მთავარი » ქრისტიანობა

“დააკვირდით ყოველ ყვავილს, მდინარეს, ხეს, ბუჩქს და მოუსმინეთ”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 13.05.2022 | 857 ნახვა

კითხვა რომ დაგვესვა, თუ რა არის ადამიანისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ რამდენ ადამიანსაც შევეკითხებოდით, იმდენ პასუხს მოვისმენდით, რადგან ზოგისთვის რას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა და ზოგისთვის – რას. ზოგი ფიქრობს, რომ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ცხოვრების გზის მშვიდობითა და განცხრომით გავლა და სიმდიდრის მოხვეჭაა, ზოგისთვის ამქვეყნიური ძალაუფლების მოპოვება და სხვებზე გაბატონება, ზოგისთგის სახელი და დიდება, ზოგისთვისაც ცოდნის შეძენა, მორწმუნისათვის – სულის ცხონება, საუკუნო ნეტარი ცხოვრება და უფალთან სიახლოვე. მორწმუნეთა შეხედულებასთან ახლოს დგას ერთი მეცნიერის პასუხი, რომლითაც ამ კითხვას უპასუხა. სახელდობრ, მან თქვა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთო.

მსოფლიოში სახელგანთქმულ ფიზიკოსს აინშტაინს უთქვამს: ვისაც არ შეუძლია შინაგანად განიცადოს ის სილამაზე, რომელიც ჩვენს გარშემოა, იგი მკვდარიაო. შინაგანი განცდა კი რელიგიურ გრძნობას უკავშირდება. მართლაც, ხილულს ანუ გარე სამყაროს ადამიანი უხილავთან, ანუ ღმერთთან უნდა მიჰყავდეს, ძირითადი და დოგმატური ღვთისმეტყველების სახელმძღვანელოების გარდა მრავალი მოაზროვნის წიგნები არსებობენ, რომლებშიც ავტორები ღვთის არსებობას ასაბუთებენ. ღვთის მაძიებელი ადამიანები, მართალია, ამ წიგნებს ინტერესით ეცნობიან, მაგრამ მხედველობიდან რჩებათ ყველაზე მთავარი, რომელიც ღვთის არსებობასა და ძალას ყველაზე უკეთ ადასტურებს – გარემომცველი სამყარო, თუნდაც ერთი რომელიმე ყვავილი ავიღოთ და დავაკვირდეთ. დღეს მარტყოფში ვიყავი და როცა ვნახე როგორ ლამაზად ყვაოდა იასამანი, გადავწყვიტე მისი თაიგული ღვთისმშობლის ხატისათვის მიმერთმია. ყველაზე დიდი საბუთი, რომელიც ღვთის არსებობასა და ძალას ადასტურებს, ბუნებაა. აბა, დააკვირდით ყოველ ყვავილს, მდინარეს, ხეს, ბუჩქს და მოუსმინეთ! ისინი თავიანთი ენით გველაპარაკებიან, რომელიც, სამწუხაროდ, ბევრს არ ესმის. უკეთუ სულიერ თვალებს ავახელთ, ბუნებაში ჩვენ ყოველ ნაბიჯზე დავინახავთ კვალსა ღვთისასა, ხოლო ის, ვისაც ღვთის ნაკვალვის დანახვა შეუძლია, უკვე ახლოსაა ღმერთთან.

31 მარტი, 1985 წ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი II, თბილისი, 1997 წ.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი