მთავარი » ახალი ამბები

დარიალის ხეობაში მამათა მონასტერი იხსნება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 11.09.2011 2 კომენტარი | 5,167 ნახვა

15 სექტემბერს, დარიალის ხეობაში, საქართველო-რუსეთის საზღვართან მამათა მონასტერი გაიხსნება.

დარიალის ხეობა“ხუთშაბათს იხსნება წმიდა მთავარანგელოზის სახელობის მონასტერი. ეს არის რუსეთ-საქართველოს საზღვარზე და შემთხვევითი არ არის, რომ იქ შენდება, ეს იქნება საქართველოს დაცვა”, – აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას.

14 სექტემბერს, ტაძარში მთელი ღამის განმავლობაში გადაიხდიან პარაკლისს, 15 სექტემბერს კი მამათა მონასტერში პირველ საზეიმო წირვას უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე აღავლენს.

პატრიარქის თქმით, ვისაც აქვს დრო და სურვილი, წამობრძანდნენ დარიალის ხეობაში. ვისაც საშუალება აქვს, სასურველია ახალ მონასტერში შესაწირავად წაიღონ ერთი ტომარა ფქვილი, ერთი ბოთლი წითელი ღვინო და ერთი ბოთლი ზეთი.

დარიალის ხეობა
აღსანიშნავია, რომ წმიდა მთავარანგელოზის სახელობის მამათა მონასტერი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკლესია იქნება საქართველოში.

სახელწოდება დარიალი წარმოდგება სპარსული დარი ალანისაგან. ხეობა ცნობილი იყო ჯერ კიდევ ანტიკური ხანის გეოგრაფებისათვის. ძველ ქართულ წყაროებში იგი იხსენიება როგორც დარიალნი, დარიელა, არაგვის კარი, იბერიის კარი, კავკასიის კარი, სარმატიის კარი, ივსთა კარი და სხვა.

ხეობაზე უძველესი დროიდანვე გადიოდა ამიერ- და იმერკავკასიის დამაკავშირებელი გზა. ციხის ტერიტორიაზე მრავლადაა შემორჩენილი სხვადასხვა შენობის ნანგრევები.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.