“ჩემი სკოლა” – კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
კონკურსი სკოლის მოსწავლეებისათვის
გააცანი შენი სკოლა ფართო საზოგადოებას.
*მოგვწერე ჩანახატი სკოლის შესახებ, სადაც სწავლობ. რა მოგწონს, რას შეცვლიდი შენს სკოლაში და ა.შ;
*ასევე, შეგიძლიათ მოამზადოთ ფოტორეპორტაჟი თქვენი სკოლის შესახებ (ფოტოების მაქსიმალური რაოდენობა -20, (jpg ფორმატი);
*საკონკურსოდ მიიღება ნახატი სკოლის თემაზე (უნდა მოგვაწოდოთ ფოტოს სახით (დასკანერებული), რათა განთავსდეს საიტზე);
*სკოლის მოსწავლეს, ასევე, შეუძლია მოამზადოს ვიდეომასალა სკოლის თემაზე (ვიდეოს მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 5-7 წუთს.)
მასალები გამოქვეყნდება ინტერნეტჟურნალ “ამბიონში” – www.ambioni.ge
*”ამბიონის” რედაქციის მიერ გამოვლენილი საუკეთესო საკონკურსო მასალის ავტორი დასაჩუქრდება ფულადი პრიზით (100 ლარი).
*ასევე, 5 საუკეთესო ნამუშევრის ავტორს, გადაეცემა სიგელი “ამბიონისგან”.
*გადაცემა “საბავშვო ენციკლოპედია” დაასახელებს საუკეთესო წერილის 2 ავტორს და გადაიღებს გადაცემაში (უფასოდ).
საკონკურსო მასალები საიტზე გამოქვეყნდება წერილის მიღებიდან რამდენიმე დღეში. წერილების მიღება დაწყებულია.
კონკურსის დასასრული 1-ელი თებერვალი.
ტექსტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს თაბახის 2 გვერდს (12 – იანი შრიფტი);
ჩანახატი გამოგვიგზავნეთ ელ. ფოსტაზე ambioni@ymail.com
ასევე, მიუთითეთ თქვენი სახელი/გვარი, ასაკი, სკოლის დასახელება და გამოაგზავნეთ თქვენი და თქვენი სკოლის ფოტოსურათები.
ამავდროულად, კონკურსს გარეშე, “ამბიონი” გთავაზობთ თქვენი სკოლის შესახებ ვიდეოსიუჟეტის მომზადებას. ვიდეოსთან დაკავშირებით, დაწვრილებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, ტელ.: 551 55 87 28
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.
22 მაისი ძალიან დიდი დრო ხომ არ არის?
lana, ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება მეტი სკოლა ჩაერთოს ამ კონკურსში და ბევრ წერილს შორის გამარჯვებულად საუკეთესო გამოვავლინოთ. ამდენად, დრო დიდად არ გვეჩვენება.
dzxalian kargi leqsia
ერთ-ერთი ყველაზე კარგი ლექსია
ჩემი სკოლა არის ყველაზე კარგი სკოლა მთელმსოფლიოში ის გამოირცევა ყოფაქცევით, ბევრი ჭკვიანი სწავლობს ჩემს სკოლაში დირექტორი არის განათლეული კვიანი ზრდილობიანი და მეგობრული მასწავლებლეიც ყველა ადამიან რაც მტავარია კვიანია
wyilebshi gaketeba ar sheidzleba?????? orma bavshma rom gaaketos????
დიახ, შეიძლება, ორმა ბავშვმა რომ გააკეთოს ერთად.
მაინტერესებს ეს თემები სკოლას უნდა მივაწოდოთ თუ ვებ გვერდზე გამოგიგზავნოთ
გამოგვიგზავნეთ ელ-ფოსტაზე:
ambioni@ymail.com
ასაკი შეზღუდული არ არის ხომ?
სოფიო, ასაკი შეზღუდული არ არის. ყველა სკოლის მოსწავლეს შეუძლია მოგვაწოდოს მასალა.
ელ.ფოსტა- ambioni@ymail.com
დიდი მადლობა
პირადად აქ უნდა გამოვგზავნოთ?
მარიამ, უნდა მოგვწეროთ ელ.ფოსტაზე- ambioni@ymail.com
vaime rodis aris es konkursi
tqveni mailis linki momecit rom gadmovagzavno namuSevari
უნდა მოგვწეროთ ელ.ფოსტაზე- ambioni@ymail.com
gmailze rom gamogigzavnot ar gamoqveynddeba?
?
ქალბატონო მანონი, ელ-ფოსტის მისამართია ambioni@ymail.com
gmail-ზე გამოგზავნის შემთხვევაში თქვენს შეტყობინებას ვერ მივიღებთ!
გამარჯვებული როდის გამოვლინდება?