მთავარი » ქრისტიანობა

დაცინვის ცოდვა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 22.06.2011 8 კომენტარი | 8,202 ნახვა

დაცინვადაცინვა – სხვისი ნაკლის აბუჩად აგდება, დამცინავი სახელის დაძახება, ან შერქმევა. დღესდღეობით ის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ცოდვაა, რომელშიც ხშირად გაუცნობიერებლად ვარდება ადამიანი.ამ ცოდვის გამომწვევი თვისება ამპარტავნებაა, რაც პიროვნებას აფიქრებინებს, რომ რაიმეთი სხვაზე მაღლა დგას და მასზე უკეთესია.

რამდენად მძიმეა დაცინვის ცოდვა და როგორ ვებრძოლოთ მას? ამის შესახებ გვესაუბრება მეტეხის ტაძრის წინამძღვარი მამა აკაკი მელიქიძე:

– რაში მდგომარეობს დაცინვის ცოდვა და რამდენად მძიმეა ის?

– შეიძლება ითქვას, დამცინავი ადამიანი ეწინააღმდეგება უფლის მცნებას “შეიყვარო მოყვასი, ვითარცა თავი თვისი”. ვისაც შეუძლია დაცინვა, მას არ აქვს სიყვარული არა მარტო მოყვასის, არამედ უფლისაც. ადამიანი უნდა იყოს ღვთიური მცნების შემსრულებელი, რათა მას ღმერთი სწყალობდეს. ვინც დასცინის, მას არანაირი შეხება არ გააჩნია სიყვარულთან. ის შეიძლება ეკლესიაშიც დადიოდეს, პირჯვარსაც იწერდეს, აღსარებასაც ამბობდეს და თქვას, ღმერთი მიყვარსო, მაგრამ ეს არის ზედაპირული და ფარისევლურიც კი.

– მეგობრები ხშირად ხუმრობენ ერთმანეთის ნაკლზე. ეს რამდენად შეიძლება ცოდვად ჩაითვალოს?

ცინიზმი– დაცინვა ყოველთვის დაცინვაა. შენ შეიძლება მიუთითო მოყვასს ნაკლზე, პირში უთხრა, მაგრამ არა – სახალხოდ. უფალი ამბობს, რომ თუ რაიმე შესცოდა მოყვასმა, მას ეს უნდა უთხრა ერთი ერთზე. თუ შეისმინა, ხომ კარგი, თუ არა, ორი-სამი მოწმის წინ თქვიო. თუ ამგვარადაც არაფერი გამოვიდა, მაშინ კრებულში ამხილეო. თუ მაინც არ შეისმინა, ამ შემთხვევაში იგი, როგორც მეზვერე და ფარისეველი, ისე დარჩება. თუ ისინი ხუმრობაში ატარებენ ასეთ რაღაცებს, ეს უკვე მეტად საეჭვო მდგომარეობაა. არ შეიძლება ყველაფერზე სიცილი და ხუმრობა. ეს ადამიანის დამცირებაა.

– როგორ შეიძლება ებრძოლოს ადამიანი თავის თავში დაცინვის ცოდვას?

– ასეთი ადამიანი აუცილებლად უნდა ჩაუკვირდეს საკუთარ თავს. მეტად სავალალოა ამ პიროვნების მდგომარეობა, რადგან არ აქვს არანაირი სინანული. ისინი უნდა გვებრალებოდნენ. დაცინვის ცოდვაში ჩავარდნილმა ადამიანებმა აუცილებლად უნდა მოინანიონ, იმუშაონ საკუთარ თავზე, აღსარება თქვან და მოძღვრის რჩევებით იხელმძღვანელონ.

სალომე ლილუაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

8 კომენტარი »

  • ლია says:

    saertod esea tu ert adamians raime gansxvavebuli aqvs is dacinvis wyarod iqceva xolme,marto man icis rogor stkiva es dacinva.

  • მაია says:

    შეგიძლიათ გეცოდებოდეთ! :((((((((

  • TAMARI says:

    SAERHOD DACINVA YVELASE DABALI GANVIHAREBIS ,CHAMORCHENILI,ARA CIVILISEBULI ADAMIANIS XELOBAA,ROMELIC CHEMI ASRIH VER ASROVNEBS RIS MERE RA HQVAS,SAD RA HQVAS DA SAERHOD ASEHI ADAMIANIS SHESAFASEBLAD SITYVEBI ARA MAQVS,RADGANAC ASEHI ADAMIANEBISAHVIS DACINVIS SUBIEQTEBI GACILEBIH CIVILISEBULNI ARIAN ME ASE VFIQROB DA AMITOMAC SHURH IMAHI DA IKBINEBIAN,A VICI ME ASEHI SHEXEDUEBA MAQVS ASEH XALXSE.

  • სატანა says:

    მათხოვრებო… რატომ აკრძალეთ აქ ტექსტების დაკოპირება?
    ეს საიტი ქრისტიანობის მცნებების გავრცელებას უწყობდა ხელს და თუ თქვენ დაკოპირებისა და შემდგომ გავრცელების წინააღმდეგნი ხართ მაშ რაღა ქრისტიანობაზე სდებთ თავს?

    გავრცელდა არა თქვენზეც საბაზრო ეკონომიკა???

  • ადმინისტრატორი says:

    ბატონო სატანა, კოპირება ავკრძალეთ მას შემდეგ, რაც სხვადასხვა საინფორმაციო ვებ-გვერდებმა დაიწყეს ჩვენი საავტორო სტატიების მითვისება და საკუთარ საიტებზე გამოქვეყნება ისე, რომ ხშირად წყაროს არც კი უთითებდნენ.
    გმადლობთ, რომ კითხულობთ ჩვენს ჟურნალს.

  • თათკა says:

    დაცინვა ჭკუის სიღატაკის ნიშანია,მე არავიზე არ მეცინება, და არც ვარ დაინტერესებული იმით რომ ვინმეს დავცინო,ნორმალურია ადამიანების სიყვარული და თანაგრძნობა, დაცინვა ნორმა არ არის და ის რაც ნორმა არ არის პრობლემაა.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.