მთავარი » საზოგადოება

“ჩემს დედიკოს თქვენი დახმარება სჭირდება …”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 21.10.2016 2 კომენტარი | 5,078 ნახვა

მარიამ ზღაპარაძე საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ მის ბენეფიციარს, 83 წლის ქალბატონ მარიამ ზღაპარაძეს გაგაცნობთ.

წლების წინ ის ჯანმრთელი და აქტიური ადამიანი იყო, დადიოდა ეკლესიაში და გაჭირვებულ ადამიანებს ეხმარებოდა. მაგრამ მარიამმა ინსულტი გადაიტანა და ენერგიული ქალბატონისგან არაფერი დარჩა. ახლა იგი საწოლსაა მიჯაჭვული და თითებსაც კი ვერ ამოძრავებს.

მის შვილს ნანას, საყვარელი სამსახურის დატოვება მოუხდა, ის საქართველოს ეროვნული არქივის საცავში 30 წლის განმავლობაში მუშაობდა. უმწეო დედას, მის გარდა ხომ ვერავინ მოუვლის.

ახლა ნანა სულ დედასთანაა, აჭმევს სპეციალური შპრიცით ცხვირში ჩადგმული მილიდან. ეს ძალიან ძნელია, როგორც დედისთვის ასევე შვილისთვის, მაგრამ მათ სხვა გამოსავალი არ აქვთ. გადატანილი ინსულტის შემდეგ მარიამი ვერ ღეჭავს და ყლაპვაც უძნელდება.

ნანა დედას წიგნებს უკითხავს, უყვება სხვადასხვა ისტორიას, ეხუტება და ეფერება. თუმცა საყვარელ დედიკოს ვერ შველის, პენსია წამლების შესაძენად ძლივს ყოფნით.
დედა–შვილი ძველ, ნახევრად დანგრეულ სახლში ცხოვრობენ. კედლები დაბზარულია, ფანჯრებში არ არის მინები, სახურავი ჟონავს და წვიმის დროს წყალი მოხუცის საწოლიც კი ჩამოდის.
პენსია კომუნალური გადასახადების დასაფარად და წამლების საყიდლად იხარჯება. პროდუქტების საყიდლად თანხა კი არ რჩებათ.
ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ აცხადებს საქველმოქმედო აქციას ქალბატონი მარიამის დასახმარებლად. მას ძალიან სჭირდება წამლები, ჰიგიენური საშუალებები და ნაწოლების საწინააღმდეგო მედიკამენტები.

თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ ამ ოჯახს, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მარიამ ზღაპარაძე) ან პირდაპირ საიტიდან www.fsp.ge
თქვენი ნებისმიერი სახის დახმარება ქალბატონ მარიამს ტანჯვას შეუმსუბუქებს!


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი