მთავარი » ვიდეო

ჩვენებურები – “სხვა საქართველო”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 07.12.2012 2 კომენტარი | 4,265 ნახვა

საუკუნეების წინ, ომის, მუჰაჯირობისა და ბედის უკუღმართობის გამო, უამრავი ქართველი იძულებული იყო სამშობლო სამუდამოდ დაეტოვებინა და თან წაეღო საქართველოს უსაზღვრო სიყვარული, სევდა და ტკივილი, რაც თაობიდან თაობას დღემდე გადაეცემა.

რამდენიმე საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მოწყდა ოდითგანვე ქართველებით დასახლებული ძირძველი ქართული მიწა, ლაზეთ-ჭანეთი, კოლა-არტაანი, შავშეთი, ტაო-კლარჯეთი. ისტორიული საქართველოს სამხრეთი ნაწილი დღეს თურქეთის რესპუბლიკის შემადგენლობაშია.

თურქეთში

რამდენიმე ასეულმა წელმა ჩაიარა, მაგრამ დედა სამშობლოს მოწყვეტილმა ქართველებმა უფრო მეტად შემოინახეს ნამდვილი ქართული სული, ზნე და ხასიათი. დღემდე არ დაივიწყეს წინაპართა ენა. ჩვენებურებმა თურქეთში დააარსეს ქართული ორგანიზაციები, სადაც ასწავლიან ქართულ ენას, წერასა და კითხვას, საქართველოს ისტორიას, ქართულ ცეკვა-სიმღერას.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

  • ორჰან ბერიძე says:

    გაუმარჯოს დედასამშობლოს! მადლობა ღმერთს რომ, ქართველები ვართ და ვისაც ქართველობა ცხვენია, ვაი იმას! ვინც საქართველოს ებძვრის არც კი იცის რომ, დამარცხებულია! გაუმარჯოს ჩვენს ჯიშს! განსაკუთრებულ მოდგმას! გაუმარჯოს დედასავით საყვარელ ჩვენს დედასამშობლოს!!!

  • mzia says:

    ბატონო ორჰან, გმერთმა გვიმრავლოს თქვენნაირები :))

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი