მთავარი » კულტურა

“ჩხერიმელა ადიდდა. ვდგავართ…”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 25.07.2015 | 1,417 ნახვა

1895 წლის 28-31 ოქტომბერი. მდინარე ჩხერიმელას ადიდებამ ლიხის ქედის დასავლეთის კალთა დატბორა, მწყობრიდან გამოვიდა რკინიგზა, დაინგრა ხიდები და სარკინიგზო ლიანდაგს ნიადაგი გამოეცალა. ფოტოზე ჩანს წყალდიდობისაგან დაზიანებული რკინიგზა სადგურ მარელისში.

ჩხერიმელა

სტიქია იმდენად მასშტაბური იყო, რომ ეს ფაქტი რეზო გაბრიაძემ 1970-იან წლებში მხატვრულ ფილმ „შერეკილების“ სცენარშიც შეიტანა: მარგარიტა ამყოლაძეს ხარაგაულიდან ელვა-დეპეშას უგზავნის მეუღლე: „ჩხერიმელა ადიდდა, ვდგავართ. ფრთხილად იყავი. მარჯვენა თვალი მითამაშებს. შენი ტრიფონი“.

გაზეთ „ივერიას“ ცნობით, რკინიგზის გამგეობამ სტიქიის შედეგების დასაფიქსირებლად ფოტოგრაფი დაიქირავა. ედუარდ კლარის გადაღებული ფოტოსურათების ალბომი ეროვნულ არქივში ინახება.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი