მთავარი » ხატები და ფრესკები

დალმატოვის ღვთისმშობელი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.05.2015 | 2,743 ნახვა

დალმატოვი პერმის გუბერნიის შტატგარეშე ქალაქია, ხატი აქ იმყოფება მიძინების მონასტერში, რომელიც 1644 წელს განდეგილმა დალმატმა დააარსა. იგი, თავისი მორჩილების შესაბამისად, განეშორა ნევიანსკის მონასტერს, სადაც მას იღუმენობას უპირებდნენ. დალმატოვის ღვთისმშობელი თან მხოლოდ ღვთისმშობლის მიძინების ხატი წაიღო და შადრიანსკის მაზრაში, მდინარე ისეთის ნაპირზე დამკვიდრდა. ეს მიწები ეკუთვნოდა ტიუმენელ თათარს ილიგეის, რომელიც ამ ამბის შეტყობისთანავე თავის ნათესავებთან ერთად დალმატისკენ გაემართა, რათა გაეძევებინა იგი და მის მეირ დაარსებული ნაგებობა გადაეწვა, მაგრამ ღამით ილიგეიმ გზად ღვთისმშობელი იხილა, იგი მეწამულით იყო მოსილი, თავს გვირგვინი ედგა და ხელთ ცეცხლოვანი მახვილი ეპყრა. მან დალმატისათვის რაიმე ვნების მიყენება მკაცრად აუკრძალა ილიგეის და უბრძანა, მიწა მონასტრის ასაშენებლად დაეთმო. ამგვარი ხილვის შემდეგ ილიგეი მთელი თავისი ამალით მორჩილად მივიდა დალმატთან და მის მიერ ადრევე დაკავებული მიწა მთლიანად გადასცა, ასევე, თავის მხრივ, სხვა საჩუქრებიც დაუმატა. დალმატმა, ერში დიმიტრი ივანეს ძე მოკრინსკიმ, ხის ეკლესია და სენაკები ააგო. ეს 1646 წელს მოხდა. 1664 წელს კი ციმბირელი თავადი დევლეთ-გირეი თავს დაესხა მონასტერს, გაძარცვა და გადაწვა ის. მაგრამ ღვთისმშობლის ხატი უვნებელი დარჩა. მხოლოდ უკანა ადგილზე დაიწვა ის ადგილი, რომელსაც ერთი მუსულმანი შეეხო. შემდეგში მონასტერი არქიმანდრიტმა ისააკმა განაახლა, აშენდა ქვის ეკლესია, რომელშიც დალმატის მიერ ნევიანსკის მონასტრიდან ჩამობრძანებული ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატია დაცული. დალმატის მონასტერი, რომელიც სხვადასხვა მხრიდან ჩამოსული მლოცველების შემოწირულობებითაა შემკული, მეტად განდიდდა და ციმბირში ყველაზე უფრო ცნობილი გახდა.
15 აგვისტოს სავანის სატაძრო დღესასწაულზე აქეთკენ სასწაულთმოქმედი ხატის თაყვანისსაცემად მრავალი ადამიანი მოისწრაფის.

წყარო: წიგნი – ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი