მთავარი » ქრისტიანობა

დასაშვებია თუ არა პატრიარქის ნათლულებს შორის ქორწინება?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 11.10.2011 81 კომენტარი | 74,092 ნახვა

დღეისთვის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს უკვე რამოდენიმე ათასი ნათლული ჰყავს და ეს რიცხვი სწრაფად იზრდება. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში უპრეცედენტო დემოგრაფიული ზრდა აღინიშნება. თამამად შეიძლება ითქვას, პატრიარქის ამ ინიციატივამ უკვე დიდი შედეგი მოუტანა ქვეყანას.

პატრიარქის ნათლულიამასთანავე, მორწმუნე საზოგადოებაში იბადება კითხვა: პატრიარქის ნათლულებს, როგორც სულიერ ძმებსა და დებს, როდესაც მიაღწევენ ზრდასრულ ასაკს, შეეძლებათ თუ არა ერთმანეთთან ქორწინება?

ამ თემაზე “ამბიონს” ესაუბრება (ღვთისმეტყველების დოქტორი კანონიკურ სამართალში) მღვდელი ალექსი ქშუტაშვილი:

იმის გათვალისწინებით, რომ ეს ბავშვები ერთი თაობისანი არიან, მათმა რიცხვმა უკვე გადააჭარბა ათი ათასს და ეს მხოლოდ დასაწყისია, მომავალში აღნიშნული საკითხი მრავალი ოჯახისთვის შეიძლება ძალზე აქტუალური გახდეს.
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროა შევისწავლოთ სჯულისკანონი და ზოგადად, მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური პრაქტიკა.

სულიერი, ანუ რელიგიური ნათესაობის შესახებ პირველი კანონიკური ნორმა გვხვდება ბიზანტიის იმპერატორ წმიდა იუსტინიანეს კანონებში (530 წ.), სადაც მკაცრად იკრძალებოდა ქორწინება ნათლიასა და ნათლულს შორის (ნათესაობის პირველი ხარისხი). მოგვიანებით VI მსოფლიო (ტრულის) კრებამ 53-ე კანონით (692 წ.) განაჩინა, რომ დაუშვებელია ქორწინება ნათლიასა და ნათლულის დაქვრივებულ მშობელს შორის (ნათესაობის მეორე ხარისხი). რამოდენიმე საუკუნის შემდგომ ბიზანტიის იმპერატორმა ლეონ VI ფილოსოფოსმა (886-912 წ.) სახელმწიფო კანონებით აკრძალა ქორწინება მესამე ხარისხის მქონე სულიერ ნათესავებს შორის.

დროთა განმავლობაში VI მსოფლიო კრების 53-ე კანონის იმ ადგილის საფუძველზე, სადაც ნათქვამია, რომ “სულიერი ნათესაობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხორციელი კავშირი”, როგორც საეკლესიო, ასევე ბერძნული სამოქალაქო კანონმდებლობითაც დადგინდა სულიერ ნათესაობაში საქორწინო წინაღობები იმ ხარისხამდე, რომლებშიც აკრძალვა ეხებოდა სისხლისმიერ ნათესაობასაც, სახელდობრ, მე-8 ხარისხის ჩათვლით.

მაგრამ როგორც აღნიშნავს XIX საუკუნის ცნობილი სერბი კანონისტი ნიკოდიმი მილაში, “რადგანაც ტრულის 53-ე კანონში ან სხვა რომელიმე საყოველთაო საეკლესიო კანონში არ მოიხსენიება სულიერი ნათესაობის მე-2 ხარისხის შემდგომი ხარისხები, რომლებშიც ქორწინება აკრძალული იქნებოდა, ამიტომ ქორწინების აკრძალვის, ან ნებართვის უფლება შემდეგ ხარისხებში მინიჭებული აქვთ ადგილობრივ ეკლესიათა კანონმდებლებსა და რწმუნებულ ეპისკოპოსებს”. ანუ ქორწინება ისეთ მირონნათესავების შორის, რომლებიც არ არიან პირდაპირ ნახსენები ტრულის კრების 53-ე კანონში, ექვემდებარება ე.წ საეკლესიო იკონომიას, ანუ შეწყალებას, განგებას. ეპისკოპოსს, ან, მითუმეტეს, ადგილობრივი ეკლესიის წმიდა სინოდს, შეუძლია გამოიტანოს შესაბამისი გადაწყვეტილება და დაუშვას ასეთი ქორწინებები.

რაც შეეხება უშუალოდ ერთი ნათლიის მიერ მონათლულ სულიერ ძმებსა და დებს, შეუძლიათ თუ არა მათ ქორწინება, ეს საკითხი გადაწყვეტილია ინდივიდუალურად ყველა ადგილობრივი ავტოკეფალური ეკლესიის მიერ. მაგალითად:

საბერძნეთის ეკლესიაში ამ თემასთან დაკავშირებით პირველად წერდა XV საუკუნის წმიდა მამა სვიმეონ თესალონიკელი და ადგენდა, რომ ასეთი ტიპის ქორწინებები დაუშვებელია. 1801 წელს წმიდა ნიკოდიმოს მთაწმინდელის მიერ შედგენილ ბერძნულ სჯულისკანონში – პიდალონონში ასევე იკრძალება ქორწინება ერთი ნათლიის ნათლულებს შორის, მაგრამ საბერძნეთის ეკლესიის თანამედროვე კანონიკური პრაქტიკა უშვებს ასეთ ქორწინებებს.

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესია თავის ამკრძალავ კანონიკურ დადგენილებებში არსად არ განიხილავს მსგავს შემთხვევას, შესაბამისად, ნათლულებს შორის ქორწინება იქ აკრძალული არ არის.

რუსეთის ეკლესიაში დღემდე მოქმედებს 1810 წლის 19 იანვრის სინოდის დადგენილება, რომლის მიხედვითაც შეუღლება იკრძალება მხოლოდ ნათლიასა და ნათლულის მშობელს შორის, ყველა სხვა შემთხვევაში ქორწინება დაშვებულია.
ძველ ქართულ საეკლესიო სამართალში (სამთავისის ეპარქიის კრების კანონები (1459 წ.) და ცაიშ-ბედიის შეკრების კანონებში (1470-1474) წ.)) ასევე საუბარია მხოლოდ ნათლიასა და ნათლულის მშობელს შორის ქორწინების აკრძალვაზე.

უკვე ჩვენს დროში, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის 2007 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე გადაწყდა, რომ კონკრეტულად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულებთან დაკავშირებით იქნას გამოყენებული საეკლესიო იკონომია და მომავალში, თუ შეიქმნება ამის პრეცედენტი, დაიშვას მათ შორის ქორწინება. სტატიაში მოყვანილი ისტორიულ-კანონიკური ფაქტებიდან გამომდინარე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის ასეთი გადაწყვეტილება სავსებით სწორი, საფუძვლიანი და კანონიკურად გამართლებულია”.

2007 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ, საქართველოში მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსასწორებლად, მართლმადიდებელ ოჯახებში ყოველი მესამისა და მომდევნო ბავშვის მონათვლის ინიციატივა გამოთქვა, რაც ორჯერ იქნა მოწონებული საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის მიერ 2007 წლის 21 დეკემბრისა და 2008 წლის 27 ივნისის სხდომებზე.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

81 კომენტარი »

  • ლია says:

    chvens patriarqze whkviani patriarqi albat arcert qveyanas ara hyavs. me mixari,rom aseti patriarqi gvyavs.ghmertma dalocos isica da mteli saqartveloc qartvel ertan ertad.eklesias veravin ver moereva!!!

  • მაიკო says:

    დამლოცეთ მამაო,ისე სულ მაინტერესებდა,როგორ უნდა მიხვდნენ რომ პატრიარქის ნათლულები არიან,ისინი ხომ არც კი იცნობენ ერთმანეთს უმეტესობა მაინც,თავიდან რომ აიცილონ ეს ცოდვა?მადლობა წინასწარ!

  • ია says:

    მე ძალიან მიყვარს ჩემი პატრიარქი

  • ალდონა says:

    მე ძალიან მაინტერესებდა ეს საკითხი როგორ იყო, შეიძლებოდა თუ არა ქორწინება, მაგრამ ვიცოდი პატრიარქი წინდახედული პიროვნებაა და იცის რას აკეთებს და სადაოს არ დატოვებდა ამ საკითხს. მე მიხარია ჩემი შვილის პატარა ირაკლის ნათლია ჩემი პატრიარქია. ჩვენ ოჯახში ძალიან გვიყვარს უწმინდესი და უნეტარესი. დიდხანს იცოცხლეთ, დაგვლოცეთ მამაო

  • სოსო says:

    დიდი მადლობა მის უწმინდესობას რომ ქართველ ერზე ფიქრსა და ზრუნვაშია მუდმივად და ჩვენს კეთილდღეობაზე ლოცულობს და ავედრებს უფალს ჩვენს თავს სულ. მეც მქონდა ეს კითხვა მაგრამ სულ იმით ვპასუხობდი ამ კითხვას რომ პატრიარქი სადავოს არაფერს დატოვებდა და უპასუხოდ. ამიტომ არ მიცდია ამის გარკვევა და ვფიქრობდი რომ ალბათ შეიზლებოდა ქორწინება მის ნათლულებს შორის. თქვენ კი დიდი მადლობა ამბიონს ასეთი კარგი ინფორმაციისთვის და ღმერთმა დაგლოცოთ და უფალმა გაგაძლიეროთ. ნამდვილად თქვენ საზოგადოების გვერდით დგახართ და პასუხობთ ყველა საჭირო კითხვას. მადლობა რომ არსებობს ამბიონი და ღმერთმა დალოცოს თქვენი ოჯახები.

    • ნინო ძამაშვილი says:

      მადლობა სტატიისთვის. აშკარაა რომ შეეცადეთ შეძლებისდაგვარად ამომწურავი პასუხი მიგეცათ მკითხველისთის. ამ სტატიიდან ირკვევა: რომ საუკუნეების მანძილზე ის რაც აკრძალული იყო დასაშვები გახდა მხოლოდ ახლახანს, თანამედროვე ეპოქაში? ისიც მხოლოდ საბერძნეთში და საქართველოში.მე სწორედ ეს მაინტერესებს რატომ გახდა ეს დასაშვები? დემოგრაფიის პრობლემები ხომ ადრეც აწუხებდა სამყაროს? ის, რომ სხვა ქვეყნები არაფერს ამბობენ თავის კანონებში ასეთ ნათლობაზე სრულებითაც არ ნიშნავს, რომ ისინი ამას ეთანხმებიან. იქნებ იმათ ამ საკითხზე არც კი უფიქრიათ.შენ ამას რატომ ასაღებ თანხმობად? არავინ არ იცის როცა ეს საკითხი დაუდგებათ დღის წესრიგში რას დაადგენენ. ასე რომ ეს არგუმენტად არ გამოდგება. ეს მხოლოდ მცდელობაა გაასაღო არგუმენტად იმიტომ რომ ასე გაწყობს. ანუ ლოგიკა ასეთია:რადგან კანონში საკითხს არ ეხებიან ესე იგი ეთანხმებიან.ძალიან მიკერძოებული და თან პრიმიტიული მიდგომაა.
      საქართველოს ეს არ ქონდა კანონში 2007 წლამდე იმიტომ რომ ეთანხმებოდა და ემორჩილებოდა აკრძალვის კანონს. შესაბამისად რადგან აღარ უნდა რომ ამ აკრძალვას დაემორჩილოს ქმნის კანონს რომელიც მას აძლევს თავისუფლებას. ძალიან მარტივი მექანიზმია. ჩვენს პარლამენტშიც ხომ ასე იქცევიან. იმ კანონს ადგენენ რაც იმ წუთში აწყობთ. ერთი დეტალი: თუ იმ ქვეყნებს, რომლებიც ასეთი ნათლობის შესახებ არაფერს არ ამბობენ და მათ ეს თანხმობათ შეერაცხათ. მაშინ რატომ დასჭირდა საქართველოს კანონის მიღება2007-ში? თუ სუჩუმე მაინც თანხმობის ნიშანი იქნებოდა? კიდევ ერთი დეტალი: ესე იგი გამოდის რომ ახალი კანონის თანახმად სულიერი ნათესაობა აღარ არის სისხლით ნათესაობაზე მეტი.
      სხვათა შორის აქ უკვე გამოხატავენ შიშს იმაზე რომ ამ ბავშვებმა როგორ უნდა გაიგონო საერთო ნათლიის შესახებ მომავალში რათა ”მაინც ცოდვაში არ ჩავარდნენ” ანუ ადამიანები უკვე დაბრკოლებულნი არიან. მე მგონია, რომ ხალხს უნდა მიეწოდოს უფრო არგუმენტირებული ახსნა(რადგან კანონები მოგვყავს). ცუდი არ იქნებოდა ამ საკითხზე კონსულტაციები გაევლოთ სხვა საპატრიარქოებთან (რადგან მაგალითები თვითონ მოყავთ თუმცა ზედაპირულად). ან უბრალოდ ინტერვიუებით ამოგეწურათ ეს საკითხი ჟურნალისტებს სხვა მართლმადიდებელ ქვეყნებში. ძალიან საინტერესო იქნებოდა.
      ძალიან მინდა რომ ერი გამრავლდეს. მაგრამ ხორციელ გამრავლებაზე ნუ იფიქრებთ მარტო.

      • besiki says:

        ნინო გასაგებია თქვენი კომენტარის შინაარსი,მაგრამ ჯერ მარტო პატრიარქიც რომ ავიროთ არაფერს გააკეთებს ისეთს რომ იმაზე ყველანაირად არ იფიქროს და როცა სინოდს ეხება საქმე და ის წყვიტავს საკითხს. იქ აღარ შეიძლება გამოითქვას ეჭვი რადგან სინოდი შეუცდომელია პირდაპირ უფლის აზრსდა გადაზყვეტილებას ირებს…. კანონები ზუსტად ესეთი კრეებისგან არის მიღებული და როცა ეკლესია ავტოკლეფალიურია მაშინ ამ კანონის შეცვლის(ზოგ შემთხვევაში)შეცვლის უფლება აქვს. სინოდმა შეცვალა მხოლოდ პატრიარქის ნათლულების შემთხვევაში და არა საერთოდ …და ალბათ ეს საჭიროა წინააღმდეგ შემთხვევაში ესე არ მოხდებოდა რომ ერის გადასენების საფრთხე არ გვემუქრებოდეს…და კიდევ ერთი ძალიან გთხოვთ ესე ნუ საუბრობთ გინდ სინოდზე და გინდ პატრიარქზე.ეს საკითხი თუ ესე გაწუხებთ და გაინტერესებთ და ეკლესიის წევრი ბრძანდებით ესეთი საუბარი არ გგმართებთ ,რომ “შესაბამისად რადგან აღარ უნდა რომ ამ აკრძალვას დაემორჩილოს ქმნის კანონს რომელიც მას აძლევს თავისუფლებას. ძალიან მარტივი მექანიზმია. ჩვენს პარლამენტშიც ხომ ასე იქცევიან. იმ კანონს ადგენენ რაც იმ წუთში აწყობთ.”ეს არაა პიროვნული ინტერესი და რამისათვის სარგებლის მომტანი გარდა ქვეყნისა. ჯერ პარლამენტს ნუსეადარებთ და მერე მეორე იმ საკითხებს … თუნდაც ესე ხელწამოსაკრავი არაა საბერძნეთი და სხვა ქვეყნები. ბევრ ქვეყანაში ბევრი კანონი სხვანაირია მაგრამ არსებობს კანონები რისი დაშვებც შესაძლებელია განსაკუთრებულ; შემთხვევაში და არსებობს კანონები რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ შეიცვლება.გთხოვთ თვითნებურად საკუთარი აზრებით ნუ გადაწყვიტავთ რომ ეს ასე უნდა იყოს….

      • qalbatono nino marto tkven azrs nu gamotkvamt da daukviurdit statias kargad. amit sazogadeba shecdomashi shegyavt. mogiyvant magalits tu tavidan mivyvebit am sakmes jer daviwyot sul tavidan qristeshobidan roca mocikulebi xalxs natlavdnen mati natlulebi atiatasobit iyvnen da jer kidev qristes tanacxovrebis dros roca isisni qristestan tanacxovrobdnen mag droistvis natlavdnen xalxs da aseti religiouri akrdzalva ar yopila im droistvis da meore yvelani sarwmunoebashi kristes mier iyvnen mokceulni da mashasadame mati monatluli xalxic ar unda daqorwinwbuliyvnen ertmanetze rac gamoiwvevda mat gadashenebas rac gardauali ikneboda radgan titkmis yvela matgani qristes da misi mocikulebis natluli gamodioda da roca exebit tavidanve dadgenil kanonebs eseti ram im droistvis ar yopila akrdzauli i droistvis roca iesi jer kidev dedamiwaze iyo da tkveni azrit chven chen upalze meti vicit?

  • რომა says:

    ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ჩვენი პატრიარქი და მთელი ქართველი ერი.

  • კარლო says:

    ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს საქართველოს კათალიკოს პატრიარქი

  • გოჩა says:

    გაიხაროს ამბიონმა ასეთ საკითხში, რომ გაგვარკვია, თორემ ბევრი იყენებდა ამ საკითხს პატრიარქისა და მართლმადიდებლობის დასამცირებლად.
    დიდი მადლობა პატრიარქს და წმიდა სინოდს.

  • n says:

    წმ. ნათლისღება არის საღმრთო შობა და სულის განახლება, და, რომელმაც ამოიყვანოს ჩვილი წმინდა ემბაზიდან (ანუ მონათლოს), იქნება ის ჩვილის სულიერი მამა და აღმომქმელი (ანუ ნათლია) ხორციელ მამაზე უფრო დიდი ნათესავი იქნება და ყოვლად წმ. სულის შუამდგომელობით ნათლია იქნება თავისი ნათლულის ხორციელი მამის ძმა და ხორციელი მამა და სულიერი მამა ითვლებიან ორ თავად, რადგან მისი ძმა არის. ხოლო ჩვილისათვის სულიერი მამა ითვლება ერთ თავად, ხოლო მისი ნათლულის ძმები ითვლებიან სამ თავად, როგორც მისი ძმისწულიები, რადგან მამა ძმა არის მათი სულიერი მამისა და ნათლიის შვილები მისი ნათლულებისთვის ითვლებიან ორ თავად.
    მე ვარ მამა ჩემი შვილებისა, რომლებიც მე დავბადე ხორციელად და ზოგიც სულიერად წმ. ემბაზიდან (ანუ მოვნათლე). ჩემი სულიერი და ხორციელი შვილები ითვლებიან ორ თავად, ხოლო ჩემი ნათლიმამის (ანუ ნათლულის მამის) სხვა შვილები, რომლებიც არ მომინათლავს, ითვლებიან ხორციელად შობილი ჩემი შვილებისათვის მეოთხე თავად, როგორც ორი ძმის შვილები, რომელთაც ეწოდათ პროტა ექსადელფია (ე.ი. პირველი ბიძაშვილები) და ამათი შთამომავალნი აღირიცხებიან, როგორც სისხლით ნათესავები მერვე თავამდე, და არ შეიძლება მათი ქორწინება, ვიდრე არ დამთავრდება მერვე თავი, როგორც ამბობს მეექვსე კრების ოცდამეცამეტე კანონი – სისხლით ნათესაობაზე უფრო დიდი ნათლიაობითი ნათესაობაა. ვინაიდან რჯულისა და კანონისგან ასე გვებრძანა, მაშასადამე ვალდებულნი ვართ, რათა უმეტესად წმიდად და მკაცრად დავიცვათ ეს კანონი და მერვე თავამდე არ მოვახდინოთ შეერთება. და, როდესაც განსრულდება მერვე თავი, გახსნილი იქნება, როგორც სისხლით და შვილად აყვანის ნათესაობა, მხოლოდ ესეც აღმავალთა და შთამომავალთათვის აღირიცხება, ხოლო გვერდ განმავალთათვის დაუბრკოლებელია ქორწინება.
    ჩემი ძმის შვილი მიერ მონათლულ ქალს ცოლად შეირთავს, აგრეთვე მეც შევირთავ ცოლად ჩემი ნათლიმამის დას.
    ხოლო ვინც საკუთარი შვილი მონათლოს, უნდა დატოვოს თავისი ცოლი, იმიტომ, რომ სულიერი შვილი მონათვლის გამო ცოლი გახდა მისი სულიერი და. ამდენად შეუძლებელია მათი ცოლ-ქმრობა.
    შეიძლება ვითომ?
    მგონი არა

  • გოჩა says:

    პატივცემულო განსწავლულო n სწორედ თქვენნაირები რყვნიან და ანგრევენ სარწმუნოებას, ვითომდა სჯულის კანონს იმოწმებ და თვითონ არასოდეს გიცხოვრია მაგ კანონით. შენთვის მთავარი ეჭვის და შუღლის დათესვაა და არა სჯულის კანონის დაცვა.
    ესე იგი წმიდა სინოდის დადგენილება შენთვის ფარატინა ქაღალდია და სხვა არაფერი, ვერც ერთი კანონი ვერ დადგება უფალზე მაღლა. განა ასეთ ,,კანონს” არ იცავდნენ ფარისევლები და სადუკევლები, შაბათის უქმობის გამო როცა უფალს და მის მოციქულებს განიკითხავდნენ? განა იესო ქრისტემ არ ბრძანა შაბათი კაცისთვისაა შექმნილი და არა კაცი შაბათისთვისო? მაგრამ შენ რაში გაინტერესებს სახარება და მასში დამარხული სიბრძნე, როცა შენთვის მხოლოდ შაბათის უქმობის კანონია მთავარი. პატრიარქი არის სულითხორცამდე უფლის სიყვარულის მატარებელი და ამავე დროს სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული, ამიტომ გადადგა ეს ნაბიჯი, რომ ქართველი ერი და მართლმადიდებელი გამრავლებულიყო, მაგრამ ეს შენ რაში გაინტერესებს, მთავარი შენთვის ხომ კანონის შესრულებაა (რომელიც ალბათ ცხოვრებაში არასდროს შეგისრულებია). ესეც იცოდე უსახელო ადამიანო, თუ ღვთის წინაშე ეს ცოდვა და დანაშაულია, ამაზე პასუხს არავინ აგებს პატრიარქის გარდა.
    ამიტომ მთელი პასუხისმგებლობა და ამ ჯვრის სიმძიმე ჩვენი სიყვარულის გამო, პატრიარქს აქვს აღებული.
    განკითხვა, განქიქება დაცინვა ადვილია, მაგრამ ნაღდი საქმის კეთება ძალიან ძნელი. შენ და შენნაირები კი დგეხართ მენტორის პოზით და განიკითხავთ შაბათის კანონის ,,დამრღვევ” პატრიარქსა და სასულიერო პირებს.

    • besiki says:

      გოჩა გასაგებია თქვენი პოზიცია,მეც მაგას ვმოწმობ ,მაგრამ ესეთი (მკაცრი,კრიტიკული,დამცინავი და დამამცირებელი)პასუხისგან ვის მიმართაც არ უნდა იყოს მიმართული სჯობს თავი შეიკავოთ…. პასუხი მშვიდი და წყნარი უფრო გამოიღებს შედეგს ვიდრე აღელვებული და მრისხანებით წარმოთქმული.

    • მარიამ-ხათუნა says:

      “განრისხდებოდეთ და ნუ სცოდავთ”
      გოჩა,ბესიკისგან განსხვავებით მე ვერ ვხედავ ვერანაირ მრისხანებას თქვენს ნათქვამში!
      რაც შეეხება ამ თემას,არ დაგავიწყდეთ პირველ რიგში, რომ “პატრიარქის ნათლულები” არიან ის ბავშვიბი რომლებიც მხოლოდ იმის გამო გააჩინეს რომ “პატრიარქის ნათლულებად” წოდებულიყვნენ, ანუ არავინ გააჩენდა, რომ არა ეს მოწოდება… სულ რომ და-ძმებად დარჩნენ ესეც რა დიდებულია იმიტომ, რომ სულ არ უნდა გაჩენილიყვნენ. შემდეგ როცა პატრიარქი ნებას რთავს ქორწინებაზე, რაღა კომენტარებია საჭირო და რა განხილვა დაიწყო ამ თემის, როცა მორჩილად გაგვეგონა ეს სიტყვა და მადლობა შეგვეწირა პატრიარქის ყოველგვარი თავდადებისათვის…
      და საერთოდ ნაკლები ვილაპარაკოთ და ბევრი მოვისმინოთ!უფალი მეფობს!

  • maka says:

    როგორც არ უნდა იყოს,მჯერა უფალი სასიკეთოდ შეაბრუნებს ყველაფერს,არაა საჭირო ერთმანეთის განქიქება,ჭეშმარიტებას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის,ამიტომ ფუჭია გულზე მღიჯის ცემა.რა თქმა უნდა ახლა განხეთქილების დრო არაა,მაგრამ ხომ შეიძლება რაღაც გაკვირვებდეს-თუნდაც სინოდის დუმილი ბიომეტრიულ საბუთებზე?ჰოდა თუ ვთქვათ გავბედე და ამ თემაზე გაკვირვება გამოვხატე ეს არ ნიშნავს რომ შფოთი შემომაქვს.ვდარდობ და მაწუხებს,მინდა დამიცვას ჩემმა ეკლესიამ,ალტერნატიული საბუთი მოითხოვოს და თუ საყვედურის მსგავსი გამოვთქვი როგორც სულიერმა შვილმა მაგიტო შეჩვენებული უნდა ვიყო?ასეა ამ ნათლობაზეც,ბევრს აწუხებს ეს საკითხი და ღმერთმა გვიშველოს ჩვენც და ჩვენს პატრიარქსაც,რომელიც 9 აპრილს იდგა ერთად და ეკუმენიზმიდანაც გამოგვიყვანა.უფალს ვებარებოდეთ.

    • besiki says:

      და თქვენ ალბათ ჯერ კიდევ არ გაგიგიათ ინფორმაცია მაგ თემასთან დაკავშირებით რომ პატრიარქმა კიარა მთელმა სინოდამა მიიღო კანონი რომ ეს ბიომეტრიული აიდი ბარათი არანაირად არაა საშიში და ნებისმიერს შეუძლია აიღოს რაც სულიერების მხრივ არანაირ ოპრობლემას არ შეუქმნის მომავალ ცხოვრებაში ბადამიანს… სანამ ეს კანონი გამოვიდოდა მეც დიდი ინტერესით და თავგამოდებით ვეძებდი პასუხს და ყველას მოვუწოდებდი რომ არ აეღოპთ რადგან როგორც დღეს ისევე მაშინაც იყო დაჯგუფება რამოდენიმე სასულიერო პირისა და რამოდენიმე ათეული ერისკაცისა ,რომელიც ამტკიცებს რომ ამის აღება არ შეიძლება და მეც მათგან ვიყავი არასწორი ინფორმაციით ინფორმირებული.ეხლა უკვე არანაირი პრობლემა აღარაა ეს.

  • ცისანა says:

    მადლობა პატრიარქს!!!ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს საქართველოს კათალიკოს პატრიარქი!!!ძალიან მაინტერესებდა ეს საკითხი, შეიძლებოდა თუ არა ქორწინება. პატრიარქი წინდახედული და შორსმჭვრეტელი პიროვნებაა . გამრავლდით ქართველებო!!! უფალს ებარებოდეთ!!!

    მადლობა ამბიონს!!!

  • ნ. says:

    გეთანხმებით გოჩა..

  • ნ. says:

    მე სხვა ნ. ვარ..)))n-არ ვარ..

  • n says:

    გოჩა
    ნამდვილად ვერცერთი კანონი ვერ დადგება ღმერთზე მაღლა….ვისნაირები რყნიან საზოგადოებას ეგ საკითხავია.მაოცებს თქვენი როგორც ჭეშმარიტი მართლმადიდებლის საქციელი,მართლმადიდებლის რომელსაც მოყვასის სიყვარული არ უნდა ესწავლებოდეს,რომელსაც ამდენი განმკითხველი სიტყვა არ უნდა ამოსდიოდეს პირიდან არავის მიმართ,განსაკუთრებით კი იმის ვისაც არც კი იცნობს და ვინც უბრალოდ თავისი პოზიცია დააფიქსირა.ყველას თავისი აზრი აქვს და შეხედულება.ისე ამ საკითხზე თვითონ სასულიერო პირებიც სხვადასხვა პასუხს იძლევიან.თუ გახარებული მიხვალ,რა კარგია ჩემს შვილს პატრიარქი ნათლავსო,გეტყვიან რომ პატრიარქი შენი შვილის ნათლია იქნება და თუ კითხვით მიადგები :არ ვიცი რა ვქნა მეუბნებიან რომ ეს ბავშვები და-ძმანი არიანო მაშინ გპასუხობენ რომ პატრიარქი მხოლოდ იწერება ნათლობის მოწმობაში და ის ამ ბავშვების ნათლია არაა,მათი ნათლია ისაა ვინც ნათლობას ასრულებს…ამიტომ მგონი ჩხუბს და შეურაცყოფის მიყენებას ჯობია აუხსნა ადამიანს რაც სწორად არ მიგაჩნია.ისე მე არც პატრიარქი მიხსენებია და არც სინოდის გადაწყვეტილება

    • besiki says:

      ამ საკითხზე ჯობს მიაკითხო კომპეტენტუს მოძღვარს ყველა მოძღვარი ვერ გიპასუხებთ იმას რაც არ იცის და შეიძლება თავისი ვერსია გამოთქვას…

  • ნ. says:

    n ..-თქვენ მ კატეგორიის ადამიანს მიეკუთვნებით, ვინ თვით ათ მცნებაშიც კი ალბათ რაღაც საეჭვოს გამონახავს. იქნებ დამშვიდდეთ და პარიარქის გადაწყვეტილებას პატივი სცეთ და ხალხი ნუ სეგყავთ შეცდომაში. არა მგონია უწმინდესზე უკეთ ერკვეოდეთ ამ საკითხში. პ.ს. თავს ნუღარ მოგვაბეზრებთ თქვენი მწვალებლობით

  • n says:

    მწვალებელიც ვყოფილვარ….ცუდი შედარება გააკეთეთ 10 მცნებასთან დაკავშირებით….
    წინასწარი შეფასებებისგან თავი შეიკავეთ….სულ სხვა პასუხს ველოდი..მაგრამ არაუშავს,ზოგიერთებს არ დავემგვანები პასუხებში…თუ რამეში უკეთ გაერკვევით მეც დამდეთ პატივი და გამარკვიეთ..შეცდომაში ვის ვინ შეყავს ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ დარჩება ალბათ კიდევ ცოტა ხანი…………

  • ქართლოსი says:

    100% ვეთანხმები პატრიარქის ლოცვა-კურთხევას, სინოდის დადგენილებას და გოჩას.

  • სალომე says:

    ერთის მჯერა რომ გმერთიც და პატრიარქიც სამართლიანები არიან და პატრიარქმა იცის რასაც აკეტებს :) გმერთი იყოს ჩვენი მფარველი !!

  • თეიმურაზ კალანდარიშვილი says:

    საფიქრალი რა არის.პატრიარქმა იცის რასაც აკეთებს და რა არის უკეთესი ჩვენი ერისთვის და ქვეყნისთვის.ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს ჩვენი სულიერი წინამძღვარი.ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო! ჩემი მესამე შვილის ნათლიაა უწმინდესი და ღმერთმა ინებოს კიდევ მოგვეცეს შვილები.

  • ნინო says:

    პატრიარქის ნათლულებზე გასაგებია და ზოგადად როგორ არის?
    საერთო ნათლიის ნათლულებს არ შეუძლიათ დაქორწინება?

  • ნინო says:

    რატომღაც ვფიქრობდი,ალბათ იმ ასაკამდე ვერ მივიდოდა ეს თაობა რომ ოჯახები შექმნან….და ამის მიზეზი იყო ის,რომ ვფიქრობდი,ბოლო ჟამამდე ცოტაღა იყო დარჩენილი…მადლობა ინფორმაციისთვის და იმედისთვის

    • besiki says:

      ცოტა არ იყოს გამაცინეთ რადგან თქვენივე კითხვისთვის ესეთი უსუსური პასუხი გაგიციათ… და ვინ გითხრათ რომ ბოლოჯამი ეხლა იქნება 10 წელსიი??? ბოლოჟამი კია მაგრამ ბოლოჟამს რა არ იქნება ქორწინებები??? ეგ თვენ სამყაროს აღსასრული იგულისხმეთ ალბათ,მაგრამ არც ეგ არიცის უფლის გარდა არავინ და შეიძლება აღსასრული საუკუნეები გაგრძელდეს ამას ვერავინ იწინასწარმეტყველებს ზუსტად…

  • მარინა says:

    tqven ra icit rodis aris bolowami?eg aravin icis da rogor amtkicebt es bavshvebi mivlen tu ara im asakamde?

  • მამია says:

    კითხვა მაქვს, წინასწარ მადლობთ

    შესაძლებელია თუ არა ერთი გვარის ადამიანთა შეუღლება(სხვა ხაზი, შტო,…ყველაფერს ვგულისხმობ)

  • forebichi says:

    საბოლოო პასუხი: ქართლის მოქცევის დროს მოხდა ერის საჯარო, ს ა ე რ თ ო ნათლობა, გამოდის რომ ჩვენი ერი აღარ უნდა გამრავლებულიყო? სანამ უ გ უ ნუ რ მდგომარეობაში აღმოჩდებით, პირის გაღებამდე დაფიქრდით. სჯულის აქტიურად “დამცველნი” თავს ნაბუშრებად ნუ ჩათვლით. პ.ს. რჯულის ცოდნა მეცნიერული დისციპლინაა და ყველა ნუ წაეპოტინება!!!!!!!!!!

  • forebichi says:

    მასწავლებელს განსწავლას ნუ დაუწყებთ! ! ! ! !

  • madona says:

    shekitxva— sheidzleba tu ara natliis shvilma natlulis shvili moikvanos colad

  • bibi says:

    აღნიშნულ საკითხზე გამოქვეყნდა ედიშერ ჭელიძის ვრცელი (ექვსას გვერდამდე) წყაროთმცოდნეობითი ნაშრომი ‘სული-ცხოველი” (თბ. 2012 წ.), სადაც თავმოყრილია და მოტანილია უკლებლივ ყველა წყარო ყველა ენაზე ნათლისღებასთან დაკავშირებით და აურაცხელი რჯულდებითი დოკუმენტის (I-XVIII სს.) წარმოდგენის შემდეგ ცხადყოფილია მართლმადიდებელი ეკლესიის შეუძრავი დოგმატური რჯულდებანი იმის შესახებ, რომ ყოვლითურთ ანტიმართლმადიდებლურ ქმედებად შეირაცხება და, შესაბამისად, აბსოლუტურად იგმობა: (I) მრავალნათლიობა (ნათლია ანუ მიმრქმელი უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ერთი), (II) მონაზონისგან, მღვდელმონაზონისგან, მღვდელმთავრისგან (რომელიც ასევე მონაზონია) და ასევე მღვდლისგან, ზოგადად ყველა იმისგან, ვინც ‘საკურთხევლისაგანია”, ნათლიად ანუ მიმრქმელად დადგომა (გარდა იმ შემთხვევვისა, როდესაც მოსანათლის სიკვდილის საფრთხეა) ანუ მათ არ აქვთ უფლება და ეკრძალებათ თუნდაც ერთი ნათლულის ყოლა (აღარაა საუბარი უფრო მეტ ნათლულზე), (III) ერთი ნათლიის ანუ ერთი მიმრქმელის სულიერ შვილთა ანუ სულიერ და-ძმათა შეუღლება. ეს უკანასკნელი მოვლენა (ერთი ნათლიის ნათლულთა შეუღლება) მართლმადიდებელი ეკლესიის რჯულდებათა მიერ ურყევად განსაზღვრულია როგორც ხორციელი და-ძმის შეუღლებაზე უფრო მძიმე ცოდვა, რადგან მეექვსე მსოფლიო კრების დადგენილებით სულიერი ნათესაობა ხორციელზე აღმატებულია. ამ უეჭველ დებულებას (ანუ აბსოლუტურ აკრძალულობას ერთი ნათლიის სულიერი შვილების ქორწინებისას, რომლებიც უთუოდ ერთიმეორის სულიერი და-ძმები ანუ ‘მირონცხების და-ძმები” არიან) ზედმიწევნით მკაფიოდ და უმკაცრესად გვიდგენს ბერძნულ-სლავური საეკლესიო თუ სამოქალაქო სამართლის ძეგლები, ეკლესიის უწმინდეს მამათა ერთხმობითი კანონიკური განჩინებანი და ყველა ეპოქის ყველაენოვანი ‘სჯულისკანონის” უმკაფიოესი და პირდაპირი დებულებანი. უკლებლივ ყველა წყარო იხილეთ ზემორე პუბლიკაციაში, რაც იყიდება ‘ალილოს” ქსელის მაღაზიებში. რამდენადაც ვიცით, ზემორე საკითხებზე ედიშერ ჭელიძეს, წიგნის გამოქვეყნებამდე, არაერთი ვრცელი და დაწვრილებითი ზეპირი ლექცია-საუბარი აქვს ჩატარებული თბილისის სასულიერო აკადემიის ყველა კურსზე, ბოდბის დედათა მონასტერში, საკითხით დაინტერესებულ ყველა სამღვდელო პირთან თუ მღვდელთმთავართან. წყაროები იმდენად აშკარა და ერთმნიშვნელოვანია, რომ განსხვავებული აზრი გამოირიცხება

  • ნინო says:

    ხალხო ნუ გადამრიეთ თუ მართლმადიდებლები ხართ უნდა იცოდეთ რომ რამდენი თავიც არსებობს იმდენი აზრია.”კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო”სტატია წინ გიდევთ, წაიკიტხეთ დაკვირვებით და იყავით მოჩილები.ეს ხომ სინოდის გადაწყვეტილებაა.რაღაა სადაო.სწორედ ეს გვღუპავს მეც და თქვენც რომ კურთხევას ისე არ ვასრულებთ როგორც ეკლესია გვმოძღვრავს.

  • გიორგი says:

    გამარჯობათ!

    შეკითხვა მაქვს:

    შეიძლება თუ არა მშობლის ნათლული მოვიწონო და ვიფიქრო სერიოზულად?

    ინტერნეტში მოვიძიე სხვადასხვა ინფორმაცია სულიერ და ხორციელ კავშირებზე (ქორწინების შემთხვევაში), მაგრამ მინდა წიგნში წავიკითხო უფრო ღრმა ახსნა ამ ყველაფრის რომ სიღრმისეულად მივხვდე რასთან მაქვს საქმე და რატომ არის პასუხი – არა.

    თუ ვინმეს შეგიძლიათ დამეხმაროთ.

    მიმითითეთ ლიტერატურა კონკრეტულად და გარკვეულად, ან ამიხსენით ცოტა ღრმად ეს ყველაფერი.

    პატივისცემით გიორგი.

  • eka says:

    კომენტარებს სრულად ვერ გავეცანი და თუ ეს კომენტარი სხვასაც უწერია მაშინ მაპატიეთ განმეორებისთვის, მაგრამ რო არ დამეწერა არ შემეძლო. ხალხნო პატრიარქმა ეს ნათლობა იმიტომ გადაწყვიტა რომ ქართველები ცოტა ვართ და რო გავმრავლებულიყავით. თუ ეს ნათლობა პატრიარქის ნათლულებს დაქორწინებაში ხელს შეულშლის მაშინ გამოდის რო პატრიარქის ნათლულები ვერ გამრავლდებიან, როგორ ფიქრობთ პატრიარქი რომელიც დღე და ღამ ჩვენთვის ლოცულობს და რომელსაც ჩვენი გამრავლება უნდა ასეთ რამეს ვერ გაითვალისწინებდა? აბა დაფიქრთით, რადგან პარიარქმა გადაწყვიტა ქართველების გამრავლების მიზნით ბავშვების მონათვლა ესეიგი მათი დაქორწინებაც დასაშვებია თუ არა და გამოდის ვერ გავმრავლდებით რადგან პატრიარქს ძალიან ბევრი ნათლული ყავს, ხალხი სპეციალურად აჩენს ბავშვებს პატრიარქს რო მოანათლინოს და რა გამოვა ამ ბავშვებს თავის თაობაში გამრავლებს საშვალება არ აქვთ და უფროს თაობაზე უნდა იქორწინონ (თავისზე უმცროს თაობაზე ვერ იქორწინებენ რადაგან ისინიც შეიძლება პატრიარქის ნათლულები იყვნენ), რაც იმას ნიშნავს რო ვერ გამრავლდება მომავალი თაობა. ამას კი ჩვენი პატრიარქი რომელსაც ქართველი ერის გამრავლება სურს ნამდვილად არ დაუშვენდა.

  • kote says:

    mogitkant dedis trakebi.mixvdeba viszec aris natqvami

  • kote says:

    su daqliavda es xalxi.bodishi chemni cina komentari tu vinmes ar esiamovna

  • tengo says:

    piradat me patriarqis nebismier gadacyvetilebas tval daxuchuli gavyvebi arc davfiqrdebi

  • ann says:

    nutu sxva gza ar arsebobda eris gamravlebis problemis mosagvareblad…nu saubrobt ase darwmunebit,chven mxolod is vicit rac chvens gamocdilebashia…tandatan ashkaravdebian cxvris tyavshi gaxveuli mglebi,amis magaliti gushindeli reportajia…ratom ikmnit tavsatexs?mtavaria bavshvi moinatlos

  • sandro says:

    7 Taobis naTesaur kavSirs rogor axsniT es ar aris problema?

  • სანდრო says:

    rq gqmodis qmit akamde vinc 7 taobis natesavebi ikvnen, exla ukve agar arian natesavebi?

  • ნინო says:

    ხალხნო! ნუ მაგიჟებთ, რატომ მოქმედებთ სხვისი მითითებებით,ღმერთმა ხომ ყველა ჩვენთაგანს მოგვცა აზროვნების უნარი.ისე გააკეთეთ ყველამ როგორც თვენ გულებს გაუხარდება.
    p.s. პატრიარქის ნათულობა ნამდვილად დიდი პატივია მაგრამ მე ჩემი ნათლია,უბრალო ადამიანი,მთელ ქვეყანას მირჩევია. :)

  • Tamara says:

    რა საინტერესოა მესამე და ა.შ შვილებს იმიტომ რომ აჩენ , რომ პატრიარქმა მოგინათლოს :)))))))

  • ნინო says:

    პირადად ჩემი ღრმა რწმენით, დაუშვებელია და არც უნდა იყოს დაშვებული. ერთი ნათლიის ნათლულები სულიერი და-ძები ვართ და თუ კი ეს დასაშვებია კათოლიკოს პატრიარქის შემთხვევაში, რატომ არ შეიძლება დაშვებული იქნეს სხვა ნათლიის შემთხვევაშიც? თუ მირონს ერთნაირად არ აცხებენ და ნათლობის ლოცვებს ერთნაირად არ ამბობენ? კონკრეტული პიროვნებისთვის გამონაკლისის დაშვება ფურცელზე თუ მის გარეშე, არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ეს ბავშვები მაინც რჩებიან სულიერ და-ძმად.
    ვსაუბრობთ, რომ შობადობა გაიზარდა პატრიარქის ამ ნაბიჯით, მაგრამ მგონია, რომ ამ ნაბიჯით პატრიარქმა თავისდა უნებლიედ (????) ან მომავალში შობადობის და ერის გამრავლების პრობლემა შეგვიქმნა ან/და რწმენაში რღვევა (ისედაც ისე აქვს ძირი ჩვენ სარწმუნოებას გამომპალი, შიდა სამზარეულოს წყალობით)და რაღაცეების გადაფასება “შემოგვაპარა” რბილად და ტკბილად, კეთილი საქმის სახელით.

    • ანა says:

      სრულიად ვეთანხმები ნინოს!!! კიდევ და კიდევ მივდივართ სარწმუნიების გაიოლებისკენ, რაც არაერთ წმინდა მამის მიერ არის ნაწინასწარმეტყველები ბოლო ჟამზე. ეკუმენიზმის ერთ-ერთ დამახასიათებელი ფორმაა ეს.. ნუ იბრმავებთ თვალებს, გამოფხიზლდით რასთან გვაქვს საქმე. დღეს დავით აღმაშენებელი არ გვყავს. მრევლზეა ეკლესიის მხილების საკითხი დამოკიდებული. მრევლს დიდი ძალა აქვს თ ის არაა ზომბირებული.

  • ნინო says:

    ჰოო, კიდევ ერთი, ნათქვამია: გამკეთებელმა ერთი ქნა, დამბრალებელმა ათასიო, ცოდვაც და მადლიც მისი იყო… როგორც ნათლია ლოცულობს ნათლულებისთვის, ისე ნათლულები ვლოცულობთ ნათლიებისთვის…. რამდენად ჩვენზე და ერის გამრავლებაზე ფიქრობდა იქნებ და საკითხავიც კია? ათიათასობით ლოცვა ნებისმიერ სამოთხის კარს გაუღებს ნებისმიერს… ახლა ვიღაც ღრმა მორწმუნე, რბილად რომ ვთქვა, ქოქოლას დამაყრის და ეშმაკი გაზის მხარზე, ეშმაკი გალაპარაკებსო, მეტყვის… I don’t care! რასაც გლწრფელად ვფიქრობ იმას ვამბობ…

    • daviti says:

      gulrwfeloba kargia magram codnastan ertat umagresia! tqven rom icodet elementaruli ram, yvela saqartvelos martmadidebeli mlocveli yoveldge ixseniebs patriarqs locvebshi agar gagichndebodat eg ampartavnuli cduneba da sheurawyofas ar miayenebdit patriarqs.

      P.S pirdapir shegidzliat sheuracwyofis miyeneba, ar aris sachiro “chkvianuri” azrebis gamotqma..ager iraklic getanxmebat!

  • ნინოს ვეთანხმები აბსოლიტურად! რაც შეეხება იმას რომ არ შეიძლება “წმინდა“ სინოდი ან კათალიკოსი შეცდეს, იმას გეტყვით რომ შეუმცდარი მხოლოდ ღმერთია! ჩვენ ყველა ცოდვილები ვართ და ნებსით თუ უნებლიედ ვცოდავთ! ჩემი აზრით ეს ძალიან დიდი შეცდომაა და დაუშვებელია რომ ერთი ადამიანის ნათლულები დაქორწინდნენ! ხოლო რა მიზნით განხორციელდა ეს, ერის გამრავლების თუ მლოცველის მომრავლებისთვის, ამის განსჯა თქვენთვის მომინდვია ჩემო კეთილო ქართველო ერო, თუმცა სიმართლეს ყოველთვის გაიკვლევს გზას ცხოვრებაში! არ დაგავიწყდეთ რომ რმერთმა ადამიანი თავის ხატად შექმნა… მოაზროვნე არსებად და არა ყურმოჭრილ მონად!

  • ana anu says:

    რჯულის კანონით ქორწინება დაუშვებელია ნათლიის პირდაპირ შთამომავლობასა (ანუ ნათლიის შვილები მისი შვილიშვილები და ა.შ) და ნათლულის პირდაპირ შთამომავლებს შორის. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს პატრიარქს შთამომავლობა არ ჰყავს. შესაბამისად, ნათლულებმა შეიძლება ერთმანეთში იქორწინონ.

    • ლილე says:

      როგორ არა ჰყავს? ძმიშვილები,დიშვილები,მეუფე დიმიტრი რომელიც პატრიარქის ძმიშვილია 3 შვილი ჰყავს 7 შვილიშვილი,გიორგი შიოლაშვილს პატრიარქის ძმიშვილიშვილს მალე ეყოლება ღვთისნებით, ახალდაქორწინებულია,…არც მასეა რომ გგონიათ

  • ბადრი says:

    დიდება უფალს უფალო დაიცავი ყველა ქართველი,გვიდღეგრძელე პატრიარქი

  • ლილე says:

    ძალიან მიყვარს ჩვენი პატრიარქი.უბრალოდ მართლა არ მესმის სჯულის კანონის შეცვლა როგორ შეძლება.მიიღებს კი ღმერთი კაცთაგანის მიერ ამ ჩარევას თუნდაც პატრიარქის. წლები გვიჩვენებს…მაგრამ მე არ მოვანათლინე მესამე შვილი.მირჩევნია ისე იყოს მონათლული როგორც საუკუნეების მანძილზე ინათლებოდნენ.

  • sandro says:

    თუ ბოლომდე წაიკითხეთ ყველაფერი რაღას დაობთ ვერ ვხვდები:

    “საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის 2007 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე გადაწყდა, რომ კონკრეტულად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულებთან დაკავშირებით იქნას გამოყენებული საეკლესიო იკონომია და მომავალში, თუ შეიქმნება ამის პრეცედენტი, დაიშვას მათ შორის ქორწინება.”

  • ვაი თქვენს პატრონს!!! ქრისტიანი ზომბები, ვინახართ თქვე ერთ უჯრედიანებო, მეტი საქმე არაგაქვთ, რელიგია ყველაზე მომგებიან ბიზნესად რჩება კაცობრიობის ისტორიაში, აფერისტების ბრბო მთელი საპატრიარქო, სამარცხვინოები, ბანდ ფორმირება, ან ქრისტიანობა რა იყო როგორ იყო ვინიცის, რას ვკითხულობთ ვის დაწერილს და ნაბოდვარს ან ეს ვინ იცის, ტვინი გამოურეცხეს ხალხს, ეშმაკიო, სატანაო ან ეგ ვინ ნახა, ანგელოზიო ესო ისო, ვაი!!!

  • არის გარჩევა რა და როგორ! შეიძლება არ შეიძლება! ვინ თქვა, რომ შეიძლება ან ვინ თქვა, რომ არ შეიძლება?! ვინ გაარჩია და გადაღეჭა ასე ეს თემა?! ქრისტეს პირადათ არაფერი დაუწერია, მისი მოწაფეების ნაბოდვარს ვკითხულობთ, ცხრაასჯერ გადაწერილს და გადაჟღაპნილს!!! ასე ბრმად გჯეროდეს ადამიანს და ენდობოდე ეს ხომ სრული სიბნელეა!!! ვინ ხართ რა ხალხი ხართ გაოცებული ვარ!!!

  • Levani says:

    Patriarks ubralod unda moenatla, rogorc chveulebriv mgvdels da tviton natlia ar unda iyos. Xalxi mainc brmaa da mxolod magitac moimatebda shobadoba. Religiashi eget sakitxebshi gamonaklisi chemtvis miugebelia. Gamodis ro patriarkis shemtxvevashi gamonaklisi daishveba? Mashin yvela natliaze daushvan. Anda gamoacxadon ro natloba sulac araa saidumlo da siwminde. Me ar momwons aseti pormit es qmedeba. Mashin martla uket axsnan.

  • liza says:

    Au mainc did codvad mimachnia da morcha.vin dawera da vin gadaaketa es kanonebi?iqneb Margo shobadobistvis AR arid es nabiji gadadgmuli?davfiqrdet Ra dgas am yvelafris ukan,yvela mgvdeli sxba da sxva ragaceebs rom qadagebs,jipebze rom zian magari nomrebit ,mosawonia?

  • ირაკლი says:

    რაღაც დავიბენი,მე რომ მოვნათლო 100 000 ბავშვი არ შეიძლება? და მაგი კანონი მარტო უწმინდესზეა თუ ყველაზე ვრცელდება? მე ვთვლი რომ ყველა ადამიანი თანასწორია უფლის წინაშე.

  • დაჯი says:

    ერთი მოკრძალებული შეკითხვა მაქვს: სულ რომ არ არსებულიყო პატრიარქის ეს ინიციატივა, ქალი და ვაჟი როცა ერთმანეთს გაიცნობს, სანამ ქორწინებამდე, ხორციელ სიახლოვემდე მივა საქმე, არ უნდა გამოჰკითხონ ერთმანეთს ასეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია? თუ მარტო სახელის ცოდნა საკმარისია. არ ვარ არც მოხული და არც ძველმოდური, მაგრამ ქორწინებამდე უნდა იცოდე, ვინ არის შენი რჩეული, საიდან არის, წარმომავლობა, ნათლიები და ასე შემდეგ. იქნებ სულაც შენი ბიძაშვილია, ნათესავია, იქნება ნათელ-მირონია. არ უნდა იკითხო?

  • guja says:

    mamakacs tu seuzlia tavis dis natliashvili sheirtos colad

  • ზვიადი says:

    ყველაფერი კარგად არის ახსნილი, ძალიან სასიხარულოა, მეც ვნერვიულობდი მაგ საკითხზე.

  • ეთერი says:

    ისე იარლიკები უნდა მიიკრან უკეთესია.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი