მთავარი » ჯანმრთელობა

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას ტკიპებისგან თავდაცვას ურჩევს

სტატიის ავტორი: | თარიღი: 04.05.2017 | 1,165 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ცენტრი გრიპის და გრიპის მაგვარი დაავადებების სეზონი მთავრდება, თუმცა ტკიპებისა და კოღოების სეზონი აქტიურდება.დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, პაატა იმნაძის განმარტებით მოსახლეობამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოს კოღოებისა და ტკიპების მიმართ. ისინი სხვადასხვა გადამტანი დაავადების მატარებლები და წარმომქმნელები არიან. ტკიპების მიმართ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ბუნებაში გასვლისას და საქონელთან ურთიერთობისას. რაც შეეხება კოღოებს, საჭიროა მათ წინააღმდეგ სპეციალური დამაფრთხობლები გამოვიყენოთ.

“ორი კვირაც და გრიპის სეზონი მორჩება. ვისაც შემდეგი სეზონის ეშინია, ეს იანვარში და თებერვალში ნუ გაგვახსენდება, სახელმწიფო პროგრამით, ჩვენ სადღაც 20 000 კაცს ვცრით ხოლმე გრიპზე , თუკი მოთხოვნა იქნება, ავცრით დანარჩენებსაც, გრიპის ვაქცინა იქნება კომერციულ სექტორშიც.

გრიპების სეზონიდან გადამტანი, გადამდები დაავადებების სეზონზე გადავდივართ. ამ პერიოდში აქტიურად გამოჩნდებიან ტკიპები . იყო ტულარემიის რამდენიმე შემთხვევა, რომელიც ასევე მღრღნელებით დაბინძურებული საკვებით ან წყლით იყო გამოწვეული. ვთხოვთ მოსახლეობას, ბუნებაში გასვლისას და ძროხების დამუშავებისას, გამოიჩინონ სიფრთხილე – შიშველი, დაუცველი ხელით ნუ მოაშორებ ძროხებს ტკიპებს. არსებობს საკმაოდ ეფექტური საშუალებები, რომლებიც ცხოველებს ტკიპებისგან იცავენ და ძვირიც არ ღირს.

ტკიპების გადამტანი დაავადებებიდან განსაკუთრებით საშიშია ყირიმ-კონგო . ტულარემია არაა სასიცოცხლოდ საშიში, მაგრამ ადამიანის ორგანიზმს დიდი ხნით გამოიყვანს მწყობრიდან. რაც შეეხება კოღოებს, ევროპის სამხრეთში და საქართველოში გამოჩნდა კოღო ეჯიპტი, რომელიც 60 წელია ჩვენთან არ გამოჩენილა. სახელმწიფო კოღოების წინააღმდეგ 3 წელია შავი ზღვისპირეთის დამუშავებას ახორციელებს . ჩვენი მხრივ, უნდა ვეცადოთ, რომ არ შევუქმნათ კოღოს გამრავლების პირობები და გამოვიყენოთ მათი დამაფრთხობლები”,- აღნიშნა პაატა იმნაძემ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი