მთავარი » ხატები და ფრესკები

ცესარ-ბორის ღვთისმშობლის ხატი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.07.2011 ერთი კომენტარი | 1,941 ნახვა

უძველესი დროიდან ცესარ-ბორის ხატი სასწაულთმოქმედად ითვლება. ამ ხატის გამოჩინების შესახებ ისტორიული ცნობები არ არსებობს. მაგრამ გადმოცემის მიხედვით ის XII ათასწლეულის I ნახევარს განეკუთვნება. ცესარ-ბორის ღვთისმშობელიადგილობრივი გამოცემის მიხედვით ცნობილია, რომ ხატი იპოვეს ვიტებსკის გუბერნიაში, უსვიატში, სასაფლაოს მახლობლად იმ ადგილას, რომელსაც ბორი ერქვა და ამიტომ ხალხში ეს ხატი ბორის ღვთისმშობლის სახელით იყო ცნობილი. ცესარისა ეწოდება მას, რადგან წარმოადგენს ზუსტ და უძველეს ასლს ცესარის ხატისას, რომელიც 792 წელს სასწაულთმოქმედებით განდიდდა და რომლის ხსენება 9 აპრილს აღესრულება.

სასაფლაოს ეკლესიიდან ხატი უსვიატში გადააბრძანეს, სადაც დღემდე მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში იმყოფება.

ხატის მიერ აღსრულებული სასწაულებისა და ნიშების შესახებ მრავალი ზეპირი და წერილობითი მოწმობა არსებობს.

1859 წელს უსვიატსა და მის შემოგარენში გავრცელდა ძლიერი ქოლერა, რომლითაც ყოველდღიურად ბევრი ავადდებოდა და კვდებოდა. როცა კაცთა შემწეობის ყოველგვარი იმედი დაკარგეს, ადამიანებმა დახმარებისთვის ზეციურ დედოფალს მიმართეს და ღრმა სარწმუნოებით აღვსილებმა უბედურებაში ჩავარდნილი ყოველი კუთხე ღვთისმშობლის ხატთან ერთად ლიტანიით შემოიარეს, მხურვალე და ერთსულოვან ლოცვას სწირავდნენ მას. ყველას გასახარად, ქოლერა შენელდა. მეორე დღეს ლიტანია კვლავ აღესრულა, მასში მთელი მოსახლეობა მონაწილეობდა და ეპიდემიაც შეწყდა.

იმავე 1859 წელს, უსვიატის მცხოვრებთა საერთო თხოვნით, წმიდა სინოდმა ცესარ-ბორის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული 29 მაისს დაადგინა, ხოლო მანამდე ის 792 წლიდან ცნობილი უძველესი ცესარის ხატის მიხედვით 9 აპრილს იხსენიებოდა.

ცესარ-ბორის ხატი შემკულია ვერცხლის მოჭედილობითა და მოოქროვილი გვირგვინით, ამშვენებს ძვირფასი ქვები. მოოქროვილ პატარა დაფაზე არის წარწერა, რომელიც ღვთისმშობელს შემწეობისადმი უსვიატის მოსახლეობის საერთო მადლიერებას ადასტურებს.

მოამზადა თეონა ნოზაძემ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი