დამწვრობა – პირველადი დახმარება და მკურნალობა
დამწვრობისგან დაზღვეული არავინაა. მიზეზი მრავალგვარია: სხეულზე გავარვარებული ცხელი საგნის მოხვედრა ან სითხის გადასხმა, ელექტროკონტაქტური, სხივური, ქიმიური დამწვრობა და სხვა.
რა სახის დამწვრობა არსებობს? როგორ უნდა მოვიქცეთ დამწვრობის დროს? ამ საკითხზე “ამბიონი” ექიმ დერმატო-ვენეროლოგს ლიკა ბარელაძეს ესაუბრა:
– ძირითადად დამწვრობის რომელ ფორმებს გამოყოფთ?
დამწვრობა – ეს არის ორგანიზმზე თერმული, ქიმიური, ან სხივური ენერგიის ზემოქმედებით განვითარებული დაზიანება.
არსებობს დამწვრობის სხვადასხვა სახე: თერმული, ქიმიური ნივთიერებებით, ელექტროდენით მიღებული დამწვრობები…
თერმულ დამწვრობას იწვევს მაღალი ტემპერატურა, ცეცხლის ალი, გავარვარებული მკვრივი საგანი, ცხელი ადუღებული სითხე, ორთქლი, მზის სხივები და სხვა.
დამწვრობის სიმძიმეს განსაზღვრავს დამწვარი ზედაპირის სიდიდე და სიღრმე. რაც უფრო ფართო და ღრმაა დამწვარი ზედაპირი, მით უფრო მძიმედ მიმდინარეობს დაავადება.
– დამწვრობის რამდენი ხარისხი არსებობს?
არჩევენ 4 ხარისხის დამწვრობას:
I ხარისხის დამწვრობის დროს მხოლოდ კანის ზედაპირული შრე – ეპიდერმისი ზიანდება. ახასიათებს კანის შეწითლება, შეშუპება და ტკივილი. შეხორცებას რამდენიმე დღე სჭირდება. შესაძლოა, დარჩეს სუსტი ქავილი, ან აქერცვლა.
II ხარისხის დამწვრობის დროს კანის დაზიანება უფრო ღრმა შრეს – დერმასაც მოიცავს. მისი ზერელე შრის ეპიდერიმისის ქვეშ გროვდება გამჭვირვალე სითხე,რომელიც დაინფიცირების შედეგად შეიძლება დაჩირქდეს. ბუშტუკები უმეტესად ვითარდება დამწვრობის მიღებისთანავე, ან 24 საათის შემდეგ. ეს დამოკიდებულია თერმული აგენტის ტემპერატურასა და მისი მოქმედების ხანგრძლივობაზე. მრავალრიცხოვანი ბუშტუკების მეშვეობით ორგანიზმი კარგავს დიდი რაოდენობით პლაზმას. მეორე ხარისხის დამწვრობის დროს ტკივილი უფრო ძლიერი და ხანგრძლივია. შეხორცებას რამდენიმე კვირა სჭირდება.
III ხარისხის დამწვრობა კანისა და მის ქვეშ მდებარე ქსოვილების ღრმა დაზიანებას გულისხმობს. აღინიშნება ქსოვილთა ნეკროზი დამწვარ ზედაპირზე შავი ფერის ქერქის წარმოქმნით. თუმცა პირველი და მეორე ხარისხის დამწვრობებისგან განსხვავებით ნაკლებად მტკივნეული ან უმტკივნეულოა, რადგან თერმული ზემოქმედებით ნერვული დაბოლოებებიც დამწვარია… ამ დროს კანის დვრილოვანი შრე ნაწილობრივ ან მთლიანად ზიანდება. თუ დვრილოვანი შრე ძლიერ დაზიანებულია, კანის მთლიანი რეგენერაცია არ ხდება და მის მაგიერ ნაწიბუროვანი ქსოვილი ვითარდება.
IV ხარისხის დამწვრობას ექიმები დანახშირებას უწოდებენ. ამ დროს ზიანდება კანი, კანქვეშა ქსოვილი, კუნთები, ხშირად – ძვლებიც კი.
– რა პირველადი დახმარება შეიძლება გავუწიოთ ადამიანს დამწვრობის დროს?
პირველი დახმარების აღმოჩენა იწყება შემთხვევის ადგილზე, რაც გულისხმობს დამწვრობის გამომწვევი თერმული აგენტის მოქმედების შეწყვეტას – ცეცხლის ჩაქრობას, ან დაზიანებულის გამოყვანას დამწვრობის ზონიდან, ტანსაცმელზე მოდებული ალის ჩაქრობას. ტკივილის თავიდან აცილების მიზნით უმჯობესია დაზიანებული ტანსაცმელი გახდის მაგივრად შემოვაჭრათ ან შემოვახიოთ. დიდი ფართობის დაზიანების შემთხვევაში უკეთესია ზეწრის შემოხვევა.
I ან II ხარისხის დამწვრობისას გრილი გამდინარე წყალი საუკეთესო გზაა, რომ უჯრედების ტემპერატურა ნორმამდე დავწიოთ და დამწვრობის გაღრმავებას ხელი შევუშალოთ. პირველი ხარისხის დამწვრობის დროს ცივი წყლის ნაკადს დამწვარი ადგილი 5 წუთით მაინც უნდა შეუშვიროთ, მეორე ხარისხის დამწვრობის დროს კი – 15 წუთით.
არ წაისვათ ზეთი, კარაქი, ცხიმოვან ფუძეზე მომზადებული მალამო. მსგავსი საშუალებები ჭრილობაში ტენს აკავებს და ბაქტერიების გამრავლებისთვის საჭირო პირობებს ქმნის. არ გახეთქოთ დამწვრობაზე გაჩენილი ბუშტუკები.
შეხვევა აუცილებელი არ არის. მთავარია, ჭრილობა სუფთად შეინახოთ. თუ ისეთ ადგილზეა, რომ ადვილი შესაძლებელია, დაგესვაროთ, მშრალად და ფაშარად შეიხვიეთ სტერილური დოლბანდით.
დღეში ერთხელ ჭრილობის დამუშავების წინ ხელები კარგად დაიბანეთ, შემდეგ კი დაზიანებული არე ფრთხილად ჩამოიბანეთ და დამწვარ ადგილზე შეხორცების ხელშემწყობი და ანტიმიკრობული მალამო გადაისვით.
თუ ტკივილი შემაწუხებელი და აუტანელია, შეგიძლიათ, ტკივილგამაყუჩებელი მიიღოთ.
თუ ჭრილობას ინფექციის შეჭრის ნიშნები შეამჩნიეთ, – მოიმატა ტკივილმა, სიწითლემ ან შეშუპებამ, ან ჩირქმა დაიწყო დენა, – აუცილებელია მიმართოთ ექიმს!
III ხარისხის დამწვრობისას, სიტუაციის სიმძიმიდან გამომდინარე, აუცილებელია პირდაპირ ექიმს, ან დამწვრობის ცენტრს მიმართოთ, მანამდე კი შეგიძლიათ, დამწვარ არეზე ფიზიოლოგიურ ხსნარში დასველებული სტერილური დოლბანდი გადაიფაროთ (გზაში საფენი დროდადრო ამავე ხსნარით დაასველეთ, რომ არ გამოშრეს).
IV ხარისხის დამწვრობის დროს ხშირად ვითარდება დამწვრობითი შოკი, რაც საკმაოდ განსხვავდება სხვა სახის შოკური მდგომარეობებისგან. ამ დროს ადამიანი გონზეა, ადექვატურია, შემაწუხებელ, ძლიერ ტკივილს იშვიათად განიცდის, წნევაც ნორმალური აქვს, მაგრამ უმძიმეს შოკშია. დამწვრობითი შოკის დროს ტკივილის არარსებობის მიზეზი ცნობილია: როდესაც ტკივილი მეტისმეტად ძლიერია, ირთვება თავდაცვითი მექანიზმი და ქერქქვეშა უბნები ითიშება. ამასთანავე, ღრმა დამწვრობისას ტკივილის აღმქმელი რეცეპტორებიც იღუპება, ამიტომ ადამიანი ტკივილს ვერ შეიგრძნობს. ამის კვალობაზე მძიმე დამწვრობისას ტკივილის არარსებობა სიმშვიდის საფუძველს არ გვაძლევს. პირიქით, იმაზე მიუთითებს, რომ საჭიროა გადაუდებელი, კვალიფიციური დახმარება. შოკის აცილების მიზნით უნდა ვეცადოთ, ჩვენი ყოველგვარი მოქმედება იყოს ნაკლებ მტკივნეული, გარდა ამისა, უნდა მოვერიდოთ ინფექციის შეტანას დამწვრობის ზონაში.
– როგორ ვუმკურნალოთ მსუბუქ დამწვრობას სახლის პირობებში?
ხალხური მედიცინა დამწვრობისთანავე გვირჩევს წყლის დასხმას დაზიანებულ ადგილზე. კარგია აგრეთვე ალოეს წვენი, თეთრი ღვინო, თაფლის წასმა, გახეხილი უმი კარტოფილის დადება, კარტოფილის ფქვილის შეფრქვევა. ეს საშუალებები აჩერებს წვას. წვის შეჩერების შემდეგ იწყებენ მალამოებით მკურნალობას.
ხალხური მალამო დამწვრობის სამკურნალოდ:
ადუღებენ 1 ჭიქა მცენარეულ ზეთს, გადმოდგამენ ცეცხლიდან და ამატებენ 50 გრ თაფლის სანთელს, 20 გრ სუფთა პარაფინს. რომ გაცივდება, ამატებენ 1 კვერცხის გულსა და 2 ტაბლეტ სტრეპტოციდს.
თუ შემთხვევით მიიღეთ მსუბუქი დამწვრობა და არ იცით, როგორ მოიქცეთ, გაითვალისწინეთ ზემოთ ჩამოთვლილი რჩევები. ხოლო გართულების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
დავით დანელია
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.
დამწვრობის სიმძიმე დამოკიდებულია არამარტო დამწვრობის ხარისხზე, არამედ დამწვარი ზედაპირის ფართობზე,ამიტომ დიდი ფართობის შემთხვევაში, თუ ის თუნდაც მსუბუქი ხარისხისაა , აუცილებელია ქირურგის კონსულტაცია,ვინაიდან ამ დროს დიდია სითხის დანაკარგი და ინტოქსიკაცია,რასაც გართულება მოჰყვება.
დამწვრობითო დაავადება სერიოზული პათოლოგიაა და თვითმკურნალობას არ გირჩევთ.
1 xarisxis damwvroba mivige saxese damrcheba tu ara shrami?
mec eg mainteresebs ogond me pexse maqvs
erti wlis win mivige wylit damwvoba yelze da makvs shrami mainteresebs tu aris rame sashualeba ro cotati gavakro .madloba winaswar
Gamarjobat.mainteresebs legvis nacatshisgan darchenili laqebi tu hadados drotaganmavlobashi .an raime sashualena tiatis laqebis mosashorebeli gtxovt mipasuxot ra
გმადლობტ საინტერესო ინფორმაციისათვის.ძალიან მაინტერესებდა დამწვრობის შესახებ
უმორჩილესად გთხოვთ მიპასუხოთ დამწვრობის შედეგად გაჩენილი ნაწიბურების,ან გაუხეშებული გამაგრებული სხეულის ზედაპირისათვის თუ არსებობს რაიმე საშუალება …..
dzalian gtxovt mec mipasuxet 1 an 2 xarisxis damwvrobisas shrami rchebaa?
me mesame xarisxis damwvroba maqvs migebuli 2 wlis rom viyvi da didi shrami damrcha tanis 75 procenti damewva da es shrami rac damrcha ar shemixorcdeba?
spasiba gadamarchinet ra chem daqals 1 xarisxis damwvrobaaq da ar vicodi ra meqna madloba :))))))))))))))))))))
დაბალგრადუსანი(30)სპირტი დაიცავს მიკრობებით დაინფიცირებისაგან. ამავდროულად გააგრილებს და გააუტკივარებს დამწვრობის არეს,რაც ხელს შეუშლის ბუშტუკების წარმოშობას.დამწვრობის მალამოების ხმარება იწყება დამწვრობიდან 2-3-4-5 საათის შემდეგ იმის მიხედვით,თუ რომელი ხარისხისაა.
მზისგან დავიწვი და რაღაც სქელი ფენა ავიძრე დამწვარი სახიდან ბუშტუკებივითაც მქონდ და რა მაინტერესებს აჭრელებული როდემდე ვიქნები?
გამარჯობა,
ჩემმა მეგობარმა წელს ივლისის შუა რიცხვებში მზისგან მიიღო დამწვრობა სახეზე. რატომღაც მხოლოდ სახის მარჯვენა ქუთუთო გაუღიზიანდა, შემდეგ ისვამდა რაღაც მალამოს და უკეთესობისკენ მიდიოდა მკურნალობის პროცესი.. თუმცა აგვისტოს დასაწყისში ისევ მიიღო დამწვრობა.. განაგრძო იმ მალამოს სმა და ახლა დამწვრობის ადგილი არც ტკივა და აღარაფერი უბრალოდ ვარდისფერი ლაქები დარჩა იმ ადგილას და ამის მოგვარება შეიძლება რამე ადგილობრივი მკურნალობით..??
gamarjobat dazian gtxovt mipasuxot pasuxi aucileblad mjirdeba chema megobarma mzisgan migo damwroba witwli ferisa mxrebze bushtukebi amuvida fexebze tavidan tkivils grznoba tumca axla cota shav fers xedavs da agrtkiva saertod…xolo saxeze txelifenis kani gadzvra civiwylit da malamoti mkurnalobs es sakmarisia tu raime zomebis migeba aucilebelia pirvelad gulis revis shegrznebac qonda da goneba orjer dakarga exla nasicxariaqvs tuchebze
fasuxs rodis mivigeb minda davexmaro gtxovt?
Gamarjobat.
Mzisgan mivige damwvroba ukve 3dgea rac maq.siwitlem ar gamiara da kani maq dzaan dachimuli da dzikis win dzaan mawuxebs da modzraobashic mishlis xels.vismevdi spirts da mawons magram ar mshvelis.wylis bushtukebi da egeti ragaceebi ar maq ibralod kani maq dzn witeli.ra shemidzlia daxlis pirobebshi gavaketo ro gamiatos tkivilma da kanis dachimulobam?madlobt winaswar
შეგიძლიათ ცაისვათ პანთენოლის კრემი დღეში რამდენჯერმე.სპირტი არ შეიძლება.
Zgvaze daviwvi 3 dgea mxrebze gamichnda wyrulebi ver vidzineb ra wavisva mirchiet.
Gamarjobat…chemma meuglem miigoo 2xarisxis damwvroba samsheneblo samushaoebis shesrulebis dros,pexebi daewva betonit da zog adgilasbshemxmaric aqvs betoni,mainteresebs ramdenad rtuli mdgokareoba da eqvemdebareba tu ara saxlshi mkurnaalobas?.gmadlobt winaswar
პროტოკოლით ეკუთვნის თუ არა პირველი ხარისხის დამწვრობას ინტრავენური ინექცია
გამარჯობა აჯიკის კეთებისას მივიღე დამწვრობა პირველი ხარისხის სიმხურვალე ვერაფრით ვერ გამოვიყვანე ლიმონი ვცადე ბოლოს და გამიყუჩა ოდნავ მაგრამ დროებითი იყო მირჩიეთ რამე გთხოვ თორე ასე მგონია ძვალიც მეწვის
ადუღებული ყავა დამესხა და პანტენოლის სპრეი დავისხი ახლა რას მიტჩევთ რა გავაკეთო სხვადასხვა მალამოებს მეუბნებიან და აღარ ვიცი
gamarjobat mzisgam damecva fexebi 2 dgea citeli maq mixurs sashinlad mecvis da ver davdivar mozraobis dros ijimeba kani ra sheizleba gavaketo?
meviyavi mowamluli da ver gavdiodi sachiro otaxshi fexi gamekvnandza exlac gakvandzulimaqvs da dzlivs wavedi samsaxurshi shemmishvili tiris rom rame mogivides mear mogxedavoda ragavaketo rogamiaros fexma
Var dasasveneblad mtashida Bavsvi damecva cxeli ckali gadaisxa fexze aqvs bushtukebi magram daxetqva daicko vusmev damcvrobis malamos raime sashishi xomariqneba?
Varchevdi wiwakas da damewva xelis kani rit movirchino damwroba?
Varchevdi wiwakas da damewva xelis kani rit movirchino damwroba?
gamarjobat didi xnis cin cxeli cylit davicvi fexi damrcha laqa sheidzleba ramit gaqroba tu plastikuri operaciaaa ajiro ras mirchevtgtxovt mipasuxet
მალამოში კვერცხის გული უმად,ტუ მოხაშული
მალამოში კვერცხის გული უმად,ტუ მოხაშული
მომენტალურად ხსნის დამწვრობის მწვავე ტკივილს
და სრულად აღადგენს დამწვარ ქსოვილს მე-3 ხარისხის დამწვრობის ჩათვლით.
ასევე, ყველაზე ძნელად სამკურნალო ქიმიურ დამწვრობას (მჟავისგან ან ტუტესგან გამოწვეულს)
,,ჰამო,, ქვია, იყიდება 30 გრამიან ქილებში.
თუ ვერ იშოვოთ მიმართეთ პირდაპირ მწარმოებელ ფირმას ნომერზე: 599781016