მთავარი » ქრისტიანობა

ცოცხალთა მოსახსენიებელი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.05.2020 | 882 ნახვა

პირველი მოსახსენიებელი, რომელსაც ჩვენ საკურთხეველში ვაგზავნით, არის „ცოცხალთათვის“. ამ მოსახსენიებელში ჩვენ ყველა ისინი უნდა ჩავწეროთ, ვისაც ჩვენ ჯანმრთელობას, ხსნასა და კეთილდღეობას ვუსურვებთ, როგორც ფიზიკურს, ასევე – სულიერს.

ღვთის სიტყვა გვასწავლის, რომ ადამიანმა მხოლოდ საკუთარი თავისთვის კი არ უნდა ილოცოს, არამედ სხვებისთვისაც: „…ულოცევდით ერთი-ერთსა…“ (იაკ. 5, 16). სწორედ ამ – ერთმანეთისათვის ლოცვაზეა დამყარებული ქრისტიანული ეკლესია.

მაშინ, როდესაც ქვეყანას მირონცხებული მეფე მართავდა, ყველა პარაკლისი და მოსახსენიებელი მისი მოხსენიებით იწყებოდა, ვინაიდან მასზე იყო დამყარებული როგორც, საზოგადოდ, ქვეყნის, ასევე ყოველი მართლმადიდებლის ოჯახური კეთილდღეობა. დღეს კი მოსახსენიებელში პირველად უნდა ვწერდეთ პატრიარქს, შემდეგ ეპარქიის მღვდელმთავარს, რომელიც უფლის წინაშე აღავლენს ლოცვასა და წირავს მსხვერპლს მისთვის ჩაბარებული სამწყსოსათვის.

ასე გვასწავლის წმინდა წერილი: „…ყოვლისა წინა, რაჲთა ჰყოფდე ვედრებასა, ლოცვასა, თაყუანისცემასა და მადლობასა ყოველთა კაცთათჳს, მეფეთათჳს და ყოველთა მთავართა, რაჲთა მშჳდობით და მყუდროებით ვცხოვნდებოდით ყოვლითა ღმრთის მსახურებითა და სიწმიდითა, რამეთუ ესე არს კეთილ და სათნო წინაშე მაცხოვრისა ჩუენისა ღმრთისა, რომელსა ყოველთა კაცთაჲ ჰნებავს ცხორებაჲ და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ“ (1 ტიმ. 2, 1-4). შემდეგ, მოსახსენიებელში უნდა ჩაიწეროს სულიერი მოძღვრის სახელი, რომელიც თავისი სამწყსოს ქრისტიანულ ცხოვრებას წარმართავს, მათი სულის ცხონებისათვის ზრუნავს და მათთვის ლოცულობს უფლის წინაშე: „მოიჴსენენით წინამძღუარნი იგი თქუენნი, რომელნი გეტყოდეს თქუენ სიტყუათა მათ ღმრთისათა…“ (ებრ. 13, 7).

შემდეგ იწერება მშობლების სახელები, საკუთარი სახელი, შემდეგ ოჯახის წევრთა, ახლობლებისა და ნათესავების სახელები. ყოველი ადამიანი უნდა ლოცულობდეს საკუთარი ოჯახის კეთილდღეობისათვის: „…უკუეთუ ვინმე თჳსთა და უფროჲსღა სახლეულთა არა მოღუაწე იყოს, სარწმუნოებაჲ უარუყოფიეს და არს იგი ურწმუნოჲსა უძჳრეს“ (1 ტიმ. 5, 8).

ამის შემდეგ უნდა ჩაიწეროს თქვენი კეთილისმყოფელი ადამიანების სახელები, რათა მათ წინაშე ვალში არ დარჩეთ: „მისცემდით უკუე ყოველთა თანანადებსა… ნურაჲმცა ვისი თანაგაც, გარნა ურთიერთას სიყუარული, რამეთუ რომელსა უყუარდეს მოყუასი თჳსი, მან სჯული აღასრულა“ (რომ. 13, 7-8).

ბოლოს, თუკი მოძულენი, მაჭირვებელნი, მოშურნენი ან სულაც მტრები გყავთ, ჩაწერეთ მათი სახელები მოსახსენიებელში, ვინაიდან უფალმა ბრძანა: „…გიყუარდედ მტერნი თქუენნი და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა და ულოცევდით მათ…“ (მათ. 5, 44). მტრისათვის ლოცვას უდიდესი ძალა აქვს. მრავალი შემთხვევაა ცნობილი, როდესაც საეკლესიო მოსახსენიებელში მისი სახელის ჩაწერის შედეგად, ყოფილი მტერი ასეთი მორწმუნის კეთილის მსურველად ქცეულა.

წყარო: წიგნი “ეკლესიის საუნჯე”
შემდგენელი: დავით შონვაძე




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი