მთავარი » სხვადასხვა

ჩოხოსნობის ხიბლი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.12.2009 6 კომენტარი | 4,746 ნახვა

მარტო ჩოხის ჩაცმა საკმარისი არ არის

ჩოხა“სრულიად საქართველოს ჩოხოსან რაინდთა დასს” 15 დეკემბერს ოთხი წელი შეუსრულდა. ეს არის ქართული არაპოლიტიკური საზოგადოებრივი გაერთიანება, რომლის წევრებს სხვადასხვა პროფესიის, შეხედულების მქონე პირები წარმოადგენენ. მათ გული სამშობლოს სიყვარულით უძგერთ და ამას ჩოხის ტარებით გამოხატავენ. ჩოხა სიძლიერის, სიმამაცის, პატრიოტიზმის სიმბოლოა. საქართველოზე უანგაროდ შეყვარებული ამ ადამიანების ძირითადი დანიშნულებაც ქვეყნის სამსახური, მისი კულტურისა და ტრადიციების დაცვა და ღირსების შენარჩუნებაა.

დღევანდელი ახალგაზრდობის მნიშვნელოვან პრობლემას რწმენის, ტრადიციების, ადათ-წესების, პატიოსნების ნაკლებობა წარმოადგენს. ჩოხოსანთა მთავარი მიზანი სწორედ ყმაწვილთათვის სულიერი საზრდოს მიცემა და ჭეშმარიტად ქართველის შესაფერისი ცხოვრების გზის ჩვენებაა. მათი დევიზი – “მოკვდი, მაგრამ მამული და ღირსება არავის დაუთმო” (პეტრე ბაგრატიონი), თითოეული ადამიანის ცხოვრების წარმმართველად უნდა იქცეს.

ინტერნეტ-ჟურნალი “ამბიონი” “ჩოხოსან რაინდთა დასის” თავმჯდომარეს, გოგი დოლიძეს გაესაუბრა. ამ გაერთიანების ჩამოყალიბება პატრიარქმა სწორედ მას დაავალა, სახელწოდებაც უბოძა და წევრებს “ჩოხოსანთა ფიცი” საგანგებოდ შეუქმნა. გოგი დოლიძისთვის რაინდობა მხოლოდ ხმლის ქნევას არ ნიშნავს. მთავარი მოყვასზე მზრუნველობის გამოჩენაა. მისი თქმით, ასეთი დიდი პატივი და პასუხისმგებლობა – რაინდად კურთხევა და ერისა და რწმენის სამსახურში გამწესება – ნაკლებად თუ ხვდომია წილად ვინმეს და საქვეყნოდ აცხადებს: “არანაირ ფიზიკურსა და სულიერ ძალებს არ დავიშურებთ ამ უდიდესი ნდობის გასამართლებლად”. მას სურს, თანამედროვეებზე ზრუნვით განახორციელოს ის დიდი მისია, რაც უნეტარესმა დაავალა ჩოხოსან რაინდებს.

გოგი დოლიძე: “გასული წლიდან ტრადიციად დავამკვიდრეთ მოსწავლეთა რესპუბლიკური კონფერენციის ჩატარება, რომლის დევიზია: “მამულს გული, უპირველეს ყოვლისა”. წელს კონკურსის თემად საქართველოს სახელოვანი მეფეები ავირჩიეთ. ინფორმაცია მთელ საქართველოში გავავრცელეთ. ჩვენს მოწოდებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ყვარლის რაიონმა ყველაზე მეტი, ცამეტი თემა მოგვაწოდა, სამტრედიის რაიონის სოფელმა ნაბაკევმა კი – შვიდი. გამარჯვებულები დავაჯილდოვეთ.

მომავალი წლის კონფერენციის თემა სოლომონ დოდაშვილს შეეხება. ძალიან ცოტას თუ გაუგონია, ვინ იყო ეს პიროვნება. ჩვენ კი გვინდა, მთელმა ქვეყანამ შეიტყოს მასზე. უნდა ვიცოდეთ, ოცდაორი წლის ყმაწვილმა რუსეთს ლოგიკის სახელმძღვანელო როგორ დაუწერა. ეს პოეზია არ არის, სადაც ნიჭია საჭირო. ლოგიკა ჩამოყალიბებული კაცის აზროვნებაა. უნდა გვახსოვდეს, რომ სოლომონ დოდაშვილი ეროვნული მოძრაობის პირველი მედროშე იყო, როგორც ილია ჭავჭავაძე ბრძანებს.

ასევე ჩვენი მიზანია, ყველა სკოლაში “ჩოხოსან რაინდთა დასის” სადროშო გაიხსნას. ყვარლის ნომერ მეორე სკოლაში ჩვენი სადროშო უკვე მოქმედებს. შარშან ამ სკოლამ თეიმურაზ პეტრიაშვილის წიგნის “ყვარლის ციხის”, ხოლო წელს – ამავე ავტორის “კრწანისის ბრძოლის” ინსცენირება წარმოადგინა. ბავშვებმა არაჩვეულებრივი სპექტაკლი დადგეს. მასში ჩართული იყო კინოკადრები, პოეზია, ხალხური შემოქმედება, სიმღერები, ცეკვები. ეს დიდი სანახაობა იყო. მე ამას მოკრძალებით “ღია გაკვეთილი საქართველოს ისტორიაში” ვუწოდე, მაგრამ, პრაქტიკულად, ეს გახლდათ ნამდვილი სპექტაკლი და მიმაჩნია, ამით ძალიან სასარგებლო საქმე გაკეთდა. ამ ფაქტმა გვაჩვენა, რომ ახალგაზრდები მონდომებულნი არიან, კარგად იცოდნენ სამშობლოს წარსული, ისტორია და შესაბამისად, ფიქრობენ მომავალზე.

ჩოხოსნები

ამას გარდა, შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, ჯავახეთის ქართველ მოსახლეობას დავეხმაროთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ კუთხეში თოთხმეტი ქართული სკოლაა, ეს მხარე მაინც მიტოვებულია. ნინოწმინდაში 80%-მდე ქართველი ცხოვრობს. შარშანწინ აქ პირველი ქართული კონცერტი ჩვენ ჩავატარეთ, რა თქმა უნდა, მეგობრების დახმარებით. აკორდეონი ვიშოვეთ და მე და ვაჟა აზარაშვილმა პიანინოც კი ავიტანეთ. ქალბატონმა ნინელი ჭანკვეტაძემ თავის ბენეფისზე ნაჩუქარი ჩონგური გაგვატანა, რეზო ჩხეიძემ და რეზო ესაძემ – ფოტოაპარატები, კოტე მიქაძემ – გიტარა. ასევე, ნინოწმინდის სკოლის მოსწავლეებს წიგნებითა და სხვადასხვა სასკოლო ნივთებით ვამარაგებთ. ამ ყველაფერს ზრუნვა და ყურადღება ესაჭიროება. შესანიშნავი დრამატურგი, სულიკო ჟღენტი წერდა: როცა ძალიან გიჭირს, მოძებნე შენზე გაჭირვებული და დაეხმარეო. ჩოხოსან რაინდთა დასის ძირითადი დანიშნულებაც სწორედ ეს არის.

დღეს ჩვენი დასის წევრების რიცხვი დღითიდღე იზრდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ერი გამოღვიძებას იწყებს. ვირწმუნეთ ღმერთი. ხალხი უნეტარესისა და ეკლესიის ირგვლივ გროვდება. მაგრამ აუცილებელია ისიც ითქვას, რომ ზოგიერთი ჩოხას ისე იცვამს, ყაბალახის გაკეთებაც კი არ იცის. ამას კი ძალიან დიდი სიფრთხილე სჭირდება. რაც არ უნდა დაღლილი იყო, ჩოხას, გალიფესა და ჩექმებს რომ ჩაიცვამ, უნდა გახსოვდეს, დიდი პასუხისმგებლობა გეკისრება. ამ დროს განსაკუთრებული გრძნობა გეუფლება. თავი გიორგი სააკაძე ან ქაქუცა ჩოლოყაშვილი გგონია. ეს კი, ვფიქრობ, ძალიან დიდი იმპულსია. როდესაც ვხედავ, ჩოხოსანი მეკურტნეს უფრო ჰგავს ყაბალახის არასწორი ხმარების გამო, ამას ვერ ვეგუები. ჩოხის ჩაცმას თავისი წესები აქვს, რაც ყველამ უნდა იცოდეს. სილამაზეს სწორედ ეს ქმნის”.

გოგი დოლიძე ახალგაზრდებს მოუწოდებს: “გულმოდგინედ ისწავლეთ, წიგნიერები იყავით. აკაკი წერეთელს ერთი ცნობილი ფრაზა აქვს: შრომით ეძლევა სულს ნეტარება. თუ წიგნი არ იკითხე, ტელევიზიით გადმოგდებული დაღეჭილი ლუკმით არაფერი გამოვა. კითხვა და შრომა – სწორედ ეს არის მთავარი!”

თათია ნავროზაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

6 კომენტარი »

  • გიორგი says:

    ყოჩაღ თათია ძალიან კარგი სტსატიაა!

    ვისურვებდი ჩემი თავისთვისაც და მრავალი მოზარდისათვისაც, ჩვენი აღზრდით და რაინდული სულით, ღირსნი გავმხდარიყავით ჩოხოსნების წევრობისა და ამ სამოსის ტარების უფლებისა.

  • nino gulbiani says:

    momecona:))) dzalian, dzalian, dzalian:))) carmatebebi choxosnebs da shenc chemo kargo:*:*:*:*

  • irina says:

    tataia dzalian kargi statiaa, namdvilad karg sakmes aketeben rogorc chans choxosnebi. shenc warmatebebi chemo kargo.

  • ჩოხოსან რაინდთა დასის შესახებ თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ სრული ინფორმაცია საიტზე – raindebi.ge გეპატიჟებით საიტის ადმინისტრატორი – ბადრი წიქორაძე

  • ლია says:

    yochagh,kargi statia. ghmertma gvimravlos aseti choxosnebi. yvelaze dzalian suliko zhghentis gamotqma momewona,ar mqonda adre gagebuli: roca dzalian giwhirs modzebne shenze gawhirvebuli da daexmareo. kargi natqvamia cota vinme tu shedzlebs amis gaketebas.yochagh choxosnebs…

  • თამარ says:

    ნამდვილად კარგ საქმეს აკეთებთ! ღმერთმა ხელი მოგიმართოთ! ძალიან კარგი იქნება, თუ ამ აქტიურობაში ახალგაზრდებს ცართავთ, რომლებიც ბევრ საინტერესო იდეას მოგაწვდიან და თვითონაც უფრო მეტად პატრიოტები და ერის შვილებად იგრნობენ თავს

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი