მთავარი » პოპულარული

დარიალის ხეობაში სამონასტრო კომპლექსი იკურთხა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.09.2011 ერთი კომენტარი | 7,575 ნახვა

დარიალის ხეობასრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ დარიალის ხეობაში წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი დღეს აკურთხა და პირველი წირვაც მან აღავლინა.

“უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: კლდესა ამას ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ვერ ერეოდიან მას. ასეთი ტაძარი აშენდა “კლდესა ზედა” და დარწმუნებული ვართ, რომ “ბჭენი ჯოჯოხეთისანი” ვერ მოერევიან მას. ყველას მივულოცავ ამ ბედნიერ დღეს. ალბათ, საუკუნეების განმავლობაში ქართველი ხალხი ელოდებოდა დღეს, რომ აქ, საქართველოს კარიბჭეში წმიდა მთავარანგელოზების, მიქაელისა და გაბრიელის სახელობის ტაძარი აშენებულიყო. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, უფრო მეტად – სულიერი თვალსაზრისით. მთავარანგელოზები მიქაელი, გაბრიელი, რაფაელი და სხვები არიან მფარველნი ყოველი ადამიანებისა და საქართველოს,” – დასძინა უწმიდესმა ქადაგებისას.

ტაძარი საქართველო-რუსეთის საზღვარზე მდებარეობს. უწმიდესის თქმით, აქ შემოსული თითოეული სტუმარი მიხვდება, რომ მართმადიდებლურ, მშვიდობიან ქვეყანაში შევიდა. შედგება მოლაპარაკებები ქვეყნის მეთაურებს შორის. “ეს ტაძარი იქნება ციხესიმაგრე, როგორც – თამარ მეფის დროს. გვიჩვენებს სასწაულს, რაც გამოიხატება იმაში, რომ ჩვენი ქვეყნები ისევ მშვიდობიან ურთიერთობაში იქნებიან”, – დასძინა პატრიარქმა.
დარიალი
უწმიდესმა წირვაზე მყოფ საქართველოს პრეზიდენტსაც მიულოცა დღევანდელი დღე და მთავარანგელოზ მიქაელს სრულიად საქართველოს მფარველობა შესთხოვა.

წმიდა მთავარანგელოზის სახელობის მამათა მონასტერი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკლესია იქნება საქართველოში.

დარიალის ხეობაში ახალი სამონასტრო კომპლექსი პატრიარქის ინიციატივით აშენდა და ის რამდენიმე ეკლესიას აერთიანებს. მშენებლობა 2005 წელს დაიწყო და კვლავ გრძელდება. დარიალის ხეობაში მამათა სამონასტერო კომპლექსი საბოლოოდ 12 ტაძრის მშენებლობას ითვალისწინებს.

თეონა ნოზაძე

ფოტო ბაია ლომსაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი