მთავარი » ქრისტიანობა

“ჩვენ უნდა შევქმნათ სამეცნიერო ცენტრი, რომელიც ყოველთვის კონტროლის ქვეშ ამყოფებს სტიქიურ მოვლენებს “

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.07.2018 | 552 ნახვა

პატრიარქი “ჩვენ უნდა შევქმნათ სამეცნიერო ცენტრი, ინსტიტუტი, რომელიც ყოველთვის კონტროლის ქვეშ ამყოფებს ამ სტიქიურ მოვლენებს. როდესაც ისინი ხდება, მაშინ კი არ უნდა ვიფიქროთ, წინასწარ უნდა განვსაზღვროთ, როგორ დავაღწიოთ თავი,” – ბრძანა ილია მეორემ წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ პარაკლისზე.

უწმინდესმა ტაძარში შეკრებილებს დღესასწაული მიულოცა და სვანეთში მომხდარ სტიქიის შესახებაც ისაუბრა.

„თქვენ იცით, სვანეთში წყალდიდობა მოხდა, წაიღო ხიდები, რამდენიმე სახლი. მადლობა ღმერთს, რომ მსხვერპლი არ არის და ჩვენ შევთხოვთ წმინდა იოანე ნათლისმცემელს, რომ მშვიდობა მოგვანიჭოს, დღეს კიდევ ერთხელ უნდა ვიფიქროთ, როგორ დავიცვათ თავი სტიქიური მოვლენებისაგან. ისინი გარდაუვალია, მაგრამ ამავე დროს ჩვენ უნდა შევქმნათ სამეცნიერო ცენტრი, ინსტიტუტი, რომელიც ყოველთვის კონტროლის ქვეშ ამყოფებს ამ სტიქიურ მოვლენებს. როდესაც ისინი ხდება, მაშინ კი არ უნდა ვიფიქროთ, წინასწარ უნდა განვსაზღვროთ, როგორ დავაღწიოთ თავი. მე ვფიქრობ, ჩვენი ხელისუფლება და მეცნიერები ყველაფერს გააკეთებენ, რომ სძლიონ ამ მოვლენებს. წმინდა იოანე ნათლისმცემელი შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს“, – ბრძანა პატრიარქმა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.