მთავარი » ხატები და ფრესკები

ჩენსტოხოვის ღვთისმშობელი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.10.2011 2 კომენტარი | 3,410 ნახვა

გადმოცემის მიხედვით, ჩენსტოხოვის ღვთისმშობლის ხატი ლუკა მახარებელმა იერუსალიმში დაწერა. კონსტანტინეპოლში ის დედოფალმა ელენემ გადმოაბრძანა, როდესაც იერუსალიმში სიწმინდეების თაყვანისსაცემად იყო ჩასული და 326 წლის 6 მარტს ქრისტეს ცხოველსმყოფელი ჯვარი და სამსჭვალები იპოვა. ჩენსტოხოვის ღვთისმშობელიკონსტანტინეპოლიდან რუსეთში წმიდა ხატი ქალაქ ლვოვის დამაარსებელმა ლვოვ ლემბერგმა ჩამოაბრძანა. დიდი პატივით იგი თავის მამულში გააცილა და მართლმადიდებელი სამღვდელოების წინამძღოლობით ბელზის ციხეში დააბრძანა. ხატი აქ მრავალი სასწაულით განდიდდა.

როცა ჩრდილო-დასავლეთი რუსეთი პოლონეთმა დაიპყრო, სასწაულთმოქმედი ხატი იმჟამინდელი პოლონეთის სამეფოს მმართველის ვლადისლავის, თავად ობოლსკის კუთვნილება გახდა. თათრებმა რუსეთის საზღვრები გადმოლახეს და ბელზის ციხეს ალყა შემოარტყეს. ვლადისლავმა ბრძანა, რომ წმიდა ხატი ეკლესიიდან გადმოებრძანებინათ და ქალაქის გალავანზე დაედგათ. თათრებმა, რომლებიც ციხეს ესროდნენ, ისარი ხატს მოახვედრეს, ჭრილობიდან სისხლი გადმოვიდა და ეს დღემდე ემჩნევა. ამავე დროს თათრების საზიანოდ ბურუსი ჩამოწვა და ისინი მასობრივად იღუპებოდნენ. ამან აიძულა, რომ ციხე მიეტოვებინათ და უკან დაბრუნებულიყვნენ. ამის შემდეგ ვლადისლავს სიზმარეულ ხილვაში მოესმა ხმა, რომელმაც უბრძანა, რომ სასწაულთმოქმედი ხატი იასნაია გორაზე გადაეტანა-ჩენსტოხოვოში, რომელმაც ამგვარი სახელწოდება ღვთისმშობლის სასწაულების გამო მიიღო.

ვლადისლავმა იქ მონასტერი დააარსა და მასში წმიდა ხატი გადააბრძანა. მისი დაცვა პავლინთა ორდენის კათოლიკე ბერებს დაავალა. რამდენიმე ხნის შემდეგ ამ სავანეს ჰუსიტები დაესხნენ. განძეულობისგან გაძარცვეს და სასწაულთმოქმედი ხატის გატაცებაც მოინდომეს. ის უკვე ტაძრიდან გატანილი და მისთვის მომზადებულ საზიდარზე იყო დადებული, მაგრამ უხილავი ძალა ისე აკავებდა ცხენებს, რომ ადგილიდან ვერ იძვროდნენ. ამან განარისხა ჰუსიტები. ერთმა მათგანმა აიღო ღვთისმშობლის ხატი და გაცოფებულმა მიწას დაანარცხა, ხოლო მეორემ სახეში ხმალი ჩასცა, მაგრამ თავხედებმა მაშინვე იწვნიეს ღვთიური სასჯელის ძალა: პირველი ნაწილ-ნაწილ დაიფლითა, მეორეს იმავ წუთს ხელი შეახმა. ზოგიერთს მოულოდნელი სიკვდილი ეწვია, სხვები კი დაბრმავდნენ.

1813 წელს, რუსეთის არმიის მიერ ჩენსტოხოვის ციხის აღების შემდეგ, მონასტრის წინამძღვარმა და ძმებმა გენერალ საკენს სასწაულთმოქმედი ხატის ზუსტი ასლი გადასცეს. იმპერატორმა ალექსანდრე I ის მდიდრული სამოსელით და ძვირფასი თვლებით შეამკო და პეტერბურგის ყაზანის ტაძარში მარცხენა კლიროსთან, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკვდერში დააბრძანა. ამ ხატის წინაშე უქრობი კანდელი ანთია.

მოამზადა თეონა ნოზაძემ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი