ცვილი – საეკლესიო ტერმინთა განმარტება
საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებითი ლექსიკონში ცვილი ასე არის განმარტებული – ეკლესიის სწავლებით, როგორც ყველაზე სუფთა ნივთიერება – ნიშნავს მორწმუნეთა გულწრფელობას და სიწმინდეს. როგორც ნივთიერება, რომელზეც შეიძლება საგნების აღბეჭდვა, ნიშნავს ჯვრის ბეჭედს ნათლობისას და მირონცხებისას; როგორც რბილი და დრეკადი ნივთიერება აღნიშნავს მორწმუნის მორჩილებას და ცოდვების მონანიებისათვის მზადყოფნას, როგორც ნივთიერება, რომელიც უნდა დაიწვას, ნიშნავს მორწმუნის არსის განწმენდას ღვთიური ცეცხლით, როგორც მრავალი სახის ყვავილისაგან შეკრებილი, აღნიშნავს ყველა ქვეყნის ქრისტიანთა შესაწირს; როგორც კეთილსურნელოვანი ყვავილისაგან შეკრებილი ნიშნავს სულიწმიდის მადლს.
და, ბოლოს, ნივთიერება, რომელიც იწვის და იძლევა სინათლეს ნიშნავს ჩვენი სიყვარულისა და მშვიდობის სიძლიერეს. ამ თვისებათა გამო ცვილი საუკეთესო შესაწირია ღვთისადმი, მისგან III საუკუნიდან კეთდება სანთლები. ცვილის და ზეთის ქურდობა ისჯებოდა ეკლესიიდან განკვეთით.
ხოლო განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით, ცვილი ნიშნავს:
1. ნივთიერება, რომლისგანაც შედგება ფიჭა, -სანთელი; 2. იგივეა, რაც თაფლის სანთელი; 3. ცვილის ხე [Toxicodendron succedaneum] ბოტან. საერთო სახელწოდება ცხელ ქვეყნებში გავრცელებული ხეებისა, რომელთა ქერქზე, ფოთლებზე ან ნაყოფზე ცვილის ნაფიფქი ჩნდება; მთის ცვილი იგივეა, რაც ოზოკერიტი.
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.