მთავარი » საზოგადოება

დანაშაულის პატიება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 02.05.2011 ერთი კომენტარი | 2,409 ნახვა

ამნისტია – დანაშაულის პატიებაა, რომელიც გულისხმობს დამნაშავის გათავისუფლებას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, აგრეთვე, მსჯავრდადებულის გათავისუფლებას სასჯელისაგან, ან მისთვის დანიშნული სასჯელის შემცირებას და შეცვლას უფრო მსუბუქი სასჯელით.

ამნისტიაამნისტიის აქტით სასჯელმოხდილს შეიძლება მოეხსნას ნასამართლობაც. ამნისტიას აცხადებს საქართველოს პარლამენტი ინდივიდუალურად განუსაზღვრელ პირთა მიმართ, ხოლო შეწყალებას ახორცილებს საქართველოს პრეზიდენტი ინდივიდუალურად განსაზღვრულ პირთა მიმართ. ამნისტიასა და შეწყალებას შორის სწორედ ეს განსხვავებაა.

რამდენად სწორად და ობიექტურად ხორციელდება საქართველოში ამნისტია, ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული ჯგუფის ხელმძღვანელი – ნინო ანდრიაშვილი გვესაუბრა.

ამნისტია სწორად და ობიექტურად ხშირ შემთხვევაში არ ხორციელდება. იგი ძირითადად ეხება ე.წ. „მკვდარ” მუხლებს, რომლებზეც ძალიან ცოტაა მსჯავრდებული.

„კანონს „ამნისტიის შესახებ“ იღებს პარლამეტი; იგი გამოქვეყნებიდან
მე-10 დღეს შედის ძალაში. „ამნისტიის შესახებ“ კანონი ერთჯერადი ხასიათის აქტია, რომელიც გარკვეული კატეგორიის დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელის მოხდისაგან ათავისუფლებს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულებში ეჭვმიტანილ, ბრალდებულ, განსასჯელ და მსჯავრდებულ პირებს.

თქვენს ორგანიზაციაში არის თუ არა საჩივრები ამნისტიაზე და რა ტიპის საჩივრებია?

amnistia„საჩივრები როგორც წესი არ შემოდის ამნისტიასთან დაკავშირებით, თუმცა მოგვმართავს ძალიან ბევრი მოქალაქე, რომელსაც აინტერესებს როდის გამოდის ამნისტია და რა მუხლები იქნება ამნისტირებული. უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმ შემთხვევაში, თუ მათთვის საინტერესო მუხლი არ არის მასში შესული.“

ამნისტიაზე უკმაყოფილება, საჩივრების ფორმით არ შედის არც ერთ უწყებაში. დაინტერესებული პირები სახელმწიფოს მიმართავენ, რომ გარკვეული მუხლები იქნეს შეტანილი ამნისტიის შესახებ კანონში.

რა ცვლილებებია საჭირო ამნისტიაში?

„მე პირველ რიგში მივესალმები ამნისტიას, თუმცა ვფიქრობ, რომ მასში უნდა შევიდეს ის მუხლები, რომლებზეც, სტატისტიკის მიხედვით ყველაზე მასიურია დანაშაულები და იგი მხოლოდ „მკვდარი“ მუხლებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს.“

ამნისტიის შესახებ კანონში ცვლილებებს მოითხოვს „წინააღმდეგობის მოძრაობა“ და საქართველოში ფართო ამნისტიის გამოცხადების საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის. საერთაშორისო სტანდარტებით, საქართველოში 5 000 პატიმარზე მეტი არ შეიძლება რომ იყოს, რეალურად კი 3 მილიონიან ქვეყანაში 10 პროცენტი მსჯავრდებულია.
რამდენად განიხილავს და მიიღებს ამნისტიის კანონში ცვლილებებს პარლამენტი, ამას მომავალი გვიჩვენებს.

ლიკა ალადაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • elisabedi says:

    პატიება ყველაზე სათნო საქციელია.პატიმრის შეწყალება კი ორჯერ უფრო სათნო საქმეა.უფალმა შეგვაზლებინოს ერთმანეთის პატიება

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი