა ჩამოიტანა. ხატის სიმაღლე 1 არშინი და 8 გოჯია, სიგანე- 1 არშინი და 5 გოჯი. შესამოსელი მოოქროვილი ვერცხლისაა, – ძვირფასი ქვებით შემკული. ხატი საგანგებოდ გამოკვეთილ ვერცხლის კიოტშია მოთავსებული, ეკვდერში, რომელიც ღვთისმშოლის სახელზეა ნაკურთხი. ხატს დაშრიტე მწუხარება ჩემი განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ: ეკლესიაში საგალობელი პარაკლისების აღსრულების გარდა ქრისტიანები ხშირად მას ოჯახებში იღებენ, ბევრი მორწმუნე მიმართავს ზეციურ დედოფალს და სარწმუნოებისამებრ კურნებასა და ნუგეშს იღებს.

ოდრინ-ნიკოლოზის მოასტერში, ორლოვის ეპარქიაში სასწაულებითაა განდიდებული ხატი დაშრიტე მწუხარება ჩემი, რომელიც მონასტერს გრაფმა ნ.ბ. სამოილოვმა უსაჩუქრა.

ბერშადსკის მამათა მონასტერში პოდოლის ეპარქიაში იმყოფება სიწმინდედ მიჩნეული ხატი დაშრიტე მწუხარება ჩემი.

მოგილევის ეპარქიის პოკროვსკის მონასტერში ხატი დაშრიტე მწუხარება ჩემი ასევე სასწაულთმოქმედებებითაა განდიდებული. ამ ხატის გამოსახულება წარმოადგენს ღვთისმშობელს, რომელსაც ღვთაებრივი ყრმა მარჯვენა ხელში უპყრია, მარცხენათი კი თვითონ საკუთარ თავს დაახლოებით შუბლიდან ეხება: მაცხოვარს წინ უჭირავს გახსნილი გრაგნილი ,,დაშრიტე სნეულება მრავალვნებულისა სულისა ჩემისა, რომელმან პირისაგან ქვეყანისა მწუხარებაი ყოველი აღხოცე, კაცთაგან სნეულებისა განმდევნელო და ცოდვილთა მწუხარებისა დამარღვეველო, ყოველთა სასოებითა და სარწმუნოებითა შენდამი მილტოლვილთა ყოვლადწმიდაო დედაო ქალწულო, რამეთუ გიპყრიეს უძლეველი ძლიერება, და ყოვლისაგან ჭირისა გაგვათავისუფლენ ჩვენ, მხმობელნი ესრეთ: გიხაროდენ, სიხარულო ჩვენო, განგვწმიდე ყოვლისაგან ბოროტებისა და დააცხვრე წუხილი ჩვენი, აღვიმსუბუქე დედოფალო ჩვენო, ბოროტის ზედა მოსვლაი დააყუდე, ყოვლადწმიდაო, ტვირთი ცოდვათა ჩვენთა აღხოცე, ყოვლად სახიერო, და დაშრიტე მწუხარებაი ჩემი შემუსვრილებითა გულისათა.’’

მოამზადა თეონა ნოზაძემ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

12 კომენტარი »

  • გოჩა says:

    დიდებულია ეს ხატი,ისევე როგორც ყველა ხატი ღმრთისმშობლისა,მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,რამეთუ იგი,როგორც ჩემმა მეგობარმა მომიყვა მოულოდნელად აღმოჩნდა მის ოჯახში,ისე რომ მისი იქ ყოფნა ყველასთვის საოცარი ამბავი იყო.ამიტომ დიდ მადლობას გიხდით ამ მასალის გამოქვეყნებისათვის.ჩემი მეგობარი ამ დღეს დიდი მოუთმენლობით ელოდა…

  • Gela says:

    Dzalian didi madloba,ver carmoidgent ramdenad didi sixaruli momanichet am statiis dabechvdit. Es sascaulmomqmedi xati chems ojaxshi 2 clis cin gamochnda chems ojaxshi,da im cutidanve dashrita chemi mcuxareba. Kidev ertxel didi madloba. Daglocot Upalma!

  • დიანა says:

    ღმერტმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ! თქვენ ვერ წარმოიდგენთ სულიერად,როგორ მეხმარებით. საქართველოში როცა ვცხოვრობდი სულიერად მაძლიერებდა წირვა ლოცვაზე სიარული ჩემ მოძღვართან საუბრები პატრიარქის ეპისტოლების მოსმენა.უცხოობასი მყოფს ეს გაკლია ძალიან.მადლობა უფალს და ჩვენს პატრიაქს,რომ იტალიაში დღეს ყოველ კვირა წირვა ტარდება.მადლობა მღ.მონაზ.მამა იოანეს დამამა ანრიას. გაიხარეთ!

  • სათაკილოა ქარისტიანისათვის, მაგრამ არ ვიცოდი ასეთი ხატის არსებობის შესახებ და დღეს გავიგე, გმადლობთ, რომ ეწევით არამხოოდ რელიგიურ, არამედ საგანმანათლებლო საქმიანობასაც, მგონი კარგოი საიტი აღმოვაჩინე, ვიქნები თქვენი ერთგული მკითხველი

  • ლაშა says:

    მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის,უდიდესი ძალა აქვს ამ ხატის წინაშე ლოცვას, ჩემ თავზე გამოვცადე ,ყველას გისურვებთ შეისმინოს ღმერთმა და დედა ღვთისამ თქვენი ლოცვები და სიხარული მოგანიჭოთ

  • როენა says:

    ღვთისმშობლის მადლი შეგეწიოთ!

  • ნინა says:

    ერთი შეკითხვა მაქვს, არის თუ არა თბილიში რომელიმე ეკლესიაში ეს ხატი დაბრძანებული??? მადლობთ წინასწარ.

  • გელა says:

    ეს ხატი დაბრძანებულია მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე რუსულ ეკლესიაში

  • გელა says:

    ამბიონის რედაქციას ვთხოვ ამ ხატის შესახებ იმფორმაცია მისი ხსენების დღეს, ანუ 25 იანვარს გამოაქვეყნოს ხოლმე. გმადლობთ

  • ნატალია says:

    შეგვეწიოს დედა ღვთისმშობელი,ძალიან მიყვარს ეს ხატი

  • shokooo22@mail.ru says:

    madloba teona aseti kargi statiebistvis

  • გიორგი says:

    დიდება უფალსა და დედა ღვთისასა, ამინ!!!!

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი