მთავარი » საზოგადოება

დარჩება თუ არა ID ბარათები?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 29.01.2013 30 კომენტარი | 7,856 ნახვა

ID ბარათებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა მიმდინარეობს კვლევები და კონსულტაციები შესაბამის დაინტერესებულ ჯფუფებთან, ID tea აღნიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში, გადაცემა “პოზიციაში” სტუმრობისას:

“დღესდღეობით საქართველოში გაცემულია 600 000-ზე მეტი ID ბარათი, ანუ ჩიპიანი ბარათი. წინა ხელისუფლებამ ისე მოახვია ეს ბარათი მოსახლეობას თავს, რომ წინასწარ არ გააკეთა ის, რისი გაკეთებაც სამწუხაროდ, ახლა მე მიწევს. კერძოდ, საზოგადოებასთან, შესაბამის დაინტერესებულ ჯფუფებთან კონსულტაცია და იმის ახსნა, რა ინფორმაციის შემცველია ეს ბარათები. ეს სამუშაო არ ჩატარებულა. ამიტომ, ღიად ვამბობ, ვიმყოფები რთულ მდგომარეობაში. უკვე არსებული ფენომენის ფუნქციონირების პირობებში მიწევს იმ სამუშაოს ჩატარება, რაც მანამდე უნდა ჩატარებულიყო.

არავინ არ უარყოფს, რომ ევროკავშირი ჩვენგან მოლაპარაკების გავრცელების ერთ-ერთ პირობად აყენებენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ID ბარათი უნდა ჰქონდეთ. ამას არავინ არ აპროტესტებს. როდესაც ასეთი სიახლე შემოგაქვს და ამგვარი ფენომენისადმი სერიოზული წინააღმდეგობა არის, ჯერ ახსნა-განმარტებითი სამუშაო უნდა ჩაატარო. სხვათაშორის, პიარკამპანია, რომელიც ბატონმა ვაშაძემ აიდი ბარათთან დაკავშირებით აწარმოა, იყო აბსოლუტურად ტყუილზე დაფუძნებული. იყო ნათქვამი, რომ აიდი ბარათი არის უფრო მეტი, ვიდრე პირადობის მოწმობა და ამ დროს, აიდი ბარათი არ არის უფრო მეტი, ვიდრე პირადობის მოწმობა. ის არ შეიცავს არანაირ ინფორმაციას, რომელიც საშუალებას აძლევს ვიღაცას, რომ კოსმოსში გვაკონტროლოს.

ჩვენ ვაგრძელებთ შეხვედრებს, რომ ზუსტად გავიგოთ, ვის რა აწუხებს. ესეც კი არ გაკეთებულა. წინა ხელისუფალს არ გაუგია, ვის რა აწუხებს, არადა, ხელისუფლის როლი ეს გახლავთ. ვატარებთ კვლევას. ამ კვლევაში მოვიწვიე სასულიერო პირები, ვისაც შევხვდი, რომ მონაწილეობა მიიღონ და ზუსტად აგვიხსნან, რა კუთხით ეწინააღმდეგება აიდი ბარათი რელიგიურ დოქტრინას, მრწამსს, რწმენასა და მორწმუნეების მიდგომას ამ საკითხისადმი.

ასევე, ჩვენ ვატარებთ კვლევას, დავინახოთ საზოგადოებაში ზუსტი სურვილები, რა პრეტენზიებია და ვატარებთ პრეზენტაციებს, სადაც ახსნილია ერთი ძალიან მარტივი რამ: თუ აიდი ბარათს სპეციალურ მანქანაში არ შეაერთებ კომპიუტერთან, ის აბსოლუტურად იგივეა, რაც ჩვეულებრივი ლამინირებულია ბარათი. ამიტომ, აიდი ბარათი არის ლამინირებული ბარათი, თუ გვინდა რომ ასეთი იყოს. ჩემ შემთვევაში ასეა, იმიტომ რომ მას კომპიუტერთან არასდროს არ ვაერთებ და ვისაც სურს, რომ კომპიუტერში შეაერთოს და ახალი ტექნოლოგიებით ისარგებლოს მას ეს არჩევანი უნდა ჰქონდეს. მაგრამ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

თავსმოხვეულმა აიდი ბარათმა არაერთ ოჯახს შეუქმნა დიდი პრობლემა, თუნდაც ბავშვის აცრის, განათლების მიღების და ეს პრობლემები პრობლემებად არ უნდა დარჩეს. ის უნდა გადაიჭრას. გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია, როგორ იქნება საბოლოო, მაგრამ ვართ კვლევის პროცესში, რომელიც მანამდე უნდა ჩატარებულიყო,” – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

30 კომენტარი »

  • თეა says:

    ხოდა თუ აღარაფერი საშიშროება აღარ არის გააუქმეთ!!!!!!!!!!აღარ გვჭირდება რაც გინდა იყოს!!!

  • ia says:

    გააუქმეთ, ლამინირებული პირადობებიც გვეყოფა. რა საჭიროა ამაზე ამდენი დროის დაკარგვა

  • tatia says:

    gaauqmettt aidi baratebi an nebayoflobit iyos

  • Tiko says:

    gaaukmet da uares shemtxvevashi ikos alternatiuliii!!!

  • კესო says:

    გააუქმეთ,არ გვინდა და რატომ უნდა ვიყოთ იძულებულები რომ ავიგოთ ყველამ.ან გახადეთ ნებაყოპლობითი.

  • natalia says:

    ratom gvartmevt chven archevanis uflebas? geqnebat ID barati arada iqnebi piradobis gareshe, an shemoiget alternatiuli barati an arada sul gaauqmet, tqven ar gaqvt amis ufleba , girchevt ar caxvidet martmadidebeli eris cinaagmdeg.

  • aaani says:

    vfiqrob visac mowons da iyenebs am barats matac aqvt iuridiuli ufleba ataron, ase rom mgoni yvelaferi nebayoflobiti unda iyos, iyos alternatiuli baratic. bolo bolo magis gamo sazgvarze ver gadavsulvar,…

  • ნანა says:

    მინდა ვთქვა რომ ქალბატონ თიამ ძალიან ლაკონურად ჩამოაყალიბა აზრი და ნორმალურად სთქა სათქმელი,მაგრამ არამგონია რომ მან არ გაითვალისწინოს ხალხის და არა მარტო ერის აზრი ,იცით რა არის ხალხოო?! ჩვენი აზრი და ახსნა ამ ბარათების შესხებ ზოგიერთი ადამიანის გონებისთვის იმდენად გაუგებარი და მიუწვდომელია ,რომ(იმ ხალხისთვის ვისაც დაჟინებით სწამთ რომ არაფერია საშიში ID ბარათებში)ეს მარტო იმ სასულიერო პირებმა უნდა აუხსნას მათ ,რომლებსაც მეტად ააქვთ შესწავლილი თუ რაოდენ არაა ადამიანისათვის სასურველი,აი მათგან უნდა გაიგონ თუ რატომ არაა საჭირო ამ ბარათების არსებობა,ხოდა აი ამის გაგება კი არანაირად არ სუურტ,ესაა მთელი უბედურებააა..

  • ელისაბედი says:

    რა საჭიროა ამდენი შეხვედრა და ამდენი საუბარი.კარგია,მაგრამ მაინც არ გვინდა და ტყუილად დრო ნუ გაგყავთ!მოგვეცით არჩევანის საშუალება!პატივი ეცით ამდენი ხალხის აზრს და მოთხოვნას!

  • ლიკა ბერიძე says:

    იმედია ოდესმე მეღირსება ჩემი ვადა გასული პირადობა შევცვალო…ზუსტად ID ბარათის გამოა რომ წელზე მეტია დავდივარ ვადა გასული პირადობით!!!

  • lazare says:

    მე მგონი ყველაზე ცუდი ისაა, რომ ეს ჩიპიანი ბარათები, რომელზეც ასე მიმზიდველად ლაპარაკობენ და ასე უვნებლად მიაჩნით, სინამდვილეში მართლაც დიდი საშიშროების მატარებელია!

    ქალბატონი თეა, რომ ბრძანებს მე მაქვს და კომპიუტერს არ ვუერთებ და ამიტომ საშიში არ არისო, იქნებ და ვიღაცამ ჩვენი ნების გარეშე (საზღვარზე, მაღაზიაში, ნებისმიერ საჯარო დაწესებულებაში!!) პირადობის დადასტურების მიზნით ან ნებისმიერი მიზნით მიუერთა ეს ბარათი კომპიუტერს და იქ არსებული მონაცემები შეცვალა ან ამ მონაცემებით, ჩვენ პირად ცხოვრებაში შემოიჭრა, მერე ვინ არის იმის გარანტია, რომ რასაც უნდა იმას გამიკეთებენ და რასაც უნდა იმას გამაკეთებინებინებენ!?

    არსებობს ასეთი მეთოდი: საცდელ ვირთხას ყოველდღიურად, ძალიან მცირე დოზით აღებინებენ შხამს და შემდეგ ყოველდღიურად უმატებენ ამ დოზას და საბოლოოდ ვირთხის ორგანიზმი ეჩვევა ამ შხამს.
    ზუსტად ასეთივე პრინციპით, ამ ბარათით, ხდება ჩვენი მომზადება ანტიქრისტეს ბეჭედისათვის, რომ საბოლოოდ ვერი ჩიპი, რომელიც უკვე დამზადებულია და მას აქვს სწორედ ის ფუნქცია, რომელიც აღწერილია იოანეს გამოცხადებაში მეორედ მოსვლის შესახებ, შეყვანილი იქნეს შუბლზე ან მარჯვენა ხელზე და მისი საშუალებით მოხდეს ჩვენი დამონება ანტიქრისტესადმი!!! სწორედ ამისი გვეშინია და ამიტომ მტკიცედ და რწმენით ვამბობთ უარს ამ ჩიპიან ელექტრონულ ბარათებზე!

    და ეს უნდა გაიგოს ახალმა ხელისუფლებამ და თუ მართლაც ხალხის და ერის სასარგებლოდაა მოსული, მიიღოს ჩვენი თხოვნა და შემდეგ მოთხოვნაც! ან სრულიად გააუქმოს ეს ბარათი, ან დაუშვას ალტერნატიული ჩვეულებრივი უჩიპო ბარათები! წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება დიდი-დიდი საპროტესტო ტალღები.

    მცირე განმარტება: ამ ვერი ჩიპის გარეშე, ვერც იყიდი ვერც გაყიდი და საერთოდ ეგრეთ წოდებული კომფორტისათვის იქნება მოთხოვნა, ან დათმე ღმერთი და აღიარე ანტიქრისტე და მიიღე ეს ვერი ჩიპი (ანუ იგივე ანტიქრისტეს ბეჭედი) ან შენ არ გექნება არანარი უფლება არსებობისა.

  • Gela says:

    რამდენჯერ უნდა ვთქვათ ერთი და იგივე, ან რად უნდა ამდენი კვლევა?!!!
    ან გააუქმეთ და თუ ასე მისტირით ევროპას, ალტერნატიული მოწმობები შემოიღეთ ან ვისაც აქვს გაუგრძელეთ ვადები. აუცილებლად.
    თქვენ მაინც ნუ უშლით ადამიანებს ნერვებს!!!
    კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ადამიანებს უნდა ქონდეს არჩევანის გაკეთების უფლება და არავის დედამიწის ზურგზე არა აქვს მისთვის ამ უფლების გაუქმების უფლება!!!

  • dato says:

    rac sheexeba am chipebs es aris tavze moxveuli xalxistvis araniariad saketildgeo ar aris pirikit uaresia… mteli monacemebi ert sivrceshia da iolat sheizleba shesvla gatexva kontroli da atasi maxinacia ar shecdet da ar aigot es chipi garcmunebt es mxolot ubedurebas mogitant momavalshi… tu es xelisufleba martlac xalxisaa rogorc amboben mashin unda iyos artelnatiurli chveulebrivi piradobis mocmobebi tu ara da saertod gaakmon es chipebi.

  • კესო says:

    “თუ აიდი ბარათს სპეციალურ მანქანაში არ შეაერთებ კომპიუტერთან, ის აბსოლუტურად იგივეა, რაც ჩვეულებრივი ლამინირებულია ბარათი.”_თეა…არ გვინდა …არააა.ახლა თუ ეგ გახდება სავალდებულო, მერე ვერავინ მოგვცემს გარანტს, რომ კომპიუტერთან შეერთებაც სავალდებულო გახდეს.ეს ერთგვარი იძულებააა.

  • lasha says:

    gaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaauqmet ra maincdamainc saxalxo mgelvareba unda daiwyos shemoige she dalocvilo alternativa sxva qveynebshi xom aris ara daigala xalxi ertidaigives werit da motxovnit

  • cyber says:

    ქ-ნი თეა გვეუბნება, რომ წინა ხელისუფლებამ არ გააკეთა ის, რომ მან ხალხს არ აუხსნა ამ ბარათის შემოღების სიკარგე და აუცილებელი მოთხოვნები ევროკავშირიდან (მეტიც წინა ხელისუფლება აყვედრიდა კიდეც ხალხს ნახეთ რა კარგ რამეს ვაკეთებთო), და ახლა მე მიწევს ამის გაკეთებაო. ანუ ხალხის დარწმუნება რომ ბარათები ცუდი არააო. არ გვინდა ახსნა ქ-ნო თეა, ვიცით რომ ძალიან კარგია, ყველაზე მაგარია, უმაგრესია, მაგრამ არ გვინდა! ალტერნატივა გვინდა, ცუდი, ძალიან ცუდი, უცუდესი ალტერნატივა, მაგრამ გვინდა!

  • giorgi says:

    მიუხედავად იმისა რომ ერთი კონკრეტული აზრი ამ ბარათების შესახებ არ არსებობს ნუთუ ეს ეჭვი არ არის საკმარსი რომ მინიმუმ არჩევითი გახდეს ეს ბარათები. და როდესაც უფლის მიერ ბოძებული გვაქვს თავისუფალი ნება ამის უგულებელყოფა განა მთავრობას შეუძლია? მე იმ დაიმედებულ ადამიანთა სიას მივეკუთვნები რომლებსაც ეჭვიც კი არ გვეპარებოდა რომ ამ ბარათთან დაკავშირებით დგევანდელი მთავრობა ხალხის საკეთიდღეოდ მოიქცეოდა იმედი მაქვს ასეც მოხდება.

  • giorgi says:

    და კიდევ დავამატებ, რადგან ამ ბარათებზე არსებობს ე ჭ ვ ი მისი უარყოფითი მხარეების გამო გადაწყვეტილება აიდი ბარათების დატოვებზე პირდაპირ ნიშნავს მილიონობით( 4 მილიონი ხო მაინც ვართ) ადამინის სულის ს ა ს წ ო რ ზ ე შეყენებას. ან გაგვიმართლებს და ეჭვი ტყული არმოჩნდება ან…. და ადამიანებზე მინიმუმ არჩევანის მიცემის უფლება ნიშავს გახარებულ საზოგადოებას და უდიდესი ტვირთის მოხსნას საკუთარი თავიდან ვგულისხმობ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს.

  • giorgi says:

    ”თუ აიდი ბარათს სპეციალურ მანქანაში არ შეაერთებ კომპიუტერთან, ის აბსოლუტურად იგივეა”, ეს მინისტრის სიტყვებია და რა ხდება თუ ამ ბარათს კომპიუტერს შევუერთებთ? ამას რატომ არ განმარტავენ?

  • მარიამ–ხათუნა says:

    ქალბათონო თეა თქვენ ცოტა რბილად, მაგრამ წინა ხელისუფალივით ლაპარაკობთ….თუ ესე არ არის მაშინ მოგიწევთ დამტკიცება და ძალადობას შეეშვით და ხალხს ჰქონდეს არჩევანის უფლება. ნუთუ დაგავიწყდათ თქვენივე სიტყვები???? რომ თქვით ” მე იმასაც დავიცავ, რაც უმრავლესობას უნდა და იმასაც რაც უმცირესობასო” და რა “თავსატეხი” დაგიტოვათ წინა ხელისუფლებამ არ ვიცით…იმიტომ რომ თუ არაფერის შეცვლა შეგიძლიათ როგორც ახალ მინისტრს, მაშინ წინა ხელისუფლების გაგრძელება გამოდიხართ.
    და კიდევ ჯერ ხალხს შეეკითხეთ ევროკავშირში შესვლა უნდათ?თუ გინდ იმის გამო,რომ უკვე ბარათებს აძალებს და მერე რა იქნება? ან ევროკავშირს უნდა ჩვენი მიღება ?? (რაღაც ეჭვი მეპარება) ან ეს ევროკავშირი გამოგონებული ხომ არ არის საერთოდ ბარათების მიღების გამო??? მოდით ჯერ ევროკავშირში შევიდეთ…მოგვეწონოს..და თუ დარჩენას გადაწყვითავს ხალხი მერე ავიღებთ ბარათებს და თანაც ნებაყოფლობით…რადგან ყოველგვარი ძალადობა ძალადობაა!!!
    და კიდევ იმ 600 000 ძალით ააღებინეს,ყველას გული წყდება,ეგეც მისახედია და თქვენ გინდათ ეხლა დანარჩენი 4 მილიონი მივყვეთ?

  • ალექსანდრე ფარადაშვილი says:

    როდესაც წმინდა მოწამენი და თუნდაც მოციქულნი იყვნენ შეპყრობილნი(აღარ ვამბობ გვემულნი,ტანჯულნი და საბოლოოდ მოკლულნი)განა სწორედ მაშინ არ იყვნენ ისინი ყველაზე მეტად თავისუფალნი პიროვნულად,თავისუფალნი ყოველივე მიწიერისაგან? ნუთუ ”ჩვენი ბრძოლა ხორცთა და სისხლთა მიმართ არის”,მოციქულის სიტყვისამებრ? განა შეიძლება უტყვი,უგონო,უსულო რამ ჩადგეს ადამიანსა და უფალს შორის,როდესაც პიროვნება ღვთისადმი ჭეშმარიტი რწმენით,სასოებითა და სიყვარულით არის განმსჭვალული? ნუთუ ქრისტიანს ეშინია იმისა,რომ ვიღაც მის ცხოვრებაზე თუნდაც სრულ ინფორმაციას ფლობს,უსმენს,აკვირდება და ა.შ. მაშინ როცა უფალმა ადამიანის ცხოვრების,მისი სულის ყოველი კუთხე-კუნჭული,ყოველი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა,ყოველი მოძრაობა უწყის? (სამწუხაროდ,ამ უკანასკნელს ივიწყებენ და პირველზე გადააქვთ ყურადღება,როგორც ვამჩნევ). ნუთუ ადამიანის თავისუფლება ცოდვის მონობისაგან თავის დაღწევას არ გულისხმობს,რომლისგანაც მხოლოდ და მხოლოდ ”ძე ათავისუფლებს” სახარების მიხედვით? ვამბობ,სამოქალაქო თავისუფლება(მიწიერი,წარმავალი და ხრწნადი) შეიძლება მართლაც იზღუდება,თავისუფლება,რომლითაც ყველა სარგებლობს განურჩველად სარწმუნოებისა,ეროვნებისა,სქესისა და ა.შ.,მაგრამ ქრისტესმიერ ანუ ჭეშმარიტ თავისუფლებასთან ამას რა კავშირი აქვს და რატომ უნდა გადაეგოს ქრისტიანი ამისთვის ბრძოლას და მითუმეტეს,ჭეშმარიტ სარწმუნოებასთან და აღმსარებლობასთან რატომ უნდა აკავშირებდეს და აიგივებდეს? მე არანაირი უფლება მოძღვრობისა არ გამაჩნია.მხოლოდ კითხვებს ვსვამ იქიდან გამომდინარე,რაც აქამდე მისწავლია და პასუხს იმედია მივიღებ.პატივისცემით ალექსანდრე(სასულიერო სემინარიის მე-4 კურსი)

  • lazare says:

    არაა საჭირო ეს ბარათები და უნდა გაუქმდეს, ყოველგვარი ფილოსოფოსობის გარეშე!

  • nana says:

    მოგესალმებით ყველა ქართველს დიდი პატივისცემითა და სიყვარულით.ქართველებო ჩვენ ქრისტიანული ერი ვართ,ეს არის ჩვენი სიამაყე.ჩვენ ყველა უფლის შვილები ვართ და ერთმანეთის სურვილებსა და გადაწყვეტილებებს პატივი უნდა ვცეთ.დგეს ადამიანის გონება იმდენად განვითარდა რომ ყველა საკუთარი თვალით უნდა ხედავდეს რა პრობლემის წინაშეც დგას ერი.დრო დაჩქარდა და საქმე არ კეთდება,თუ ასე გაგრძელდა მალე მეორე და უფრო დიდი პრობლემის წინაშე დავდგებით.გავერთიანდეთ და ერთად ვთქვათ უარი ID ბარათის მიგებაზე.რატომ და რა მიზეზით ჩემზე უკეთ არაერთი წმინდანი ხსნის თავის ქადაგებაში. მადლობთ…

  • თემური says:

    უნდა გაუქმდეს ეს ბარათები, აიდი ბარათის აღება არის ზღვარი რომლის გადაბიჟების (ანუ აიდი ბარათის აღების შემტხვევაში) შემთხვევაში უკან დაბრუნება ფაქტიურად შეუძლებელია, ეს არის არადაბრუნების წერტილი,ეს არის პირდაპირ ქრისტეზე უარის თქმა

  • eteri says:

    ნამდვილად ვეთანხმები ქართულ საზოგადოებას უნდა გაუქმდეს ან უკიდურეს შემთხვევაში არჩევანის საშუალება მაინც გვქონდეს, არ გვინდა ეს თქვენი თანამედროების გამომხატველი ბარათები ქონდეს მას ვისაც უნდა, ვთქვათ მართლაც ასეა კომპიუტერთან შეერთების შემთხვევაში აქტუირდება რაგაც, რა გარანტია მაქვს რომ სანამ მე ავიგებ მანამ არაფერი ერთდება და აქტიურდება, მე მირჩევნია მწამდეს და არ არსებობდეს ვიდრე არ ვიწამო და მერე ვინანო, ამ აიდი ბარათის გადამკიდე ბინიდან ვერ ამოვწერილვარ რადგან პირადობის მოწმობის გარეშე ვრჩები არადა ბინა ჩვენ აგარ გვეკუთვნის და ხვალ ზეგ ამომწერენ და დავრჩები ჰაერში, იქნებ ისიც აწყობს ვინმეს რომ აუგრიცხავი მოსახლეობა ყავდეს, არ ვიცი უკვე, თუ არაფერი პრობლემაა მოგვეცით მაშინ არჩევანის საშუალება

  • მანანა says:

    გადადით ლინკზე და მოაწერეთ ხელი პეტიციას ID ბარათთან დაკავშირებით

    “მოვითხოვთ ID ბარათის ალტერნატივას ”

    http://manifest.ge/main/show/51#.UqxVjLRgHhQ

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი