მთავარი » საზოგადოება

ცხოველთა პრობლემები საქართველოში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 14.04.2013 5 კომენტარი | 11,382 ნახვა

ცხოველთა უფლებების მსოფლიო დეკლარაციის მეორე მუხლის თანახმად, “ყველა ცხოველს აქვს უფლება მოეპყრან პატივისცემით”. თუმცა, საქართველოში ცხოველებს არა თუ “პატივისცემით” ხშირად სასტიკადაც ეპყრობიან. ძაღლი თავშესაფარში რა უფლებებით სარგებლობენ ცხოველები საქართველოში? ცხოველთა პრობლემების შესახებ “ამბიონს” კავშირი “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თეიმურაზ წიქორიძე ესაუბრა:

“საქართველოში ცხოველთა უფლებების არავითარი საკანონმდებლო ბაზა არ არსებობს. საერთაშორისო კონვენციები არ არის რატიფიცირებული, ხოლო ცხოველთა დაცვის შესახებ კანონი, ან ადმინისტრაციული აქტი არ არსებობს. არის ერთადერთი სისხლის სამართლის 259-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს იმ პირის დასჯას, ვინც ცხოველზე სასტიკ ქმედებას განახორციელებს. ამ მუხლით დღემდე არავინ გასამართლებულა.”

რამდენადაა დაცული ადამიანების მხრიდან ცხოველებისადმი მორალური და ეთიკური ნორმები?

სამწუხაროდ, საქართველოში საზოგადოების 99% ცხოველებისადმი არაინაირ მორალურ ნორმას არ იცავს, პირიქით, ხდება სისასტიკე. ცხოველი, პირველ რიგში, წარმოუდგენიათ საჭმელ ნედლეულად, როგორც ღორი, ცხვარი, ძროხა და ა.შ., გასართობ საშუალებად ან სანადირო ობიექტად. ცხოველებთან მხოლოდ ერთეულები მეგობრობენ.

შინაური ცხოველების, მაგალითად ძაღლის შემთხვევაში ამგვარი მიდგომაა: საკუთრებაში არსებული ძაღლი ჰყავთ ავტოფარეხებსა და სარდაფებში გამოკეტილი, ყოველგვარ ვეტერინალურ მომსახურებასა და ნორმალურ კვებას მოკლებული. ჩვენს ქვეყანაში ერთგვარი მოდაა, რომ ჰყავდეთ კავკასიური ნაგაზი და მხოლოდ იმ მიზნისთვის, რომ თქვან, ჰყავთ ძაღლის ეს ჯიში, ან უნდა “აჩხუბონ”.

თბილისში და სხვა ქალაქებშიც უპატრონო ცხოველების რაოდენობა ძალიან დიდია. დედაქალაქში შედარებით გაუმჯობესდა მუნიციპალური სამსახურის დამოკიდებულება ქალაქში მყოფ უპატრონო ცხოველებისადმი, მაგრამ საზოგადოების მიდგომა არაადეკვატურია. იმის მაგივრად, რომ ქუჩის ძაღლებს დაეხმარონ, ადამიანები მათ დევნიან… ამ მხრივ საგანგაშო მდგომარეობაა.

გვესაუბრეთ ქუჩის ცხოველების პრობლემებზე…

ყველა განვითარებულ ქვეყანაში ქუჩის ცხოველი, საუბარია შინაურ ცხოველებზე: ძაღლსა და კატაზე, არ არსებობს. როგორ მიაღწიეს ამას? არსებობდა თავშესაფრები, სტერილიზაციის პროგრამები, ხალხმა ქუჩიდან აიყვანა ცხოველები და ისინი არავის დაუხოცავს.

ჩვენთან მოსახლეობის 99%-ს სტერილიზაცია არც აინტერესებს. მათი სურვილია ეს ცხოველები ქუჩიდან მოაშორონ. წლების განმავლობაში თბილისში მიმდინარეობდა და სხვა ქალაქებში დღესაც ხდება ქუჩის ცხოველების მექანიკური განადგურება უსასტიკესი მეთოდებით. ამან გამოიწვია ადამიანებში აგრესიული დამოკიდებულება. ქუჩის ცხოველს კი მექანიკური განადგურებით ვერ მოსპობ…

რა მდგომარეობაა ცხოველთა თავშესაფრებში?

თბილისში ფუნქციონირებს 4 თავშესაფარი: ჩვენი ორგანიზაციის, მუნიციპალიტეტის, ჰოლანდიელების და თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარი. საერთო ჯამში ამ თავშესაფრებში დაახლოებით 400-500 ძაღლია. თბილისში რომ გაკეთდეს ახალი თავშესაფარი, ქუჩაში მაინც იგივე რაოდენობის ცხოველები იქნებიან. არავინ იფიქროს, რომ ქუჩიდან ძაღლის წამოყვანით მათი რიცხვი შემცირდება. თავშესაფარი უნდა არსებობდეს, სადაც ცხოველს ვაქცინაცია-სტერილიზაცია ჩაუტარდება და მიკედლებულ ტერიტორიაზე დაბრუნდება. ამას სჭირდება პერიოდი, პროგრამები და მოსახლების მენტალიტეტის მაღალი დონე.

საბედნიეროდ, თბილისში სტერილიზაციის პროგრამები დაიწყო. მუნიციპალიტეტის თავშესაფარშიც ხდება სტერილიზაცია, მაგრამ იქ ბევრი რამ არის გამოსასწორებელი.

როდესაც თავშესაფრების მდგომარეობაზე ისმის კითხვა, პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, მას ვინ აფინანსებს. 4 თავშესაფრიდან 3 კერძოა და აქ პირობების შექმნა დამოკიდებულია მოხალისეებზე და როცა საქართველოში მათი რაოდენობა ნულია, ძაღლი თავშესაფარში წარმოიდგინეთ რა ვითარება შეიძლება იყოს… მიუხედავად ამისა, ჩვენივე ძალებით მაქსიმალურად ვცდილობთ ყველა თავშესაფარში არსებობდეს ცხოველებისათვის საარსებო პირობები. თუ გვსურს თავშესაფრებში დავიცვათ ჰიგიენა, ცხოველმა ნორმალურად იკვებოს და საერთაშორისო დონე იყოს, მოსახლეობის ნაწილმა უპატრონო ცხოველებისთვის თავისი კეთილდღეობიდან რაღაც ნაწილი უნდა გაიღოს. ხშირად, როცა საკვების თანხა არ გვაქვს, ძაღლებს რესტორნის ნარჩენებს ვაჭმევთ, რაც ცხოველისთვის კარგი არ არის…

ინგლისში ერთ ძაღლზე წელიწადში მოსახლეობისგან 100 000 ევრო შედის, ჩვენთან კი შეიძლება მაქსიმუმ 10 ლარი შემოდიოდეს.

ამის გათვალისწინებით, ჩვენს თავშესაფრებში მაინც კარგი მდგომარეობაა, მაგრამ გვაქვს ფინანსური პრობლემები, არც სახელმწიფოს მხრიდანაა რაიმე ხელშეწყობა და შეღავათი არაკომერციული ორგანიზაციებისთვის…

როგორ მოვიქცეთ, როდესაც ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის მომსწრენი გავხდებით?

ასეთ შემთხვევაში პატრული უნდა გამოიძახოთ. მოქმედებს 259-ე მუხლი, რომლიც თანახმადაც “1. ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, აგრეთვე ცხოველის წვალება, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: (ა) ჯგუფურად; (ბ) არაერთგზის; (გ) მცირეწლოვნის თანდასწრებით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.”

თუმცა ძალიან გაგიჭირდებათ ოქმის შედგენა და თუ ეს მოახერხეთ, რამდენიმეჯერ დაგიბარებენ პოლიციის განყოფილებაში, საათობით მოგიწევთ ახსნა-განმარტებების გაკეთება, მაგრამ მაინც უშედეგოდ. ამ მუხლით საქართველოში არასდროს არავინ არ დასჯილა.

რა შეიძლება გაკეთდეს ჩვენს ქვეყანაში ცხოველთა მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით?

ჩემი პირდაპირი აზრია, საზოგადოების ცნობიერება უნდა ამაღლდეს, მაგრამ ვერ ამაღლდება იმ ერში, სადაც ცნობიერება არ არსებობს. თუ ცნობიერების ამაღლება გვსურს, ინტერესი მაინც უნდა გვქონდეს… რა თქმა უნდა, ქვეყანაში კანომდებლობა უნდა არსებობდეს, საერთაშორისო კონვენციები, საგანმანათლებლო პროგრამები, ამას სჭირდება დიდი შრომა და პირველ რიგში, სახელისუფლებო ორგანოებიდან სურვილი, რაც დღეს არ იგრძნობა. არსებული პრობლემებიც შემდეგ გადაიჭრება.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

5 კომენტარი »

  • ნინო says:

    ძალიან კარგია ამ პრობლემაზე რომ დაიწყეთ საუბარი. საშინელებაა როდესაც ცოცხალ არსებებს ასე სასტიკად უსწორდებიან. საზოგადოების ცნობიერებაში ნამდვილად დიდი პრობლემაა, მაგრამ ალბათ ყველაფერი ისევ კანონმდებლობიდან და ხელისუფლებისგან უნდა წამოვიდეს. თუკი ერთი ორი კაცი მაინც დაისჯება იმ 259–ე მუხლით ან ხელისუფლება დაიწყებს ამ საკითხზე მუშაობას, მაშინ საზოგადოებაც უფრო სხვა თვალით შეხედავს პრობლემას და იმედია უფრო ადამიანურები გახდებიან უსახლკარო ცხოველების მიმართ.

    • nana says:

      აბსოლიტურად გეთანხმებით, მაგრამ ვიდრე ხალხის აზროვნების და მენტალიტეტის გაზრდას მივაღწევთ ბევრი ცხოველი შეეწირება, ბევრი უზნეო ბავშვი გაიზრდება, ამიტომ ჯობს კანონის გამკაცრება.. ქართველს ჩექმა უხდება დამჯერი ხდება, როგორც ჩანს. უნდა მოვითხოვოთ კანონის გამკაცრება და აღსრულება.- მადლობთ სტატიისთვის.

  • მარიამ–ხათუნა says:

    აი რა კიბო ჭირს საქართველოს!მენტალიტეტის მაღალი დონე!არა და რა ამაყად არღვევს მოსახლეობა ღირსების ყოველგვარ წესს თუ კანონს!წითელზე გადასვლა რომ არ იცის საზოგადოებამ და ნაგავში ნაგვის ჩაგდება, არაჰიგიენურად დაყრილ ყოველგვარ სურსათს, რომ ყიდულობენ და ერთს არ მიუთითებენ წესრიგისკენ არავის, ან სად ზიხარ, ან რატომ გვთავაზობ ქუჩაში ამ სიბინძურეში სურსათს?(წესით ცხოველს არ უნდა დაუდო ესე საჭმელი)საზოგადოება ყიდულობს კი არა და მადლობასაც უხდის, ნაგავთან უდევს სურსათი გასაყიდად და მადლობას უხდის, მერე ექიმთან დარბის და წამლებს ღებულობს..თუმცა რომ მიუთითოს წესრიგისკენ არ გამოუვა იმიტომ რომ თვითონაც არ სურს წესრიგით ცხოვრება, თვითონაც რაც ” მოეპრიანება” ის უნდა რომ აკეთოს და სხვას როგორღა მიუთითოს?!შუა ცენტრში ნასკის გვერძე ყვავილი, კვერცხი, ყველი იყიდება და მიდი სევაა…უნახავებივით დაესევიან! მაღალი დონეა!თუმცა რატომ უნდა წავიდეს ბაზარში, აგერ სახლთან არ ჯობია იყიდოს, მერე რა დაყრილი იქნება თუ ქუჩის და სანაგვეების მტვერი დაეყრება, მთავარია იყიდოს(არადა ზემოთ უკვე ვთქვი ხო ესე ცხოველებს არ ექცევიანთქო,ალბათ მიხვდით რისი თქმა მსურს, მაგრამ რადგან ყიდულობთ ესე იგი არ გწყინთ)მთავარია ყოველდღე სხვადასხვა გეცვათ მერე რა რომ მეორადია!მთავარია გეცვას,არც დაბანა–გასუფთავება არის საჭირო არა!მთავარია იყიდო და შუა ქუჩაში იწყება გაფცქვნა–დაყრა!
    ნუ რიგზე ლაპარაკი ზედმეტია, რიგი დაცვა არ იციან ქართველებმა!არ ყოფნით არც კულტურა არც ნებისყოფა, ურთიერთპატივისმიგება!მთავარია პირველი იყოს და მალე გავიდეს, მერე რა თუ გადაალაჯებს, ხელს კრავს, სხვის ადგილს დაიკავებს,”ჩაეჭუჭყნება” მერე რა! მთავარია პირველი და მალე! ყველას ეჩქარება… მეტს ვეღარ ვიტყვი..შორს წავალ ძალიან, თანაც რა შეიცვლება რომ?ასეთი ქცევის ადამიანებმა ცხოველებს როგორ უნდა მოექცნენ?! შარშან ქობულეთში ნაპირზე გამოსული მედუზები ხოცეს და ხოცეს, ცოცხლადაც დამარხეს…არადა ღმერთმა ზღვა წყლის ცხოველებს დაუდგინა…თუმცა “კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა ჰყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ”…
    ვინც ასე იქცევა,ხანდახან მაინც თუ იყურებით ზეცაში?? ან ხანდახან მაინც თუ გაგიფიქრებიათ, რომ ღმერთი გიყურებთ და ყველაფერს ხედავს და მერე??

    ” რასაც აქ შეკრავთ, შეკრული იქნება ზეცაშიც”
    ანუ უწესობით წესიერ ცხოვრებას ნუ ელით!!! უფალი მეფობს!!!

  • Bibi.japaridze says:

    გთხოვთ გამოიკვლიოთ დძაგლების მდგომარეობა გორის თავშესაპარში. ძაგლები იგუპებიან უპატრონოთ ,უწყლოდ,საკვების გარეშე ამ კონცენტრაციულ ბანაკში.არავიტარ დახმარებას არ უწევენ -თუმცა ვინ გაუწევს ერთი კაციც არ ვნახე იქ დაგაჯიც არ იყო. განწირულები ცკმუტუნებენ და ყეფავენ. დაეხმარეთ გთხოვთ

  • shorena says:

    გთხოვთ გულთან ახლოს მიიტანეთ და მირჩიოთ რამე ან ერთად დავეხმაროთ. ყვარელში, სააკაძის კუჩაზე, ძველი სტამბის კუთხეში წევს ძაღლი წელ მოწყვეტილი. ვერაფერს ვერ ვშველით. საჭმელი და წყალი არ აკლი მაგრამ ძაღლს სამედიცინო დახმარება სჭირდება. ყვარელს არ აქვს ძაღლების თავშესაფარი, იქნებ იღონოთ რამე და ძაღლი ამ ტანჯვისგან იხსნათ. სამი დღეა ასე იტანჯება. გთხოვთ დავეხმაროთ

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი