მთავარი » ვიდეო

ჩეჩენ–ინგუშები – ქრისტი ჯიბღაშვილი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 05.11.2013 14 კომენტარი | 7,354 ნახვა

ქრისტი ჯიბღაშვილი “საბავშვო ენციკლოპედია”

დღევანდელი გადაცემა ეხება “ჩეჩენ–ინგუშებს – ვაინახებს”.

გადაცემის წამყვანთან, ქრისტი ჯიბღაშვილთან ერთად, შევიტყობთ, ვინ არიან, სად ცხოვრობენ, რა ენაზე საუბრობენ ვაინახები და ა.შ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

14 კომენტარი »

  • ნუშა says:

    ქრისტი უბრწყინვალესი გოგოა! წარმატებები მას! გადაცემაც კარგია, მაგრამ მეცნიერ-კავკასიოლოგი, რომელიც ამ ბავშვების განმანათლებლად დაუსვამთ, თავად ვერ ერკვევა საკითხში. ჯერ ერთი, ბაცბები ჩრდილოკავკასიაში კი არა, საქართველოში, ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანში ცხოვრობენ. მეორე და მთავარი – ″ვაინახი″ თვითსახელწოდება კი არა, არცთუ შორეულ ეპოქაში შემუშავებული ეთნო-გენეტური ″კლიჩკაა″, არ არსებობს ეროვნება ვაინახი, არიან ინგუშები და არიან ჩეჩნები! და თუ გინდათ ერთი ჯგუფის, ერთობის ქვეშ მათი სახელდება, აიღეთ ეთნოტერმინი კავკასიანები/დურძუკები. ასე რომ, ქალბატონო მეცნიერო, უთხარით ბავშვებს გარკვევით ამ ხალხთა თვითსახელწოდება, რომელთაც ჩამოთვლით – ჩეჩნები, ინგუშები, ბაცბები, შესაბამისად: ნოხჩი, ღალღაჲ, ბაცავ (ქისტები იგივე ჩეჩნები და ინგუშებია, საქართველოში მოსახლენი).
    ″ვაინახები საუბრობენ ნახურ ენაზე″. საოცარი პასუხია! ნახური ენა კი არა, ენათა ჯგუფია, ინგუშური, ჩეჩნური და ბაცბური ენების ჯგუფი! ეს ისეთი პასუხია, რომ გკითხონ – რა ენაზე საუბრობენ კავკასიელებიო და უპასუხო – კავკასიურად ;) ;) ;)
    და მაინც, რაც ყველაზე შესამჩნევი ხარვეზია, სპეციალისტი მთელი რეპორტაჟის ¾ ნაწილი საუბრობს ჩეჩნეთზე, თემურ ლენგის ურდოს (ეს შესიტყვება ისტორიაში ჩასაწერია) შესევაზე და ჩეჩნების ″ახიზვნაზე″ მთაში და მერე ისევ ჩამოხიზვნაზე, ჩეჩნეთის პრეზიდენტზე (დროშაც ხომ კადიროვისა ჩამოუკიდებია კარადაზე) და ა.შ.
    სად იკარგებიან მის თხრობაში ინგუშები და ბაცბები, ღმერთმა უწყის?! ეტყობა ან ინფორმაციის დეფიციტი აქვს, ან მართლა ვერ არკვევს ეთნიკურ ჯგუფთა რაოდენობას ან – ორივე ართად.
    ;) ;) ;))))))) კითხვაზე – რას გვეტყვით მათი კულტურის შესახებ, მეცნიერი არცკი ახსენებს ყველაზე მთავარ სავიზიტო ბარათს, რაც აქვთ ინგუშებსა და ჩეჩნებს – კოშკური კულტურა.

    • საბავშვო ენციკლოპედია says:

      ჩვენ ვიზიარებთ თსუ კავკასიოლოგიის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტის სწავლებას, რომელსაც საკმაოდ დიდი ისტორია აქვს და რომლის თეორიებსაც ადასტურებს თანამედროვე გენეტიკური კვლევები.. :)
      კავკასიელთა ეთნოლოგიასთან დაკავშირებით, უამრავი განსხვავებული მოსაზრება არსებობდა და არსებობს. თქვენი ნებაა, რომელ თეორიას გაიზიარებთ, ან სულაც ახალ თეორიას შექმნით, მაგრამ ჩვენ ვიზიარებთ სწავლებას, რომელსაც გენეტიკური კვლევებიც ადასტურებს და შესაბამისად, ყველაზე ახლოსაა ჭეშმარიტებასთან.
      რაც შეეხება, სიტყვა “ვაინახების” განმარტებას, ჩვენი რესპონდენტი, გარკვევით ამბობს, რომ ეს არის თვითსახელწოდება.
      ასევე, თქვენი პრეტენზია კოშკურ კულტურასთან დაკავშირებით, სრულიად მიუღებელია. რადგან რესპონდენტი, სწორედ, ინტერვიუს დასაწყისშივე საუბრობს კოშკების შესახებ :)
      პ.ს. ძალიან დიდი მადლობა, თქვენი მოსაზრება რომ გამოხატეთ! წარმატებებს გისურვებთ!

      • ნუშა says:

        მე არც თეორეტიკოსი ვარ და არც დილეტანტი გეთაყვა.
        რასაც ვამბობ, გამეგება პროფესიულ დონეზე და თსუ კავკასიოლოგიის ინსტიტუტის სწავლებასაც ვიცნობ ;).
        გენეტიკურ კვლევებს აფუძნებდით ამ გადაცემის ტექსტებს თუ ზემოთ გამართული პოლემიკის დროს მოიშველიეთ იგი, საინტერესოა. გასაგებია, თქვენი მიზანი სამეცნიერო დისკურსის გამართვა არაა, მაგრამ პოპულარულ ენაზე წარმოდგენილ ზოგადშემეცნებით ტექსტებსაც სჭირდება პროფესიული პასუხისმგებლობით მიდგომა. ამისთვის არსებობს მონტაჟიორი, დუბლი, ტექსტის რედაქტორი და გადაცემის სემანტიკურ გამართულობაზე ანგარიშვალდებული პირი.
        აჩვენეთ ეს ჩანაწერი თქვენს მიერ დამოწმებული ინსტიტუტის პროფესურას და მითხარით ვინაობა პროფესორის, ვინც არ დარჩება სახტად თუნდაც ბაცბების გეოგრაფიული განსახლების იმ ვერსიით, გადაცემიდან რომ ასწავლით ბავშვებს.
        ამგვარ უნებლიე სემანტიკურ ხარვეზებსს თუ აღარ გაიმეორებთ, მე როგორც ერთი რიგითი მაყურებელი, გიდასტურებთ პატივისცემას და თქვენი პროექტის ფორატისა და მიზანმიმართულების სრულ მხარდაჭერას.

        • საბავშვო ენციკლოპედია says:

          გმადლობთ კეთილი სურვილებისათვის.:) პ.ს. სახტად ნამდვილად არავინ დარჩენილა :))

        • ქეთი says:

          სამწუხაროა, რომ იმ ადამიანზე აკეთებთ დასკვნებს (თან ასეთ უხეშს და თითის ქნევით და არა დამრიგებლური ტონით), რომელსაც რეალურად არ იცნობთ… თქვენ რომ გესმოდეთ ეს გოგო რამდენად ნიჭიერია და მოაზროვნეა თქვენი ამ კომენტარით შეწუხდებოდით…

          კავკასიოლოგიის ინსტიტუტთან რა სახის შეხება გაქვთ?

    • ჯიხვი says:

      ბაცბი ნიშნავს თუშს და მისი დაკავშირება მხოლოდ წოვათის თემთან შეცდომაა.
      ადრე მთელი თუშეთი ამ ენაზე საუბრობდა, სანამ ფხოველთა მიგრაციამ იქ ფხოური კილო არ მიიტანა, რომლის ბაცბურთან შერევითაც ფხოური კილოს თუშური კავი ჩამოყალიბდა.

  • Ингушка says:

    Ингуши не вайнахи. Не надо искажать ингушскую историю. Мы ингуши, а не вайнахи и чечен-ингуши!!! Не надо нам таких передачек!

  • მარი says:

    მინდა ნუშას მადლობა ვუთხრა შენიშვნებისათვის. მე, ბავშვების განმანათლებელი ქალბატონი მეცნიერ კავკასიოლოგი :) ვაღიერებ საუბარში დაშვებულ რამდენიმე უნებლიე შეცდომას, თუმცა ვერ დაგეთანხმებით რომ საკითხში ვერ ვერკვევი :) ვფიქრობ, რომ ასეთი ცინიკის და აგრესიის გამომწვევი პასუხები არ მიპასუხია. ვცდილობდი რაც შეიძლება მოკლე დროში კარგად ამეხსნა ამ ხალხის შესახებ და თუკი რამდენიმე შეცდომა მომივიდა ამას ნუ დააბრალებთ კავკასიოლოგიის ინდტიტუტს.

    • ასლან says:

      ძალიან კარგი ვიდეოა! ინტერვიუც ძალიან საინტერესო! აუბრალოდ ისეთ ადამიანებს რა გამოლევს, რომ ჰგონიათ, ყველაფერი იციან და ყველას შენიშვნას აძლევენ და დასცინიან, თავად კი რეალურად აფარის მაქნისები არიან>:) ქალბატონო მარი, წარმატებებს გისურვებთ! ასევე, დიდ წარმატებებს ვუსურვებ ამ გადაცემას.
      მე თვითონ ქისტი ვარ და ძალიან გამიხარდა, ამ თემით რომ დაინტერესდით .

  • ქეთი says:

    სამწუხაროა, რომ იმ ადამიანზე აკეთებთ დასკვნებს (თან ასეთ უხეშს და თითის ქნევით და არა დამრიგებლური ტონით), რომელსაც რეალურად არ იცნობთ… თქვენ რომ გესმოდეთ ეს გოგო რამდენად ნიჭიერია და მოაზროვნეა თქვენი ამ კომენტარით შეწუხდებოდით…

    у меня вопрос что значит: ,,Ингуши не вайнахи,???

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი