მთავარი » Archive by Category

Articles in საეკლესიო ხელოვნება

თამარ გოჩიაშვილის ხატწერა

20.05.2013 – 23:27 | 5,022 ნახვა

“ყველა ხატს თავისი ისტორია, ლოცვითი განწყობა და ფუნქცია აქვს…”
თამარ გოჩიაშვილის თქმით, ხატმწერს მუშაობისას განსაკუთრებული მოთმინება, შრომა და თავდადება სჭირდება. ის არა მარტო ტექნიკურ, არამედ თეორიულ, სახელოვნებო და საღვთისმეტყველო ცოდნასაც უნდა ფლობდეს, რათა ხატი ღირებული …

ხატმწერი – ნანა თოლომაშვილი

09.04.2013 – 23:20 | 3,691 ნახვა

“შენს გაკეთებულ ჯვარსა და ხატზე რომ სხვა ილოცებს, ნახევარი მადლი შენზე გადმოდის”.
ღირსი მამა არქიმანდრიტი გაბრიელი აღმსარებელი და სალოსი.
ნანა თოლომაშვილის ფერწერული ხატები თუ მინანქარში შესრულებული ბიბლიური სიუჟეტები საოცარ შთაბეჭდილებას ტოვებენ.
ქალბატონი ნანა 20 წელია ხატწერაში მუშაობს …

ხატწერა – ლოცვის განსაკუთრებული ფორმა

17.01.2013 – 23:22 | 3,156 ნახვა

“ომის პერიოდში ბევრ რამეზე დავფიქრდი, განსაკუთრებით – რელიგიაზე…”
ბატონ ზვიად ნადირაშვილის მიერ შესრულებული ხატები დაბრძანებულია საქართველოს თითქმის ყველა ეპარქიაში, ყველაზე მეტი ხატი კი ბოდბის ეპარქიაშია. აგრეთვე, მისი ხატებია დასავლეთ ევროპის ეპარქიის მრავალ ტაძარში, ერთი ხატი …

როგორ იქმნება ნაქარგი ხატები?

10.12.2012 – 23:03 | 7,115 ნახვა

ხელოვნების ერთ-ერთი ლამაზი სახეობის, ქარგვის შემოქმედებითი პროცესი დიდ ნებისყოფას, მონდომებასა და ნიჭს მოითხოვს. თანამედროვეობაში ქარგვით მრავალი ადამიანია დაინტერესებული. “ამბიონის” მკითხველს ამჯერად ახალგაზრდა მქარგველის, ანა ასლანიშვილის შემოქმედებას გავაცნობთ. ის წმიდა ხატების მოქარგვით 2-3 წლის წინ …

დეკანოზ ლევან ფიროსმანაშვილის ხატწერა

17.09.2012 – 00:01 | 7,113 ნახვა

ხატწერა – ღვთისადმი მიძღვნილი ცხოვრების გზა
წყნეთის წმიდა ნინოს სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი სამხატვრო აკადემიაში სწავლისას ხატწერის შესწავლით დაინტერესდა… უფლისგან მინიჭებული უნარი ღვთის სადიდებლად წარმართა და დღეს მის მიერ დაწერილი ხატები საქართველოს სხვადასხვა …

ქრისტიანული ხელოვნების ისტორია

12.09.2012 – 00:01 | 11,220 ნახვა

“გევედრები, უფალო, გაუნათე გონება მეცნიერთა, მწერალთა და ხელოვანთა ჩვენთა. დალოცე საქმე მათი, რათა იქმნას ნაღვაწი მათი საკეთილოდ ქვეყანისა, რათა შრომითა თვისითა გემსახურონ შენ, ემსახურონ ერსა ივერიისასა”.
სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქი ილიაII
ქრისტიანულ ხუროთმოძღვრებასა და ხელოვნებას საქართველოში თითქმის ორი …

რაჟდენ ხუნდაძე

03.06.2012 – 00:07 | 4,387 ნახვა

“გალობა ჩვენი ქართველი ხალხის გულიდან ამოღებული ჰიმნია…”
საისტორიო ცენტრალურ არქივში საინტერესო ცნობებია დაცული რაჟდენ ხუნდაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის თაობაზე. ის იყო შესანიშნავი მგალობელი, ლოტბარი, მასწავლებელი, პოეტი-ჟურნალისტი. დოკუმენტებში შემონახულია მისი შვილის, ქეთევან ხუნდაძის მოგონება მამის შესახებ, …

“ხატმწერს ხატის სიყვარული უნდა გააჩნდეს”…

18.04.2012 – 23:19 | 3,690 ნახვა

“თითოეული ჩემი ნამუშევარი პატრიარქის კურთხევის მადლია”…
ხატმწერი ქეთევან ყურაშვილი ილია მართლის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში მოსწავლეებს ხატწერას ასწავლის. მისი თქმით, ახალგაზრდები იმდენად დაინტერესებულნი არიან ამ საქმით, რომ ხატწერას ძალიან მალე ითვისებენ. თავად ნიკოლაძის სასწავლებელში მიღებული განათლება …

“ხატის შექმნისას გამუდმებით ლოცვა-ვედრებაში ხარ…”

03.02.2012 – 17:15 | 5,867 ნახვა

შუა საუკუნეების ქართული ოქრომჭედლობის შესანიშნავი ნაწარმოები – ზარზმის ღვთისმშობლის ხატი ვერცხლისგანაა გამოჭედილი (მოოქროვილი). ხატი ამჟამად საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდშია დაცული. უფლის მადლით, ზარზმის ღვთისმშობლისა და ფერისცვალების ხატების ზუსტი ასლები შეიქმნა. ხატები გალვანიკაში შეასრულა …

ქართული ხუროთმოძღვრული ორნამენტი

15.01.2012 – 14:06 | 11,962 ნახვა

ხელოვნების ნაწარმოები უნდა განაპირობებდეს მხატვრის მიერ წარსულის შემოქმედებითი მემკვიდრეობის ყოველმხრივ და ღრმა გაცნობას.
ქართული არქიტექტურული ორნამენტიკის სწორი გამოყენებისათვის საჭიროა, ერთი მხრივ, ვიცნობდეთ შენობის ფასადებზე, ან ინტერიერში კვეთილი ორნამენტის გამოყენების ხერხებს, წარმოდგენა გვქონდეს …

ილია II-ის მხატვრული შემოქმედება

22.08.2011 – 00:09 | 8,398 ნახვა

ეკლესიის ისტორიაში არის შემთხვევები, როცა ხატები უმაღლესი საეკლესიო იერარქიის წარმომადგენელთა მიერ იქმნება, მაგრამ არც ძველად და არც ახლა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდა სხვა მხატვარი პატრიარქი ცნობილი არაა.
მისი უწმიდესობა ოცამდე ხატის …

ირინე ჩუტკერაშვილის ხატწერა

01.08.2011 – 23:58 | 3,634 ნახვა

“ღმერთი რასაც მეტს გაძლევს, მეტს გთხოვს”…
იყო პერიოდი, როცა საქართველოში ძალიან ბევრი ტაძარი დაკეტილი გახლდათ. არ მოქმედებდა არც ხაშურის რაიონში, სოფელ წრომში მდებარე VII საუკუნის წრომის ეკლესია. თუმცა ტაძრის მახლობლად გაზრდილ მომავალ ხატმწერზე ბავშვობის შთაბეჭდილება და …

ქართული საეკლესიო ნაქარგობის ტექნიკა

26.06.2011 – 11:52 | 6,425 ნახვა

საქართველოს ქრისტიანული ხელოვნების ისტორიაში გვიანფეოდალური ხანა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და, სამწუხაროდ, ნაკლებად შესწავლილი ეპოქაა. გამოირჩევა დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ის სფერო, რომელიც ბოლო ათწლეულებია, რაც სამეცნიერო კვლევის საგანი გახდა. ეს გახლავთ ქართული საეკლესიო ნაქარგობა.
ამ შესანიშნავი ხელოვნების ნიმუშებმა მაინც …

ქართული საგალობლები

14.06.2011 – 00:00 | 13,449 ნახვა

“16-საუკუნოვან ქართულ მუსიკალურ გენიას მიწა იცავდა…”
XIX საუკუნის დასაწყისში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ძალადობით გაუქმებას სავალალო შედეგები მოჰყვა: იძარცვებოდა და ნადგურდებოდა უძველესი ეკლესიის ფასდაუდებელი საუნჯე. ქართული საეკლესიო გალობაც გარდაუვალი საფრთხის წინაშე დადგა.
ქართულ ღვთისმსახურებასა და მრავალხმიანობას, გალობას საფრთხე …

საეკლესიო სამოსი

04.06.2011 – 23:26 | 9,401 ნახვა

“ღვთისმსახურებისას გამოყენებული სამოსი მაცხოვრის თანდასწრებას განასახიერებს…”
ახალი აღთქმის ეკლესიამ ღვთისმსახურთათვის დააწესა სამოსი, რომლის წარმოშობაც მოციქულთა ცხოვრებას უკავშირდება.
სამოსში, რომლითაც ქრისტიანული ეკლესიის მსახურნი იმოსებიან, დეტალები ძველი აღთქმიდან გადმოვიდა. იგი მთლიანად დატვირთულია ქრისტეს მაცხოვნებელი სიმბოლოებით, რაც ეკლესიის მსახურთ …