მთავარი » ქრისტიანობა

“ჩვენთან, ოჯახში, იყო ასეთი წესი” – ილია მეორე

სტატიის ავტორი: | თარიღი: 24.07.2018 | 1,752 ნახვა

ილია მეორე “ჩვენთან, ოჯახში, იყო ასეთი წესი – ამ წესს მამა ხელმძღვანელობდა – საღამოობით ყველანი ხატებთან ვიკრიბებოდით. ეს ხატები იმ დროს იყო მოტანილი, როცა ეკლესიები დაიხურა. იქვე იყო სანთელი, კანდელი, ნაკურთხი წყალი, ბზა. ყველანი ერთად ვდგებოდით და მამაჩემი კითხულობდა ლოცვებს, ბოლოს კი ერთ-ერთ ჩვენგანს ოთხმოცდამეათე ფსალმუნს ათქმევინებდა, მერე ნაკურთხ წყალს გვასხურებდა და ვიძინებდით, თვითონ კი ხატებთან რჩებოდა. ცენტრალური ხატი “საქართველოს დიდება” იყო. რამდენი წმინდანიც მასზეა გამოსახული, მამა იმდენჯერ მოიყრიდა მუხლს და ლოცულობდა: “წმიდაო მეფეო თამარ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის”, დავით აღმაშენებელს ევედრებოდა… ვთხოვე, ეგებ ეს აუცილებელი არ იყოს-მეთქი. მიპასუხა, სანამ შევძლებ, ასე უნდა მოვიქცეო. დედაჩემის სიტყვებიც მახსოვს: “რაც არ უნდა გიჭირდეთ, უცხოეთში არ უნდა წახვიდეთ, ეს მძიმე უღელი უნდა ზიდოთო”, – პატრიარქი ილია II.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი