მთავარი » ჯანმრთელობა

კორონავირუსთან დაკავშირებული კითხვები

სტატიის ავტორი: | თარიღი: 12.03.2020 | 238 ნახვა

როგორია კორონავირუსის სიმპტომები და რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს?

ახალი კორონავირუსის სიმპტომები ძირითადად ხასიათდება მაღალი ტემპერატურით, ხველითა და სუნთქვის გაძნელებით,თუმცა შესაძლოა მიმდინარეობდეს უსიმპტომოდაც.

მიმართეთ ოჯახის ექიმს თუ:
გაქვთ ტემპერატურა, ხველა,სურდო, მაგრამ ამასთან: არ გიმოგზაურიათ ბოლო 14 დღის განმავლობაში ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნებში, ასევე არ გქონიათ კონტაქტი დაავადებულ და/ან მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსულ პირთან.
ინფექციურ საავადმყოფოს უნდა მიმართოთ იმ შემთხვევაში, თუ : ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობდით ვირუსის მაღალი გავრცელების ქვეყნებში და დაგიფიქსირდათ ტემპერატურა 37.5 და მეტი, ხველა,სუნთქვის გაძნელება; ან, არ დაგიფიქსირდათ ტემპერატურული რეაქცია, მაგრამ გაქვთ სასუნთქი სისტემის მწვავე ინფექციის სხვა ნიშნები და ამასთან, ბოლო 14 დღის განმავლობაში იმოგზაურეთ ან/და გქონდათ კონტაქტი კორონავირუსით დაავადებულ პირთან;
მოქალქეებს შეუძლიათ ისარგებლონ ოჯახის ექიმის 24-საათიანი სატელეფონო კონსულტაციით. მათ სამედიცინო დაწესებულებასთან 112 გადაამისამართებს.

როგორ გადაეცემა კორონავირუსი ადამიანს?

კორონავირუსის გადაცემა ძირითადად ხდება დაავადებულ ადამიანთან ახლო კონტაქტით, გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით.

გადაეცემა თუ არა ახალი კორონავირუსი ამანათთან შეხებით?

ახალი კორონავირუსის ამანათთან შეხებით გადადება არ დაფიქსირებულა.

რატომ არის ქვეყანაშ პირბადეების დეფიციტი და რატომ გაიზარდა მისი ფასი?

ახალი კორონავირუსის გამო გაზრდილია მოთხოვნა პირბადეებზე, რამაც მსოფლიოში გამოიწვია დეფიციტისა და ფასის პრობლემა. მიმდინარეობს სამუშაოები, რომ აღნიშნული პრობლემა მოგვარდეს.

როგორ ხდება ახალი კორონავირუსის დიაგნოსტიკა და რა ღირს?

სადიაგნოსტიკო ტესტი (ანალიზი ) ტარდება , თუ ექიმის მიერ ინფექციის არსებობაზე გაჩნდება ეჭვი. ახალ კორონავირუსზე, სადიაგნოსტიკო კვლევები მათ შორის სპეციფიკური სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე, რომელიც ახლახან დაბრუნდა ქვეყანაში?

პირი, რომელიც რამდენიმე დღეა შემოვიდა საქართველოში დაავადების გავრცელების არეალიდან, თუ არ აქვს ვირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომები, საჭიროა იყოს თვითიზოლაციაში (14 დღით), ხოლო ვირუსის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში მიმართოს ოჯახის ექიმს ან ინფექციურ საავადმყოფოს.

რა შემთხვევაშია მოქალაქის ყოფნა აუცილებელი იზოლაციაში და რამდენი ხნით?

მოქალაქეს იზოლაციის მითითება ეძლევა, თუ არ უფიქსირდება ტემპერატურული რეაქცია და არ აქვს ვირუსის სხვა სიმპტომები, მაგრამ ბოლო 14 დღის განმავლობაში იმოგზაურა მაღალი რისკის ქვეყანაში და შესაძლო კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულ პირთან ან იმყოფებოდა ინფექციურ დაწესებულებაში კორონავირუსზე ეჭვით და დიაგნოსტიკური კვლევით არ დაუდასტურდა ვირუსის არსებობა. იზოლაციის პერიოდი განსაზღვრულია 14 დღით და გულისხმობს თვითიზოლაციას ან კარანტინს.

რა შემთხვევაში ხდება მოქალაქე კარანტინში და რა შემთხვევაში თვითიზოლაციაში?

თუ პირის საცხოვრებელი ადგილი ეპიდემიოლოგის შეფასებით შეესაბამება თვითიზოლაციის მოთხოვნებს, პირი ინსტრუქციის გაცნობის შემდეგ იგზავნება სახლში, სადაც განხორციელდება მისი პერიოდული კონტროლი ეპიდემიოლოგის მიერ. სხვა შემთხვევაში გადაყვანა მოხდება შერჩეულ საკარანტინო სივრცეში.

როგორ უნდა მოიქცეს თვითიზოლაციაში მყოფი პირი?

რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://www.moh.gov.ge/uploads/files/2020/Failebi/Danarti_N11_korona.pdf

გაიცემა თუ არა ცნობა იზოლაციაში მყოფი პირისთვის სამსახურში წარსადგენად?

თუ საკარანტინო ზონაში მოთავსებული პირი დასაქმებულია, ჯანდაცვის სამინისტრო უფლებამოსილია, ასეთ პირებზე, მოთხოვნის შემთხვევაში, გასცეს საავადმყოფოს ფურცლის ტოლფასი ცნობა.

რომელი ქვეყნებია მიჩნეული ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნებად?

ამ ეტაპზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნებია ჩინეთი, ირანი, იტალია, სამხრეთ კორეა.

როგორია ზოგადი რეკომენდაციები ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად?

ძირითადი რეკომენდაციებია: ხელების ხშირი დაბანა; სახეზე/ თვალში / პირზე ხელის შეხებისგან თავი არიდება; ჰიგიენის დაცვა; ხველისა და ცემინების ეტიკეტის დაცვა; ქუჩაში ცხოველებთან ახლო, დაუცველი კონტაქტისგან თავის შეკავება.

წყარო: https://stopcov.ge/




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი