მთავარი » სხვადასხვა

“ჩვენ ვიბრძვით საკუთარი თავისა და ოჯახის გადასარჩენად” – ემიგრანტი იტალიიდან

სტატიის ავტორი: | თარიღი: 16.05.2014 22 კომენტარი | 10,112 ნახვა

“ამბიონის” რედაქცია პასუხს არ აგებს “ემიგრანტის წერილების” რუბრიკაში გამოქვეყნებული მასალების შინაარსზე.

ქეთი ტუშური, 25 წლის
ჟურნალისტი

“მტკივა, რომ ჩვენს ქვეყანაში ცხოვრება არ შეგვიძლია…”

ხშირად ვკითხულობ ემიგრანტების წერილებს… არ მიყვარს, როცა წუწუნებენ და ამბობენ: „აქ ყოფნა გაუსაძლიასია“. ასე რომ იყოს, აქ წლები ვერ გაჩერდებოდნენ. ქეთი ტუშური უმეტეს ნაწილს აქ ცხოვრება აწყობილი აქვს და არც ფიქრობენ დაბრუნებაზე. მე დავბრუნდები იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში სასიკეთოდ რამე მაინც შეიცვლება. ჩვენ ვიბრძვით საკუთარი თავისა და ოჯახის გადასარჩენად, სამშობლოზე ზრუნვა ყველას ვალია.

მე ქეთი ტუშური ვარ, 25 წლის, იტალიიდან გწერთ. … 6 წელია ემიგრანტი გახლავართ. მინდა, ჩემი ფიქრები გაგიზიაროთ…

თავდაპირველად საზღვარგარეთ წასვლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ მატერიალურად გვიჭირდა. ეს არის ძირითადად მთავარი მიზეზი, ვინც ამ ნაბიჯს დგამს. ჩემს ოჯახს მწირი შემოსავალი ჰქონდა. ვხედავდი, მშობლები ყოველთვის ვერ შეძლებდნენ მუშაობას და ერთ დღეს მათ ჩემი დახმარება დასჭირდებოდათ. სწავლით კარგად ვსწავლობდი სკოლაში, უნივერსიტეტიც დავამთავრე, მუშაობაც ვცადე ხან სად, – ხან სად… ვცდილობდი, ჩემს ქვეყანაში ჩემი ადგილი დამემკვიდრებინა, მაგრამ არაფერი გამოვიდა…

ვფიქრობდი, როცა ოჯახს შევქმნიდი იმდენი მაინც გამეკეთებინა ჩემი შვილებისთვის, რამდენიც ჩემმა ოჯახმა გააკეთა ჩემთვის. მეშინოდა, ვაითუ, ვერ შევძლებდი… ვფიქრობდი და გამოსავალს ვეძებდი. გადავწყვიტე საზღვარგარეთ სამუშაოდ წავსულიყავი, ამით მშობლებსაც დავეხმარებოდი როცა დასჭირდებოდათ და ჩემს მომავალსაც ცოტას წავეშველებოდი. თუმცა, არ მქონდა გაცნობიერებული რა პირობებში მომიწევდა საზღვარგარეთ მუშაობა…

ნათქვამია: ადამიანი ყველაფერს ეჩვევაო. უბრალოდ, ძალიან მიჭირს სიტყვებით აგიღწეროთ აქ რა პირობებში უწევთ ქართველ ემიგრანტებს მუშაობა…

ყველაზე მეტად იმაზე მწყდება გული, როცა მეკითხებიან – სად არის საქართველო? საქართველო რუსეთია? წერა იცი? კითხვაც გცოდნია, მალადეც (მაქებენ ხოლმე)… საქართველოს თურქეთს მიაწერენ, ხან – რუსეთს. ქეთი ტუშური ამაზე ძალიან ვღიზიანდები. მე – 7-8 კლასში ვისწავლე მსოფლიოს ისტორია, გეოგრაფია და ვიცი, რომ თუნდაც საფრანგეთი გერმანია არაა, ან – პირიქით. არ ვამბობ, რომ გაუნათლებელი ხალხია, მაგრამ, ქალაქში სადაც ვცხოვრობ, უმეტესს 3-4 კლასი აქვს დამთავრებული.

თუ არ ვცდები, ლევან ბერძენიშვილს ბრაზილიაში ყოფნისას დაუსვეს კითხვა: სად არის საქართველო? ბერძენიშვილმა უპასუხა: საქართველო თურქეთსა და რუსეთს შორისაა. მათ უპასუხეს: მანდ ხომ არაფერია. აი, ზუსტად ეგ „არაფერია“ საქართველო.

გული ძალიან მტკივა, საქართველო ცარიელდება, აქ დღითიდღე ვხედავ ახალ სახეებს, აქ იქმნება ოჯახები, მრავლდებიან ქართველები. 21–ე საუკუნეში ყველა თავის გადარჩენაზე ფიქრობს, ამ შემთხვევაში სამშობლოს სიყვარული მეორე ადგილზეა გადასული.

არვიცი როდის დავბრუნდები, თავიდან რომ წამოვედი, 2 წელიწადში ვაპირებდი საქართველოში დაბრუნებას, მაგრამ ახლა ასე არ ვფიქრობ, დედაჩემიც აქ არის, ერთმანეთს ვავსებთ, ზოგჯერ იტალიაში ვერც ვგრძნობ თავს. ბევრი ქართველი მეგობარი მყავს, ასევე იტალიელიც…

მენატრება მხოლოდ ჩემი ოჯახი, ვინც საქართველოში მყავს. ძალიან მენანება და გული მტკივა საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა.

ვიცი, ბევრსაც სურს საქართველოს დატოვება და ეძებენ იმ გზებს, რომ დატოვონ ქვეყანა. აი, ეს მტკივა, რომ ჩვენს ქვეყანაში არ შეგვიძლია ცხოვრება. არ გვაქს ის ელემენტარული რითიც არსებობას მაინც შევძლებთ…

მოგვწერეთ თქვენც, თუ ხართ ემიგრანტი. ელ.ფოსტა: teo.nozadze@yahoo.com


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

22 კომენტარი »

  • Anka says:

    mec emigranti var da mec aseve vkitxulob emigrantebis cerilebs, shens cerilshi shevascorebdi imas rom isini ar cucuneben rata ar moscons evropa mat samshoblo enatrebat, roca adamiani ver amchenvs gansxvavebas ekonomiurad ganvitarebul qveyanas da samshoblos shoris es ucignurobis bralia :))) konfortshi cxovreba kargia da vpikrob es konforti bevr emigrantebs ar akliat, magram samshoblos siyvaruli sxva aris , ikidan gamomdinare rom emigrantobas adamiani ar irchevs aseve dabruneba aris dzneli, advilia gansajo is adamianebi visac samshoblo ase uyvart da mistirian shoridan im imedit rom male daubrundebian, es ar nishnavs rom umadurebi arian evropisgan ubralod is mati samshoblo ar aris,jer samshoblo unda sheiyvaros adamianma da mere konforti imitom ro gmertma uboza adamians samshoblos siyvaruli )) vinc samshoblos siyvaruls ar ganicdis , is yvelgan nebismier qveyanashi kargad igrznobs tavs ;)

  • pati says:

    …….გენაცვალე მაგ თბილ გულში და სულში ჩემო ქეთევან!!!მე მიხარიაა რომ ჩვენს ლამაზ, მაგრამ დღეს მრავალგზის დაჩოქილ საქართველოს შენისთანა შვილები ყავს. მე რამოდენიმე წლის წინ ქართველი 22 წლის გოგო ვნახე და ამბობდა საქართველოში მე აღარ დავბრუნდებიოო. მე მაშინ ძალიან აღშფოთებული დავრჩი, მას არც საქართველო და ქართული უკვე აღარ აინტერესებდა. დღეს რა თქმა უნდა უფრო მეტ ქართველს შევხვდებით ვინც ეგუბა ამ პირობებს და საქართველოსკენ გახედვაც არ უნდათ…..მე გული მტკივა, რადგან საქართველოში დაბადებულ და გაზრდილ ადამიანს მომეტებულად გვიყვარს ჩვენი დღეს ბედკრული საქართველო……
    …..არ არსებობს დღეს ჩემთვის ჩემთვის გულში რამოდენიმეჯერ არ გავიმეორო: ქარი გიმღერის ნანასა, ზღაპარს გიამობობს ჭადარი,/ ძეჭნამ ალერსით ამავსო, იჭვებით ნაავადარი,/ მინდვრები ქართლის მინდვრები, ველები მხრებგაშლილები,/ მთაში მზე დანაბინდები, ტყეში ქორბუდა ირმები…/ ცა ვარსკვლავებით ავსილი, ცა არცა რისი სადარი, / მთვარე რომ ამობრწყინდება გული გაფრენად მზად არი,/ საქართველოო ლამაზო, სხვა საქართველო არ არის!!!!!
    ……ჩემი გული საქართველოშიაა!!!!!

    • natia says:

      rodesac pirvelad 4 wlis shemdeg saqartveloshi megirsa dabruneba es chemi didi ocnebis axdenis dge iyo pirvelad shvilebis nacvlad qartul miwas davemxe da imas vakoce tan vtirodi da vechxubebodi :) rogor momenatre she sacagelo yvela gaocebuli mikurebda gamis 2 saatze sogs sheshlili vegone zogmac albad gamigo ….

  • იკა says:

    გაიხარე, ქეთი. არაჩვეულებრივი გოგონა ხარ!

  • ირაკლი says:

    მართალი ხარ ყველაფერში ქეთი , კარგად აზროვნებ , ნაამდვილი ტრაგედია დგეევანდელი საქართველოს სიტუაცია , ადრე თუ ბევრი ქვეყანა მიწის გამო გვეომებოდნენ და ბრძოლოებში ადამიანები იღუპებოდნენ , ეხლა ისეთი სიტუაცია შეგვიქმნეს ჩვენი ნებით ვტოვებთ ჩვენ მიწა-წყალს .

  • ირაკლი says:

    martlac rom arsebobistvis gviwevs brzola es brzola advili ara .

  • natia says:

    saxlshi mindaaaa chems ojaxtan chems xalxtan da chems uzomod monatrebul saqartveloshi davigaleeeeeeee ..ai esaa chveni wuwuni wadio ..ityvis vigac waval magram isev shimshili tirili da usasrulo arqonoba .. puris sayidel pulze rom daiwyeb mteli gamit piqrs .. dgesve waval ogon imedi mkondes elementalur sazrdos movipoveb aq tu vemsaxurebit sxvebs gana masze uketesi ram arsebobs ?? shvilebs da ojaxs emsaxuro dilit qartuli dilamshvidobisa mogesmas sheni shvilebis gverdit gaigvico da daicinoo ???? apsus qartveloba da chemo atirebulo saqartvelo … uimedobidan amoqceuli uimedobod darchenili chen gvinda saxlshi vinmem mogvecit imedi ..dvbrundebit

  • ქეთი says:

    me sxvanairi wuwuni momismenia emigrandebisgan , umaduroma daminiaxia mat subarshi , im adaminaebisagan romlembac yvelaferi naxes cxovrebashi shekmnes ojaxi gazardes shvilebi shvilishvilebi , iyides saxlebi saqartveloshi da sheikmnes komporti . ra tqma unda yvela ar myavs mxedvelobashi , aerian isinic vinc sworad azrovnebs da realurad uyurebs yvelafers .

  • loli says:

    chven emigrantebi vart is patimrebi romlebsac aqvt uvado patimroba misjili…..

  • germaneli says:

    მომეწონა წერილი, რეალობასთან ახლოსაა. სამწუხაროდ ასეა, რომ ჯერჯერობით უცხოეთში უფრო შესაძლებელია რიგითი ქართველისთვის თავისი თავის რეალიზება ვიდრე საქართველოში. იქ განათლებისა და კომპეტენციის ადეკვატურ დასაქმებას მარტო ვაკე-საბურთალოს მკვიდრებს არ უთმობენ, არამედ ყველას თანაბარი შანსი აქვს.

  • ირა says:

    მიზეზი ყოველთვის მოიძებნება…

    ფაქტი ერთია რომ 98% ემიგრანტების ფულის შოვნის სიხარბით ყველაფერი ავიწყდებათ. ავიწყდებათ ვისი გორისა არიან და ყველაფერს ფულზე ცვლიან.
    კარგი საქართველო გინდათ ემიგრანტებო მაგრამ ამისთვის თქვენ რას აკეთბთ უცხოეთიდან? არაფერს, პირიქით უკან დაბრუნება არ გინდათ. ხოდა გზა ფართოა, მასეთი ქართველი ემიგრანტები საქართველოსაც არ სჭირდება. ემიგრანტი არსად არავინაა. როგორც ინდოელები, ჩინელები და ზოგადად უცხოელები არ გვინდა ისე არ უნდა არავის ეს ემიგრანტები.
    საქართველოს ჭეშმარიტი ქართველობა და თანადგომა თუ გადაარჩენს.

  • ირაკლი says:

    ასეთი ხალხი არც უცხოელს უნდა და არც საქართველოს არ სჭირდება. იყავით იქ სადაც ხართ. ქართველობაზე თავს ნუ დებთ… თქვენ ფულზე სამშობლო კი არა თქვენი სული გაყიდეთ.

    • teona says:

      შენ მე მგონი ნორმალური ვერ ხარ? რა სიხარბე რის სიხარბე? ემიგრანტები რომ არ ყოლოდა ქვეყანას, შიმშილით ამოწყდებოდნენ მასიურად ქართველები. შენ რა გგონია, ვინც საქართველოშია ისინი კარგად გრძნობენ თავს? ყველას გაქცევა უნდა, არც ერთ ნორმალურ ადამიანს არ უნდა უქმად ჯდომა და იმის ლოდინი როდის მოუვა ”პასილკა” ან როდის გამოუგზავნიან ფულს. ყველას უნდა ნორმალური ცხოვრება. ელემენტარული საზრდოს ფული, არავინ წუწუნებს ფუფუნებაზე მანქანებზე და ჩაცმა დახურვაზე. ერთი ეგეცაა რომ საჭმელს მოიპოვებ ასე თუ ისე ადამიანი, ექიმი რომ დაგჭირდეს სასიკვდილოდ ხარ განწირული. და რომელ სიხარბეზე მელაპარაკები ასეთ სიდუხჭურეში შე არაადამიანო????

  • nona says:

    shens ojaxs daswirdes da nu waxvalt me wamovedi mitom rom shvili myavs avad da rom vushveli i is sashvaleba ar mqonda axla imedi gamichda imis rom vushveli shen dagawirvos gmertma da nursad waxval uyure rodis mokvdebi irakli

    • ეთერი says:

      ხალხო რის სიხარბეეზა ლაპარაკი ოჯახებისა და შვილების გადარჩენისთვის ვშრომობთ დავწვალობთ რატომგვაყენებთ ასეთ შევრაცყოფას ოჯახებისთვის თავგანწირულ ხალხს. ყველას არ გვ აქ თქვენსავიტ ურუნველი ცხოვრება და მუქთად ნაშოვი ფული. ჩვენ სიდუხჭირემ და ეკონომიურმა მდგომარეობამ გვაიძულა დაგვეტოვებინა საქართველო ,ქმარშვილი, მშობლები და ედმამიშვილები და გადავხვეწილვიყავით უცხოეთში.

  • maia says:

    6 weli tu emigraciashi xar da axla 25 wlis xar rodisgha moaswari universitesis damtavreba dasamsaxuris dzebna?

  • მთიული says:

    ყველას პატივს ვცემ და თანავუგრძნობ ვინც ბედის უკუღმართობამ იძულებული გახადა სხვა ქვეყანაში წასულიყო,მაგრამ ვერასოდეს გავუგებ იმ ადამიანს ვინც აცხადებს,რომ საქართველოში არ დავბრუნდებიო…თან რომ გვამადლიან ჩვენ გინახავთ აქედანო…ჩემო კარგო,მე გაგიშვი სადღაც გადაკარგულში? თუ წახვედი შენი ოჯახის საკეთილდღეოდ წახვედი,იმ ოჯახის გამო წახვედი,რომელსაც ფული ურჩევნია შენს თავს,მერე კიდევ: ვალებს რომ გადაიხდით და მადა გეხსნებათ,უკვე ფუფუნების საგნების გამო აგრძელებთ მანდ ყოფნას,მეც გამიჭირდა და არც ეხლა ვარფუფუნებაში,მაგრამ არასოდეს გამჩენია სხვაგან წასვლის სურვილი,2 ღამე ზედიზედ პურის საცხობში ვმუშაობდი და ოჯახს ვეხმარებოდი,მიუხედავად იმისა,რომ უმაღლესი განათლება მაქვს,სულაც არ მეუხერხულებოდა მუშად მუშაობა,სამაგიეროდ ჩემი შვილების გვერდით ვიყავი და 5-10 წლის სიყვარული არ მომიპარავს მათთვის,ვერანაირი ფული ვერ შეუცვლის შვილებს დედის სიყვარულს,ასე რომ თავი დაანებეთ მიზეზების ძებნას და ვალებს რომ გადაიხდით დაბრუნდით ოჯახებში,თორემ არც სკაიპით გაზრდილი შვილი დაგიფასებთ მაგ თავდადებას და ვერც სკაიპით დატირებული მშობლები მოისვენებენ იმ ქვეყნად…უფალი გფარავდეთ…

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი