მთავარი » Archive by Category

Articles in ქართული მეტყველების კულტურა

საკუთარ სახელთა წოდებით ბრუნვაში წარმოების საკითხი

29.08.2018 – 14:09 | 345 ნახვა

საკუთარ სახელთა ჯგუფები წოდებით ბრუნვას ერთგვარად არ იწარმოებენ, საჭიროა მათი ცალ-ცალკე ჩვენება:
პირთა სახელები წოდებითის ნიშანს საერთოდ არ დაირთავენ. სწორია:
მერაბ! ზურაბ! ნოდარ! დავით! ანა! ვაჩე! ელენე! ზაქრო! ეთერ! ლევან!…
გვარები ფუძის მიხედვით განირჩევიან:
ფუძეხმოვნიანი გვარები ნიშანს არ …

ბევრი წერილები თუ ბევრი წერილი?

15.05.2018 – 11:37 | 443 ნახვა

ქართული, შეიძლება ითქვას, რომ მხოლობითი რიცხვის ენაა. ცხადია, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ქართულს უჭირს მრავლობითი რიცხვის ფორმათა წარმოება. სრულიადაც არა. მაგრამ აქ იგულისხმება ქართული ენის ზოგი თავისებურება ევროპულ ენებთან შედარებით მრავლობითის გამოხატვის თვალსაზრისით.
ევროპულ …

მისი თუ თავისი?

28.02.2018 – 15:13 | 822 ნახვა

მისი და თავისი – ამ ორი კუთვნილებითი ნაცვალსახელის აღრევა იშვიათი არ არის. მაგალითად, შევხვდებით ამგვარ წინადადებას:
დედამ მისი შვილი სკოლაში წაიყვანა. ამ წინადადებაში გაუგებარია ვის შვილზეა საუბარი – საკუთარსა თუ სხვის შვილზე. ორივე ნაცვალსახელი მესამე …

სტილისტური შეცდომები ქართულ ენაში

12.01.2018 – 23:35 | 3,551 ნახვა

“ქართული ენით ყველაფერი გამოითქმება, რაც დედამიწაზე შეიძლება გამოითქვას რაგინდარა ენით… ქართული ენა, განსაკუთრებით, ცოცხალი ქართული ენა, მაღალმხატვრულად გამოსახავს ყოველ აზრს და დაუმახინჯებლად და შეურყვნელად გადმოსცემს, ისე მდიდრულია ქართული ენა. შეიძლება ითქვას, შინაგანი თვისებებით იგი …

უთქვია თუ უთქვამს? უნახია თუ უნახავს?

06.12.2017 – 14:27 | 1,697 ნახვა

ქართულ ზმნებს ზოგ ძირითად ფორმაში გარკვეული დაბოლოებები, ე.წ. თემის ნიშნები დაერთვის: –ებ (აკეთებს, აქებს), -ობ (ლაპარაკობს, ათბობს), –ი (გზავნის, შლის) და ა.შ. ზოგი ზმნა კი ამ ელემენტებს არ დაირთავს (წერს). თუ დავსვამთ კითხვას: რა …

გმადლობ(თ) თუ მადლობა?

09.10.2017 – 10:25 | 4,511 ნახვა

დღევანდელ რეალობაში ხშირად ვხვდებით უმართებულო ფორმებს, რომელსაც დაკვირვებული ადამიანი ადვილად აღმოაჩენს. ხშირ შემთხვევაში ამა თუ იმ სიტყვის მართებული ფორმები არც კი ვიცით და შეცდომაც გაუაზრებლად მოგვდის.
ეს სტატია შეეხება ზმნის ისეთ ფორმას, როგორიცაა – გმადლობ(თ) …

სამედიცინო ტერმინთა მართლწერის საკითხები

15.09.2017 – 13:59 | 594 ნახვა

ყოველი ჩვენგანი პოტენციური პაციენტია, ავადმყოფობა და მკურნალობა ჩვენი ყოველდღიური რეალობაა და ბევრი სამედიცინო ტერმინი ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება. მათგან ზოგიერთს დაუდევრობით ყოველდღიურად ვამახინჯებთ, რითაც გზას ვუკაფავთ და ვამკვიდრებთ შეცდომებს. გთავაზობთ ამ შეცდომების ტიპობრივ ნიმუშებს.
ყველაზე …

ავღნიშნავ თუ აღვნიშნავ? ავღწერ თუ აღვწერ?

07.09.2017 – 08:51 | 3,021 ნახვა

ქართულში მიღებული წესის მიხედვით, ზმნის ფუძეზე დართულ სხვადასხვა ნიშანს შორის ყველაზე წინ სწორედ ზმნისწინი დაისმის (აქედან მოდის მისი სახელწოდებაც). მას მოსდევს პირის ნიშნები, შემდეგ კი – სხვა დანარჩენი (მაგალითად: მი-ვ-უ-ახლოვდი, და-მ-ი-რეკა). ეს ზოგადი წესია და …

პლიაჟი თუ პლაჟი? პლიუსი თუ პლუსი?

22.06.2017 – 12:13 | 3,066 ნახვა

XIX-XX საუკუნეებში ევროპული ენებიდან მომდინარე სიტყვები ქართულში ძირითადად რუსული მეშვეობით შემოდიოდა. მათ შორისაა la და lu კომპლექსების შემცველი სიტყვები, რომლებიც რუსულმა სხვადასხვაგვარად გამოიტანა: ერთი მხრივ, ла და лу, მეორე მხრივ კი – ля და …

ბოდიშით თუ ბოდიში? კარგით თუ კარგი?

30.04.2017 – 22:43 | 5,275 ნახვა

ცნობილია, რომ ზმნებს პირველი და მეორე პირის მრავლობითში ან „თქვენობით” მიმართვისას ერთვის –თ დაბოლოება: ვწერ, წერ–ვწერთ, წერთ. იგივე დაბოლოება, უპირატესად, -თა სახით, ზოგჯერ სახელებსაც დაერთვის ნართანიანი მრავლობითის სამ ბრუნვაში (მოთხრობითში, მიცემითსა და ნათესაობითში), მაგრამ სახელობითსა …

გამოიცა ინგლისურენოვანი ბარბარიზმების ლექსიკონი

24.04.2017 – 09:45 | 1,655 ნახვა

მიმდინარე წლის 19 აპრილს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ინგლისურენოვანი ბარბარიზმების ლექსიკონი.
ლექსიკონის შექმნას წინ უძღოდა მოძრაობა სახელწოდებით “არაბარბარიზმებს”, რომელიც 2016 წლის ნოემბერში, ივანე …

ქრისტე აღსდგა თუ აღდგა – რომელია სწორი ფორმა?

15.04.2017 – 00:24 | 60,962 ნახვა

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე მორწმუნენი ერთმანეთს ესალმებიან შემდეგნაირად: ქრისტე აღსდგა/აღდგა! ჭეშმარიტად აღსდგა/აღდგა!. ამ ფორმებზე საზოგადოებაში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, თუ რომელი არის სწორი ფორმა, ქრისტე აღსდგა! თუ ქრისტე აღდგა!?. თუ ამ საკითხს გრამატიკულად შევხედავთ, აშკარაა, რომ …

მოწამე – მოწმის მნიშვნელობა

01.04.2017 – 13:41 | 1,001 ნახვა

ძვ. ქართულში უმეტესად ძირშეუკუმშავი მოწამე ფორმა გამოიყენებოდა ორივე მნიშვნელობით, რომელსაც ადასტურებს გამოთქმა: ღმერთია მოწამე (ღმერთი მოწმეა, დამსწრე, მნახველი), რომელშიც მოწამე და მოწმე სიტყვები ერთნაირი მნიშვნელობისაა.
თანამედროვე სალიტერატურო ქართულში თანდათან გაიმიჯნა მო– თავსართით ნაწარმოები წამ ძირის …

რამოდენიმე თუ რამდენიმე?

06.03.2017 – 17:32 | 3,904 ნახვა

ქართული მართლწერის დამახინჯებათაგან – თვით ქართულ სიტყვებში – ყველაზე ხშირია ამა თუ იმ ხმოვნის ჭარბი ხმარება ან ერთი ხმოვნის შეცვლა მეორით.
როგორც ზეპირ, ისე წერითს მეტყველებაში ზოგიერთი ჩვენგანი სიტყვა რამდენიმეს ნაცვლად ხმარობს რამოდენიმეს. საიდან გაჩნდა …

მღერიხარ თუ მღერი? ტყუიხარ თუ ტყუი?

25.01.2017 – 17:48 | 3,858 ნახვა

ახლანდელი დროის პირველ და მეორე პირში მეშველ ზმნებს (ვარ,ხარ) დაირთავენ ერთი მხრით, მდგომარეობის აღმნიშვნელი ზმნები: ვდგავარ, დგახარ; ვზივარ, ზიხარ; ვწევარ, წევხარ, მეორე მხრით კი – მოძრაობა- გადაადგილების აღმნიშვნელი ზმნები: მივდივარ, მიდიხარ; მივრბივარ, მირბიხარ; …

სიტყვა “წამებაჲს” ეტიმოლოგია და მნიშვნელობა

11.01.2017 – 22:42 | 1,803 ნახვა

სიტყვა წამებაჲ ნაწარმოებია წამ ძირიდან და ორი მნიშვნელობით გვხვდება:
1. წამებაჲ – როგორც მარტვილობა;
2. წამებაჲ – როგორც მოწმობა; დადასტურება; წამება; ტანჯვა;
განვმარტოთ თითოეული მათგანი.
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ენციკლოპედიურ ლექსიკონში სიტყვა მარტვილობა შემდეგნაირადაა განმარტებული:
მარტვილობა – (ბერძ. წამება) – …

ესე თუ ასე? ესეთი თუ ასეთი? – “ქართული მეტყველების კულტურა”

09.01.2017 – 11:57 | 4,241 ნახვა

ამა თუ იმ საგნისა და მოვლენის საჩვენებლად, მასზე მისათითებლად, თუ ნაგულისხმებია პირველ პირთან სიახლოვე, ვხმარობთ შემდეგ სიტყვებს: ასე, ასევე, ასეთი, ასეთნაირი, ასეთნაირად…
როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისაგან სწორი და უმართებულო ვარიანტები?
მივმართოთ ტრადიციას, კერძოდ, გავიხსენოთ პოპულარული ქართული …

ეხლა თუ ახლა?

14.12.2016 – 13:24 | 9,331 ნახვა

თანამედროვე ქართულში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ენობრივი დარღვევაა ხმოვანთა მონაცვლეობა მითითებით სიტყვებში. სიჭრელე გვაქვს და ხშირად არ ვიცით, თუ რომელია სწორი ფორმები: ეხლა თუ ახლა, ესე თუ ასე, ესეთი თუ ასეთი, აქით თუ აქეთ, …

ვდგევარ თუ ვდგავარ? ვგევარ თუ ვგავარ? ვყევარ თუ ვყავარ?

23.11.2016 – 23:00 | 4,487 ნახვა

ქართულში გვაქვს ერთი წყება მდგომარეობის აღმნიშვნელი ზმნებისა, რომელნიც ახლანდელი დროის პირველი და მეორე პირის ფორმებში ირთავენ ვარ, ხარ მეშველ ზმნებს. გვაქვს: ვდგავარ, დგახარ; ვყავარ, გყავარ, მყავხარ, ჰყავხარ; ვგავარ, გგავარ, მგავხარ, ჰგავხარ. მესამე პირში კი …

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.