მთავარი » საზოგადოება

ჩემი მეგობარი ჰერეთიდან

სტატიის ავტორი: | თარიღი: 02.03.2018 2 კომენტარი | 1,314 ნახვა

“ამბიონის” რეპორტიორი

არ ვიცი რამდენად პატრიოტი ვარ, მაგრამ საქართველოს ისტორიიდან გამომდინარე არ შემიძლია გულგრილი ვიყო, ისეთი ადამიანებისა და “უცხოელი” ქართველებისადმი როგორიც არის ნათია პაპიაშვილი. ჩემი მეგობარი ჰერეთიდან როცა უცხოელს ახსენებ თვალწინ წარმოგიდგება არაქართველი ადამიანი, მაგრამ ადამიანი რომელზეც უნდა მოგიყვეთ არის ისტორიული საქართველოს შვილი და სხვა ქვეყნის მოქალაქე.

ყველაფერი დაიწყო 2013 წელს, მაშინ როდესაც გავხდი საქართველოს საატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტი… სწორედ აქ ჩააბარა ნათიამაც და უნივერსიტეტის საშუალებით გავიცანით ერთმანეთი. თავიდან, სანამ დავუახლოვდებოდი, ვფიქრობდი, ქართული არ ეცოდინება-მეთქი, მაგრამ კომუნიკაციის დამყარებისას სულ სხვა რეალობას შევეჩეხე. ის ძალიან კარგად საუბრობდა სალიტერატურო ქართულზე. ეს ყველაფერი არ არის. ერთ დღეს, როდესაც ადრე გამოვედი ეზოში, ნათია შემხვდა. ხელში ლოცვანი ეჭირა და თავსაფარი ეფარა, მითხრა სამლოცველოში ვიყავიო. არ მახსოვს რა ვუთხარი მაშინ, მაგრამ მივხვდი, რომ სულიერი საქართველო, ისტორიულ ქართველებში ასე რომ არის ჩანერგილი ერი არ გადაშენდება.

დროდადრო მეტად დავუახლოვდით ერთმანეთს. საერთო სამეგობრო წრეც გაგვიჩნდა და ყოველდღიური ურთიერთობის წყალობით ყველაფერი გავიგეთ ერთმანეთზე. ნათია ისე კარგად საუბრობდა საქართველოს ისტორიაზე, რამდენჯერმე შემრცხვა ასეთი დეტალები რომ არ ვიცოდი. ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ქართული სკოლა ჰქონდა დამთავრებული და არასოდეს შემიმჩნევია მისთვის არც მე, არც სხვა მეგობრებს, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქე იყო. მისი დედით და მამით ქართველობა ყოველთვის იგრძნობოდა. საკონფერენციო თემა ჰერეთზე დაწერა. შეუძლებელი იყო ამ ემოციური ნაშრომის ცრემლების გარეშე მოსმენა.

წელიწადში ორჯერ მაინც ახერხებდა ნათია ოჯახის მოსანახულებლად კახში ჩასვლას. მეორე კურსზე უკვე ნათესავთან, რუსუდანთან ერთად ჩამოვიდა, მესამე წელს კი დასთან, მარისთან ერთად. ისინიც გამორჩეულად მორწმუნენი და კარგი ადამიანები აღმოჩნდნენ.

გავიდა დრო. ნათიამ დაასრულა უნივერსიტეტი. შემდეგ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელა მაგისტრატურა, ისევ სამართლის განხრით. დღეს კი უკვე ის დედაა, შექმნა ლამაზი ოჯახი საქართველოში და ცხოვრობს ჩვენთან, აჭარაში. არ აქვს მოქალაქეობა. ბინადრობის მოწმობით ცხოვრობს საქართველოში. იმედია, დადგება დრო, აღდგება საქართველო თავის ძველ საზღვრებში… ის ძლიერი ქართველები, რომლებიც ქართველობას სხვა ქვეყნის შემადგენლობაშიც ინარჩუნებენ ჩვენი თანამოქალაქენი გახდებიან.

მელანო ებრალიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

  • სოფიო says:

    გული გათბა , სულის სიმები აახმიანა და არ შემეძლო კომენტარის გარეშე დამეტოვებია ეს სტატია. ამბავი, რომელიც იმედს კიდევ უფრო მიძლიერებს რომ “ჩვენ” ერთად ვიქნებით ,რომ საქართველო მხოლოდ საქართველოს დავიწროვებულ ჩარჩოებში არ არის და სცდება მას .პარტიოტი სული უკვდავია. მადლობა ამ დადებითი ემოციისთვის მელანო ებრალიძეს

  • სოფიო says:

    1921 წელს საბჭოთა რუსეთის მითითებით კავკასიელმა კომუნისტებმა რაიონი საქართველოს ჩამოაშორეს და აზერბაიჯანს შეუერთეს , როგორც ტაო-კლარჯეთი თურქეთს … დღეს აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს თავისთვის ითვლიან,”სამხრეთ ოსეთი ” , ეს ქარული მიწაა და მადლობა უნდა თქვან მისმა მოსახლეობამ რომ საქართველომ შვილებად მიიღო და სახელიც მისცა. ჩვენ არ დავივიწყებთ ისტორიას !!! საქართველო დაჭრილი დიდხანს არ იქნება , იმიტომ რომ ეს საქართველოა !!! ამაზე რთული საუკუნეებიც გადაუტანია და ამაზე მეტად ყოფილა დაჭრილი !!! საქართველო დიახაც გაბრწყინდება !!! მელანო ებრალიძის და მისი მეგობრის მსგავსი ახალგაზრდების მჯერა, მჯერა მათი სულისკვეთბის , მათი საქართველოს მიმართ პატრიოტიზმის . ასეთი თაობისთვის მადლობა უფალს !!!

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი