მთავარი » ჯანმრთელობა

რა კავშირშია ბავშვებში D ვიტამინის დეფიციტი ეკრანდამოკიდებულებასთან?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 28.03.2022 | 704 ნახვა

„TV პირველის“ გადაცემაში “ოჯახის ექიმი” პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა ბავშვებში D ვიტამინის დეფიციტის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა:

„ვფიქრობ, ბოლო პერიოდში პანდემიამაც, ჩაკეტილმა ცხოვრებამ, როდესაც ბავშვები მზის სხივს ვერ ხედავდნენ, კიდევ უფრო გააღრმავა D ვიტამინის დეფიციტი. ნევროტულობა ბავშვებში ძალიან ხშირად შეიძლება D ვიტამინის დეფიციტის გამო განვითარდეს. მყავდა პაციენტი, რომელსაც ჰქონდა D ვიტამინის შემცველობა სისხლში 5, ნორმა არის 30-მდე. ბავშვს ჰქონდა უძილობა, აღგზნებადობა, ნევროტულობის ყველანაირი გამოვლინება. გარდა ამისა, რაც ყველაზე მთავარია, პერიოდულად ბავშვს ჰქონდა დეპრესიული მდგომარეობა, ჰქონდა განცალკევების სურვილი, ჩაკეტვა და ა.შ…

„განსაკუთრებით ვლინდება ეს იმ ბავშვებში, რომლებიც მიჯაჭვულები არიან ეკრანს. ეკრანდამოკიდებულ ბავშვებში D ვიტამინის დეფიციტი განსაკუთრებით ვლინდება. ეკრანდამოკიდებულ ბავშვებთან უფროსების დამოკიდებულება განსაკუთრებით რთულია. ისინი ჩაკეტილები არიან თავიანთ ვირტუალურ სივრცეში. აქ გვაქვს ჩვენ ემოციური სტრესი, ინფორმაციული სტრესი, ოქსიდაციური სტრესი, თავისუფალი რადიკალების დიდი რაოდენობით დაგროვება, რომელმაც შეიძლება სხვადასხვა დაავადების განვითარებას შეუწყოს ხელი,“- აღნიშნა პედიატრმა.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი