მთავარი » ქრისტიანობა

“ჩვენ ეკლესიაში ვიკრიბებით, ვართ ჩუმად და მხოლოდ ღმერთს ვესაუბრებით. მიხვდი რას გეუბნები?”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.09.2020 | 815 ნახვა

შევეცდები გარდამოვცე მთავარი აზრი იმისა, რასაც ბერი მიყვებოდა და რაც ცოცხალ მეხსიერებაში მაქვს შემორჩენილი. ერთხელ მამაო დადარდიანებული იყო იმის გამო, რომ მორწმუნეები მღვდლისაგან ითხოვენ ღვთისმსახურების დროს ღვთისმოშიშებით ყოფნას – ეს კარგია, მაგრამ თავად მორწმუნეები სამწუხაროდ ასე არ იქცევიან.

მამაო ამბობდა: – მე მათ ვუკმევ, ისინი კი არ იდრეკენ თავებს. მე ვამბობ – ვსდგეთ კეთილად ისინი კი სხედან. მე ჯვარს ვსახავ ისინი ლაპარაკობენ. ყველაზე ტრაგიკული კი ისაა, რომ – მღვდელი ამბობს: – სვით ამისაგან ყოველთა… წმინდა ბარძიმთან კი მხოლოდ რამოდენიმე მათგანი მოდის. მღვდლისათვის ეს ძალიან დიდი ტკივილია.

მე ვკითხე: მამაო ნუთუ საჭიროა, რომ ყველა ეზიარებოდეს?

ამას არ ვამბობ მე, ამას ამბობს უფალი! „ყოველთა“ ამ სიტყვას განა სხვა რაიმე მნიშვნელობა აქვს, რომელიც მე არ ვიცი? ამის შემდეგ მღვდელი ამბობს: – „და ჩვენ მიერ ყოველსა ერსა“. რათქმაუნდა არიან ისეთები, რომლებიც განშორებული არიან ზიარებისგან. ასეთებმა ჯერ მოძღვრისაგან უნდა მიიღონ ნებართვა. დანარჩენ შემთხვევაში ზიარების გარეშე, ქრისტეს გარეშე, როგორ შეძლებ ყოველდღიურობასთან გამკლავებას? ეკლესიაში მოხვედი, მაგრამ დაკარგე ყველაზე მნიშვნელოვანი ძღვენი – ყველაფერი. დარჩი მხოლოდ სეფისკვერის ამარა. იცი რა არის წმინდა სამსხვერპლო? იგი ყველაზე ძვირფასია დედამიწაზე. სამეფო ტახტს, პრეზიდენტის სავარძელს ან აკადემიურ კათედრას მცირე ღირებულება აქვთ. წმინდა ტრაპეზი არის შეუწველი მაყვლის ბუჩქი. იქ ბრძანდება ქრისტე, იქ იმყოფება წმინდა სული ანგელოზებთან ერთად. მე ძალიან ხშირად შიში მიპყრობდა ტრაპეზის შეხებისას. ამ განცდის ფონზე, ძნელია უყურო მორწმუნეებს თუ როგორ
საუბრობენ ეკლესიაში და არ განიცდიან ამ განსაკუთრებულ მსახურებას. აბა მითხარით ვინ წირავს? მარტო მღვდელი თუ ხალხიც? მაშ რის გამო ჰქვია მას ლიტურღია? იცოდეთ, როგორც დგას (იქცევა) მღვდელი, ასევე უნდა იდგეს იქ შეკრებილი ერი. როდესაც შევიკრიბებით და მთლიანად მივენდობით ღმერთს, მაშინ არ ვდაგევართ მიწაზე – რომელნი ქერუბიმთა საიდუმლოდ ვემსგავსენით – არამედ ზეცაში ვიმყოფებით, წმინდა სამების პირისპირ, განშორებულნი ყოველგვარი საზრუნავისაგან. ყველანი მღვდელმსახურნი ვართ, აი რისი ღირსი გაგვხადა ღმერთმა. თუ კი გვრწამს, რომ ჩვენს წინაშე აღესრულება დიდი საიდუმლო, მაშინ უნდა ვიდგეთ ღვთის შიშით. ბედნიერებისაგან უნდა ვტიროდეთ, რადგან თავად ღმერთი ჩამოდის ზეცით და მსხვერპლად იწირება ჩვენი სიყვარულისათვის. თუ არ გვწამს, მაშ რისთვის მოვდივართ ეკლესიაში? ვის ვეთამაშებით? ბევრად უფრო ადეკვატურად იქცევიან ისინი ვინც არ დადის ეკლესიაში.

– შენ დადიხარ კონცერტებზე? – მკითხა მამაომ.
დიახ, დავდივარ განტვირთვისთვის.

გინახავს, რომ იქ ვინმე საუბრობდეს? ყველა ჩუმად არის, რომ ხელი არ შეუშალოს. რა უფრო ღირებულია, მუსიკის ხმა, რომელიც მართლა განტვირთავს თუ სულიწმინდის ღაღადება, რომელიც აცხოვნებს? რომ გამოგიძახოს მეფემ ან ქვეყნის პრეზიდენტმა, რათა გადმოგცეს საჩუქარი, განა ზურგს შეაქცევ და ეტყვი, რომ არ გინდა მისი საჩუქარი? რისთვის არ მიემთხვევი ქრისტეს, რომელიც ამ წუთში, შენდამი დიდი სიყვარულის გამო მსხვერპლად ეწირება? რისთვის შეაქციე მას ზურგი და ლაპარაკობ? რომელ საჩუქარს გთავაზობს ქრისტე? – საკუთარ თავს! ჩვენ ეკლესიაში ვიკრიბებით, ვართ ჩუმად და მხოლოდ ღმერთს ვესაუბრებით. მიხვდი რას გეუბნები? თუ მიხვდი მაშინ გაქვს პასუხისმგებლობა, რომ ჩვენს ძმებს, რომლებსაც ეს არ ესმით გააგებინო. ღმერთმა მოგვცეს ძალა, რომ გავითავისოთ ვიტვირთოთ ეს სასწაული.


წმიდა პირფირიოსის ცხოვრებიდან




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი