მთავარი » Archive by Category

Articles in ქართული მეტყველების კულტურა

მადლობა მოუხადა თუ მადლობა გადაუხადა?

10.11.2016 – 17:32 | 7,526 ნახვა

სულ რამდენიმე წელია, ქართულ ზეპირ მეტყველებას მოეძალა ერთი უმართებულო გამოთქმა, რომელიც განსაკუთრებით ხშირად გვესმის ტელე- და რადიოგადაცემებში, მეტადრე – ინტერვიუებში, რაც ძალზე სამწუხარო ფაქტია.
საკითხი ეხება ჩვენი ყოფითი ეტიკეტის ამსახველ, ყველასათვის კარგად ცნობილ მოარულ გამოთქმას …

მოთხოვნა და მოთხოვნილება – “ქართული მეტყველების კულტურა”

25.10.2016 – 12:20 | 2,025 ნახვა

სიტყვები მოთხოვნა და მოთხოვნილება ნაწარმოებია ერთი და იმავე ზმნური ფუძისაგან (თხოვ-), რომელსაც დაერთვის ერთი და იგივე ზმნისწინი (მო-) და ამ ფორმით ორივე მათგანი სახელის ფუნქციას ასრულებს წინადადებაში. აგებულებითა და მნიშვნელობით მსგავსების გამო ზოგჯერ მათ …

აღქმა და აღთქმა – “ქართული მეტყველების კულტურა”

18.10.2016 – 16:30 | 2,308 ნახვა

ბგერობრივად მსგავს და შინაარსობრივად განსხვავებულ სიტყვათა წყვილებს (პარონიმებს) შორის, რომლებიც ხშირად ერევათ ერთმანეთში, უნდა აღინიშნოს ორი ქართული სიტყვა: აღქმა და აღთქმა.
ენობრივად ეს ორივე სიტყვა სწორია, თუმცა მთავარია ვიცოდეთ ამ სიტყვების გამოყენების აუცილებლობა, რათა თავიდან ავირიდოთ …

“ქართული მეტყველების კულტურა” – ახალი რუბრიკა “ამბიონისგან”

18.10.2016 – 13:11 | 1,802 ნახვა

ინტერნეტჟურნალი “ამბიონი” პერიოდულად შემოგთავაზებთ ქართული ენის მართლწერისა და მართლმეტყველების საკითხთან დაკავშირებულ სტატიებს. მასალები განთავსდება რუბრიკაში “ქართული მეტყველების კულტურა”. ქართული ენის სიწმინდის დაცვა თითოეული ჩვენგანის ვალია. სწორედ ამიტომაც წინამდებარე რუბრიკის მიზანია მკითხველს შევთავაზოთ ყველაზე გავრცელებული …

როგორ მოვიხსენიოთ და მივმართოთ ჩვენს სულიერ მამას?

21.03.2016 – 20:50 | 8,489 ნახვა

დღეს, ხშირად გავიგონებთ სულიერ მამათა მოხსენიებისა თუ მიმართვის ფორმების უმართებულოდ ხმარებას.
ნათესაური ურთიერთობის აღმნიშვნელი სიტყვა მამა რელიგიური მნიშვნელობით ხმარებისას აღნიშნავს როგორც ღმერთს (მამა ღმერთი, მამაზეციერი), ისე მის ამქვეყნიურ მსახურს (ღვთისმსახურს) – სასულიერო პირს, ხოლო …

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.