მთავარი » სხვადასხვა

ცოტა რამ სამყაროს შექმნის თეორიის შესახებ

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.12.2012 17 კომენტარი | 7,177 ნახვა

სამყაროს შექმნის თეორიის შესახებ “ამბიონს” დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი (წყნეთის წმიდა ნინოს სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური) ესაუბრა:

სამყარო “არსებული თემა ხშირად ხდება მსჯელობის საგანი და ბევრ კითხვას სვამს. მიუხედავად იმისა, რომ ეს თემა თვით მეცნიერთა შორის შეთანხმებული არაა და მრავალი ურთიერთდაპირისპირებული თეორია არსებობს, ფართო საზოგადოებას მავანთაგან კონკრეტულად მხოლოდ ერთი მიეწოდება აქსიომის სახით. მისი პიარი ჯიუტად მიმდინარეობს საგანმანათლებლო და სამაუწყებლო სისტემაში. ფართო მეცნიერულ წრეებში კი ირონიით უყურებენ. ვინც აქტიურად ჩახედულია სამეცნიერო კვლევათა პუბლიკაციაში, მისთვის ეს ფაქტი ცნობილია. ჩვენ არ შევჩერდებით მათ შორის მართებულის დასადგენად. ეს ვრცელი თემაა და ჯობს, მეცნიერულ აღმოჩენებს მივანდოთ. განვიხილოთ სამყაროს დიდი აფეთქების ცნობილი თეორია. შევეცდები იგი ფართო მკითხველისთვის გასაგები ენით გადმოვცე. ელემენტარული ფიზიკისა და ასტრონომიის ცოდნა საკმარისი იქნება.

დიდი აფეთქების თეორია

დიდი აფეთქების თეორიის მიხედვით, სამყარო წარმოიქმნა უსასრულო სიმკვრივისა და ტემპერატურის მდგომარეობიდან დაახლოებით 13.75 მილიარდი წლის წინ 10–43 წამში. 10 -32 წმ(0.0000….32–ჯერ..0001წამი)–ში სამყარო გრეიფრუტის ზომიდან მზის სისტემის მოცულობის ხდება. დიდი აფეთქებიდან დაახლოებით 300 000 წლის მერე სამყარო გაცივდა გარკვეულ დონეზე, რომელზეც ბირთვებმა ელექტრონების მყარად დაჭერა შეძლეს და სტაბილური ატომების წარმოქმნა დაიწყეს. ეს ატომები სხვა ატომებთან შეჯახებით უკვე აღარ იშლებოდნენ. ამის შემდეგ სამყარო აგრძელებს უსასრულო გაფართოებას გარკვეულ ზღვრამდე“.

რამდენად ასახავს ამას ფიზიკის კანონები?

სამყაროში უდიდესია სინათლის სიჩქარე. სინათლის სიჩქარე ვაკუუმში არის 299 792 კმ/წმ (თუ დავამრგვალებთ – 300 000 კმ/წმ.). თეორიულად, არაფერს შეუძლია სინათლეზე სწრაფად იმოძრაოს. სინათლის სიჩქარით მოძრაობს სინათლის ნაწილაკი – ფოტონი. ვერც ერთი სხეული, უმცირესიც კი, ფოტონზე სწრაფად ვერ მოძრაობს. უფრო მეტიც, ნაწილაკს, რომელსაც გააჩნია თუნდაც ძალზე მცირე მასა, შეუძლია შეიძინოს სინათლის სიჩქარესთან ახლო სიჩქარე, მაგრამ ვერასდროს გაუტოლდება, რადგან ამისათვის უსასრულოდ დიდი ენერგია უნდა მიიღოს, ეს კი შეუძლებელია. სამყაროასე რომ, მასის მქონე სხეულებს “აკრძალული აქვთ” სინათლის სიჩქარით მოძრაობა, მითუმეტეს, მისი გადაჭარბება. სინათლეს ჩვენს სამყაროში ზღვრული სიჩქარე აქვს (ანუ ელექტრომაგნიტურ ურთიერთქმედებას. სინათლეც მისი ერთ-ერთი გამოვლინებაა), რომელიც c ასოთი აღინიშნება. c-ს ვერც ერთი მასიური (რომელსაც უძრაობის მასა აქვს) სხეული ვერ განავითარებს.

სინათლე მოძრაობს ერთი და იმავე სიჩქარით. არაფერს შეუძლია გაუსწროს სინათლის სიჩქარეს ვაკუუმში. აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორიის თანახმად, ობიექტი რაც უფრო სწრაფად მოძრაობს, მისი მასა უფრო იზრდება, სიგრძე კი მცირდება. E=mc2 სინათლის სიჩქარეზე (ფოტონებს არ გააჩნია უძრაობის მასა), როდესაც ობიექტს აქვს უსასრულო მასა, მისი სიგრძე ნულს უტოლდება… ეს სრულიად წარმოუდგენელია! აქედან გამომდინარე, არც ერთ მატერიალურ სხეულს არ შეუძლია სინათლის სიჩქარის განვითარება. ბოლო კვლევების შედეგად გამოითქვა ვარაუდი ნეიტრინოს შესახებ, რომ მან ფოტონის ნაწილაკს გადაასწრო. ეს ვარაუდი საბოლოოდ არ დამტკიცებულა. ნეიტრინო 60 ნანოწამით უფრო სწრაფად მოძრაობდა, ვიდრე სინათლე. ნეიტრინოები ძალზე მცირე მასის უმუხტო ნაწილაკებია. ისინი ბირთვულ რეაქციებში მონაწილეობენ და ძალზე სუსტად ურთიერთქმედებენ სხვა ნაწილაკებთან: მილიარდი ნეიტრინოდან ხელსაწყოები მხოლოდ ერთს შენიშნავენ. ამიტომაც მათი გამოჭერა ძალზე ძნელია. ყოველწამიერად ჩვენს სხეულს ასობით მილიარდობით ნეიტრინო ეხება ისე, რომ ჩვენ ამას საერთოდ ვერ ვგრძნობთ. 60 ნანოწამი დროის ძალიან პატარა და უმნიშვნელო მონაკვეთია, არ იძლევა გადამწყვეტ სხვაობას. მზიდან დედამიწამდე ფოტონს მოსასვლელად დაახლოებით 8 წმ. ესაჭიროება. ანუ სხივს, რომელსაც აღვიქვამთ, მან 150 000 000 კმ–ს (მანძილი მზიდან დედამიწამდე) ეს დრო მოანდომა. უახლოესი ვარსკვლავური სისტემიდან – ალფა კენტავრიდან წამოსულ სინათლეს 4,3 წელიწადი სჭირდება. ანუ ალფა კენტავრი 4,3 სინათლის წელიწადით არის დაშორებული. ესაა 135 604 800 წმ., იგივე 2260080 სთ. ფოტონისთვის.

ხსენებული თეორიის მიხედვით კი დიდი აფეთქების პირველი ტალღა დღევანდელი მზის სისტემის დიამეტრზე 10–32 წამში განივრცობა, რა დროც მეტად მინიმალურია. ეს მანძილი პირობითად პლუტონის ორბიტის დიამეტრია. პლუტონის დაშორება მზიდან 7 375 927 931 კმ-ია. ამ მანძილის გავლას სინათლე 24 586.43 წმ–ს (6.83სთ) ანდომებს. ეს დიამეტრულად სფერული მასშტაბით ძალიან დიდი სივრცეა. მათი თქმით, მატერია, ფაქტობრივად, ნულოვან დროში განივრცო. ეს სიჩქარე კატასტროფულად აღემატება ფოტონისას, რაც სამყაროში არ არსებობს. ამ თეორიის აპოლოგეტებმა პირდაპირ, თუ არაპირდაპირ დაუშვეს: E>mc2, სადაც E არის ნებისმიერი ნაწილაკის ენერგია და m – ნაწილაკის, ან ანტინაწილაკის მასა. ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ფიზიკის კანონის მიხედვით, ეს მატერიის ნებისმიერი ნაწილაკისთვის შეუძლებელია. არადა ამ თეორიის მთელი რიგი კვლევები აინშტაინის ფარდობითობის თეორიაზეა დაფუძნებული. ფარდობითობის ეჭვქვეშ დაყენებით, ან უარყოფით საერთოდ უგულებელსაყოფია დიდი აფეთქების თეორიის ფუნდამენტები. ორივე შემთხვევაში, ფარდობითობის უარყოფითაც და აღიარებითაც პოპულარული “აქსიომა” ბათილდება. პარადოქსია, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: გამოდის, რომ სამყარო ამგვარად არ წარმოშობილა.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

17 კომენტარი »

  • forebichi says:

    სოს!!!!!!!!!!!!!!!
    ინფორმაცია საინტერესოა, მაგრამ დამაფიქრა ერთმა საკითხმა. მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ქრისტიანები ვართ, ჩვენი აზროვნება 80%–ით კუჭზე გადის და არა გონებაზე. რატომ? ამ ჟურნალში გამოქვეყნდა ბევრი სულიერი და შემეცნებითი თემა, მაგალითად მარხვის არსზე, რომელიც პირდაპირ მახვილს სცემს ჩვენს რეალურ მსოფმხედველობის ინტერესს: “რაი ვჭამოთ და რაი ვსვათ” და სამყაროს შექმნის თეორია, ასევე ძალიან საჭირო თემა რომელიც თუ არ გვეცოდინა ხშირად ოპონენტებთან(არამორწმუნეებთან) დიალოგში ჩიხში ვვარდებით, რაც მერე თავად ეჭვებსა დაორჭოფობაში გაგდებთ. და ზალიან ბევრი სხვა. ნახვა–წაკითხვის სტატისტიკა “ლობიანისა” სტატიის ბევრად აღემატება სხვებს. გამოდის, რომ სულიერი და შემეცნებითი თემები ნაკლებად გვაინტერესებს! სოს!!!!

    • მარიამ ინჯგია says:

      მართალი ხარ. გამოსავალს რაში ხადავ? მე ვფიქრობ საქართველოში(მსოფლიო აღარ მაინტერესებს) არც ერთი საგანმანათლებლო დაწესებულება არ დგას მოწოდების სიმაღლეზე მათ შორის ოჯახი. არც ერთი ინსტიტუტი არ ატარებს სწორ პოლიტიკას ჯანსაღი აზრის განსავითრებლად, ხდება სწორი ახრის არასწორად, დამახინჯებულად მიწოდება რაც მიუწოდებლობაზე უარესია

  • forebichi says:

    მთავარია ხალხის არჩევანი, საზოგადოდ განათლებაზე მეტად გართობა აინტერესებთ. ხალხმა უნდა გადაწყვიტოს რა ურჩევნია უფრო. ამით საკუთარ მეობას, პიროვნებას ინტელექტს განსაზღვრავენ. თუ მჭამელთა რიგში არ აყენებენ თავს, საქმით უნდა დაამტკიცონ. რაც არ უნდა სხვამ უძახოს განათლდიო, თავად თუ არ აირჩევს?……..

  • გიორგი says:

    საინტერესო დასკვნაა, რომელსაც არაერთი მეცნიერი ამტკიცებს, მაგრამ ჯერჯერობით რატომღაც ფართო საზოგადოეისთვის არ ხმაურდება. ამასთან დაკავშირებით მახსენდება ფაქტი, სადაც თუ არ ვცდები ნუნისში არსებული მთის ქანების შესწავლის დროს, რომელზეც ივარაუდებოდა, რომ იგი ნაგები იყო ხელით, ანუ არა ბუნებრივად იყო ფორმირებული, ამერიკაში გაგზავნილ ნიმუშთან დაკავშირებით 2 წლის შემდეგ ჩამოვიდა დასკვნა, რომელიც თხოვნას უფრო გავდა ვიდრე მტკიცებულებას და გულისხმობდა იმას, რომ უმჯობესი იქნებოდა თუ მიწის ქვეშეთის კვლევას და ამ ფაქტების გამოაშკარავებას თავს დავანებებდით, ვინაიდან შესაძლებელი იყო, არსებული ისტორიული და მეცნიერული შეხედულებებისა და მტკიცებულებების აფსოლუტურად რადიკალური კუთხით წარმოჩენა და არსებულ რეალობაში დისონანსის შემტანა,რაც ალბათ არაერთი დაპირისპირებისა და შუღლის შემომტანი იქნებოდა სამყაროში. დასკვნები მკითხველისთვის მიმინდია.

  • ზზზზზზზზზზ says:

    წერილის ავტორს ეცოდინება რომ სინათლის სიჩქარეზე სწრაფი ნაწილაკის არსებობას ჯერ კიდევ იკვლევენ და არ არის გამორიცხული რომ ეგრედ წოდებული ნეიტრინოს არსებობა არამხოლოდ დადასტურდეს,არამედ აღმოჩნდეს რომ მისი სიჩქარე გაცილებით მეტია ვიდრე 60 ნანოწამი. ჩვენ ჯერ ბევრი არ ვიცით ამ ყველაფრის შესახებ და წინასწარ დიდი აფეთქების თეორიას ეჭვის ქვეშ ნუ დავაყენებთ, დღეს არსებული კვლევები და სხვა ვიზუალური მასალა სწორედ იმას ადასტურებს რომ დიდი აფეთქება მოხდა, და სამყაროც არა 7000 რაღაცა წლისაა არამედ ბეეეევრი მილიონის:)ეს რათქმაუნდა რელიგიას სულაც არ ეწინააღმდეგება, პირიქით

  • ზაზა says:

    სამწუხაროდ სტატია ძალიან არაპროფესიონალურადაა დაწერილი, თუნდაც პოპულარული სტატიისთვის. ავტორი არ იცნობს დიდი აფეთქების თეორიის ფუნდამენტურ საკითხებს. ეს რომ სცოდნოდა, არ დაუპირისპირებდა სამყაროს ზესინათლის სიჩქარით გაფართოებას მაქსიმალურ სიჩქარესთან.
    აი აქ უამრავი სტატიაა ამ თემისადმი მიძღვნილი
    http://www.orthodoxtheology.ge/category/%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%92%E1%83%98%E1%83%90/

  • forebichi says:

    ბატონო ზზზზზზ! იქნებ ფიზიკა და ასტრონომია კარგად შეისწავლოთ? აქ რელიგია არ ხსენებულა . თქვენ მიერ მოწონებული დიდი აფეთქების თეორია დიდ სამეცნიერო წრეებში სიცილს იწვევს. ეგ თეორია ფარდობითობის მიხედვით ივარაუდეს და სწორედ ფარდობითობა ემტერება მას! თქვენ წარმოდგენაც არა გაქვთ სამყაროს წარმოშობის რამდენი მოდელი არსებობს. ნეიტრინოს რომ ახსენებთ, უძრავი მასის მქონე აბსოლიტურად მძიმერომ ხდება? იცით კი საერთოდ ბირთვული და კვანტური ფიზიკის საწყისებიც? ესენია განმსაზღვრელი მთელი რიგი აღმოჩენათა დასკვნებისა. ან სტატიის ავტორს სასულიერო პირად გახდომამდე რა განათლება აქვს მიღებული. მასთან ამ თემაზე კამათს არ გირჩევთ, დიალოგში კი…. მერე ბოდიშის მოხდა მოგიწევთ. იქნებ ისწავლოთ და მერე ისაუბროთ, ყვითელ პრესაში და ინტერნეტში ყურმოკრული მასალებით ნუ ისაუბრებთ, უხერხულობაში აღმოჩნდებით!!!!

  • forebichi says:

    რაც შეეხება 7000 წელს უფრო 8000–ს , ეგ არა სამყაროს არსებობის თარიღია, არამედ ადამის სამოთხიდან განდევნის დრო!

  • Ika says:

    Dzalian momewona da tan gamikvirda, dekanozis eseti magali inteleqti da ganatleba. Dzalian mesiamovna

  • forebichi says:

    ყაზბეგის ფრანგულის ცოდნა ფრანგებს გაუკვირდათ, სანდრომ უპასუხა, ჩვენში მწყემსები ფრანგულად ყველა კარგად ლაპარაკობს, მე ცოტა დამავიწყდაო.
    თუ მღვდელს განათლება არა აქ სხვას რა უნდა ასწავლოს. მკურნალო განიკურნე თავი შენი.
    :)

  • zzzzzz says:

    სამყაროს წარმოშობის ვერსიები ჩვენც გაგვიგია” გაუნათლებელთ” ვიცით მეგობარო:) უბრალოდ აქ ჩვენ აზრს გამოვთქვავთ ყოველგვარი აგრესიის გარეშე, უბრალოდ მე მგონია რომ სტატია საკმაოდ სუსტია და ზერელე, ამის გამო ნუ გადამდგავთ:) და ბოდიშის მოსახდელადაც ნამდვილად არ გავიხდი საქმეს და მაგით ვერც ვერავინ შემაშინებს:) თუ რამე იცით დაწერეთ და განგვანათლეთ, თუ არადა უამრავი გზა არსებობს იმისთვის რომ ესეთი თემების შესახებ გაცილებით სარწმუნო და კომპეტენტური იმფორმაციები მივიღო….. ერთში ნამდვილად გეთანხმები,დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი პროფესიონალი ასტრონომი მაგრამ ყველაფერს ერთად ძნელია მიხედო:)))))))))))))))))))

  • forebichi says:

    ხალხი კითწულობს შემეცნებით ლიტერატურას, არანაირი ზესინათლის სიჩქარე არა არსებობდა, ეგ სასაცილოა აღარ გაიმეოროთ სირცხვილია, ფანტასტიკური კომიქსების კითხვას წიგნი გადაშალეთ და ისწავლეთ!!!

  • dato says:

    საინტერესო არტიკლია და ასევე მეტნაკლებად საინტერესო კომენტარები,თუმცა საინტერესოა ერთი ფაქტი.რას აღწევს სამყარო ასეთი კვლევებით ანდა რას უნდა მიაღწიოს.ჯერ ერთი მე როგორც მომავალ მათემატიკოს(ასევე პროგრამისტს ამავდროულად) ანუ ადამიანს რომელსაც აინტერესებს მეცნიერება ძალიან,საერთოდაც უაზროდ მიმაჩნია ამ თემაზე საუბარი,რატომ გითხრათ?იმიტომ რომ ვარ მორწმუნე და შესაბამისად მრწამს რომ სამყარო ღმერთმა შექმნა,როგორ?ბიბლია ამბობს ამის შესახებ,აი ეხლა იბადება კითხვა ,არ შეიძლება მოვიძიო მეტი ინფორმაცია?არის საპასუხო კითხვა როგორ შეიქმნა სამყარო თუ როგორ შექმნა სამყარო ღმერთმა?პირველზე არ ვიკამათებ იმიტომ რომ არ ეხება ღმერთს ამიტომ არაა საინტერესო ჩემთვის.მეორე?საინტერესოა,ბიბლია მეუბნება რომ თქვა ღმერთმა იქნას ნათელი და იქნა ნათელი.ჩემთვის ეს საკმარისია.რატომ?იმიტომ რომ ის ღმერთია და შეუძლია არაფრისგან შექმნას ყველაფერი,ასე რომ ამაზე კამათი 21 საუკუნეში რა საჭიროა?დამისახელეთ მიზეზი,ერთი არგუმენტი მაინც,თუ რატომ ცდილობს ადამიანი ასეთ რაღაცეებს,როგორ შეიქმნა სამყარო,ანდა რამდენი წლისაა,ესეც აქტუალური თემაა,ჩვენ ვიცით რომ ღმერთისთვის 1000 წელი არის როგორც 1 დღე და 1 დღე როგორც 1000 წელი,ამიტომ როცა ასეთ თემებს ვეხებით ვეწვიოთ მოძღვარს და ვკითხოთ,აკრძალული არაა.მაგრამ მე მართლმადიდებელი ვარ,მრწამს სამების და ვიცი რომ ყველაფერი მისმიერაა შექმნილი,მე მაინტერესებს მათემატიკა,მეცნიერება,ყველაფერი,მაგრამ არასდროს გამივლია გულში ეს ყველაფერი დავუპირისპირო ბიბლიას,პირიქით

  • forebichi says:

    დათო მე ამგვარად გავიაზრე ამის საჭიროება, მორწმუნეები საკითხთა უცოდინრობით ხშირად გაურკვევლობაში ვარდებიან. იმ თეორიის მიხედვით მატერია მუდამ იყო. გარდა ამისა ამაზე მეც დავფიქრდი. არსებული კანოების მიხედვით აბსურდი ყოფილა. რა ფორმით და რა დროში შექმნა სამყარო ეს სხვა თემაა. მაგრამ რეალურად იმდენი პოზიცია არსებობს და მაინცდამაინც ამას ატრიალებენ ყველგან მიუღებელია!

  • avto says:

    yvelaze realuri ტეორიაა და იმიტომ, იშვიათი მეცნიერია რომელიც უარყობს დიდი აფეთქების თეორიას

  • forebichi says:

    კარგად გაეცანით სამეცნიერო პუბლიკაციას!!!
    თვით ბინგ ბანგის მრავალი ვერსიაა, და საყოველთაოდ ცნობილი აქტიურ კრიტიკაშია. ამ თეორიის ძალიან ბევრი მკვლევარი მის უარყოფამდე მივიდა.

  • JeTRo says:

    ნახეთ ეს ლინკი , ეს არის ვიდეო რომელიც ,ჩემი აზრით ყველაზე საღად ასახავს სამყაროს შექმნის რეალობას. უბრალოდ უყურეთ სიტყვები აქ ზედმეტია .. 5 ნაწილიანია ,ეს პირველი ნაწილი გახლავთ .. http://www.youtube.com/watch?v=zr8gSjisLiM

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი