მთავარი » კულტურა

ჩინთის კოშკი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 25.01.2018 | 1,896 ნახვა

ჩინთი სოფელია მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე არაგვის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 680 მ-ის სიმაღლეზე. ქალაქ დუშეთიდან დაშორებულია 17 კილომეტრით.

ჩინთი

ჩინთში შემონახულია კოშკების კომპლექსი. ვაკეზე, კლდის მცირე მასივის ორივე მხარეს, თითო-თითო კოშკია აღმართული.
არაგვის მხარეს პირშექცეული, გეგმით სწორკუთხა კოშკი დანგრეულია.

მეორე კოშკი ხუთსართულიანია, ნაგებია ნატეხი ქვით გამოყვანილი სწორი ჰორიზონტალური რიგებით. შესასვლელი II სართულიდან აქვს. კოშკები XVIII საუკუნეზე ადრინდელ ხანას მიეკუთვნება. აქედან დაახლოებით 30 მეტრზე დგას მესამე, ხუთსართულიანი კოშკი. იგი უჩვეულო სახისაა. მისი ქვედა ნახევარი გარედან კუთხედებმომრგვალებულია, ზედა ნახევარი ოთხკუთხედია. შესასვლელი აქვს II სართულზე გარედან მისადგმელი კიბით. ნაშენია დამუშავებული რიყის ქვითა და ლოდებით, ურევია ნატეხი ქვაც. იგი XV-XVIII სს. მიეკუთვნება.

ჩინთი

ფოტო: თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი