მთავარი » კულტურა

სოფელ ცუცხვათის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 31.01.2020 | 1,116 ნახვა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით დასრულდა ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცუცხვათის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია.

ეკლესია იყო უმძიმეს მდგომარეობაში. დანგრეული იყო კამარა, კონქი, კედლების დიდი ნაწილი. შემოცლილი იყო კარნიზი, კედლები შიგნიდან და გარედან დაფარული იყო ნანგრევებით. სამუშაოები ჩატარდა არქეოლოგის ზედამხედველობის ქვეშ.

სარესტავრაციო პროცესის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების შედეგად:

√ მოეწყო სუფთათ თლილი ტუფის ქვით კარნიზები და თაღები

√ ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებზე კარების გარშემო მოეწყო სუფთათლილი კირქვის თაღები და სწორხაზოვანი ლილვები

√ გადაყვანილ იქნა კამარა და კონქი კირქვით,შემდეგ კი გაილესა კირხსნარით

√ დაიგო იატაკი კირქვის ფილებით

√ დამონტაჟდა ხის კარ-ფანჯარა მაგარი ჯიშის ხის მასალისაგან ლითონის ელემენტებით მორთული

√ შეივსო სახურავი პემზაბეტონით,რის შემდეგაც გადაილესა კირხსნარით

√ სახურავი გადაიხურა თუნუქით ლორფინის იმიტაციით

სოფელ ცუცხვათის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები ი.მ. „ბეჟან ყაველაშვილმა“ განხორციელა.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი